
ამ მომენტამდე, ჩვენს მთავარ პერსონაჟს ეგონა, რომ მართლაც ყოვლისშემძლე იყო. სხვა თუ არაფერი, სურდა, რომ ასე ყოფილიყო. იმ მომენტში მისი ერთადერთი სურვილი სწორედ ეს გახლდათ. თუმცა, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. ხშირად ისეთ რეალობას ვაწყდებით, რომელიც დიდ ტკივილს გვაყენებს და ჩვენი ოცნებების დამსხვრევის მიზეზი ხდება. ამ ოცნების ნამსხვრევებს კი იმდენად წვრილად ანაკუწებს, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი ხდება. რაც შეეხება დროს - ის თავისას შვება და გვაიძულებს, ამა თუ იმ სიტუაციას თვალი გავუსწოროთ, შევეგუოთ და მასთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ. სამწუხაროდ, დანიელის ცხოვრებაც სწორედ ამ რეალობამ დაანგრია. სამი თვის წინ, მან ვერ შეძლო თავისი აღმზრდელი ბებიის - ნუნუს - გადარჩენა. დიახ, რთულია იმის გააზრება, რომ ექიმი, რომელიც არა მხოლოდ თავის ქAll Rights Reserved
1 part