ფენტეზი......გუშინდელი დღე ჩვეულებრივი იყო. დილა - მშვიდი. ახლა კი, ქუჩები სავსეა კივილით, პანიკით და... კოშმარებით, რომლებიც ოდესღაც მხოლოდ ეკრანებზე არსებობდნენ. ოთხი ახალგაზრდა - ალინა, ტრისი, ზაკი და ადამი - თითოეული საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა ტოკიოს გულში, სანამ სამყარო ერთ ღამეში არ დაინგრა. მათ არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ბედისწერამ ისინი ქაოსის შუაგულში შეახვედრა. ახლა მათი ერთადერთი მიზანი გადარჩენაა. მაგრამ როცა ქალაქი ზომბების საუფლოდ იქცევა, რამდენ ხანს შეძლებენ ისინი ადამიანებად დარჩენას?"