![Story cover for Nerd [Seungjin] by Moon_s_21](https://img.wattpad.com/cover/408257459-256-k860307.jpg)
„რა გინდა?" სუნგმინმა დაღლილი სახით შეხედა ჰიუნჯინს. ჰიუნჯინმა ის კვლავ საპირფარეშოს კედელს ძლიერად მიახეთქა და ყელში მოუჭირა ხელი. „შენნაირ ნერდს გგონია იმის უფლება გაქვს, რომ მე და ჩემ მეგობრებს ასე აგდეულად გვესაუბრო?" სუნგმინმა ჩაიცინა და მის ხელს შეხედა. „რა გაცინებს? „გგონია ასე შემაშინებ?" მან ჰიუნჯინის ხელს მოკიდა ხელი და მისი ყელიდან მოიშორა. ჰიუნჯინი შეკრთა მოულოდნელობისგან, არ ელოდა მის ასეთ სიძლიერეს. სუნგმინმა როგორც კი შეამჩნია მისი გაკვირვებული სახე გაიღიმა. ამჯერად მან მოკიდა თმაში ძლიერად ხელი და მის სახესთან ახლოს მივიდა. „შენ და შენს მეგობრებს მხოლოდ ის შეგიძლიათ, რომ ხალხს დასცინოთ და ცემოთ. რეალურად ერთი პატარა ბიჭი ხარ ვისი კონტროლიც უმარტივესია." „რ..რას ამბობ?" „შეხედე შენს თავს, უკვე კანკალებ?"All Rights Reserved
1 parte