სადღაც, ისევ სითბოა, თუმცა აქ, ყველასგან და ყველაფრისგან შორს, ძალიან ცივა. მომწონს სიცივე, თითქოს ჩ ემზეა მორგებული, მე ვმართავ, მე მემორჩილება. ტყუილად არ შემარქვეს ყინულის დედოფალი, მაგრამ მაინც, რატომ შემარქვეს? უბრალოდ მკვლელი რომ მიწოდონ? საინტერესოა, მკვლელი... ცნობილი, როგორც ყინულის დედოფალი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო დამნაშავეა? ადამიანი, რომელიც ანადგურებს? თუ ადამიანი, რომელიც კლავს? საინტერესოა ისიც, ჩემი სული გაყინულია, თუ უბრალოდ დამჭკნარი?All Rights Reserved