გამარჯობათ, მე ეველინი ვარ. ეველინ კარტერი, 19 წლის. ვცხოვრობ ლონდონში, ვერ გეტყვით რომ სწავლაზე ვგიჟდები, მაგრამ ვცდილობ კარგი მოსწავლე ვიყო. მყავს საუკეთესო მეგობარი ელა, ჩვენ პატარაობიდანვე ვმეგობრობდით და ძაალიან მიყვარს. ჩემი მშობლები ავტო ავარიაში დაიღუპნენ, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო ელა რომ არა ალბათ ახლა საგიჟეთში ვიქნებოდი. -ეი, ლიინ. ფიქრები ელას კივილმა შემაწყვეტინა -რა იყო? ისე ვკითხე მისთვის არც შემიხედავს. -გინდა დღეს კლუბში წავიდეთ? წარბები ეშმაკურად აათამაშა -უარი რომ გითხრა აზრი აქვს? გავიცინე -ჩემი ჭკვიანი გამეკრიჭა და მომეხვია -საღამოს გამოგივლი გამაფრთხილა და კიბეები კისრისტეხით ჩაირბინა. ლოგინზე გადავწექი და ჭერს მივაშტერდი. ნელნელა ქუთუთოები დამიმძიმდა და თავი ძილს მივეცი.