Fantasy_thinker
გამარჯობა...
მე ჯონ ჯონქუქი ვარ.
თუ ამ ისტორიას კითხულობ, ალბათ გაინტერესებს, ვინ ვარ...
სიმართლე რომ გითხრა... მეც დიდხანს ვცდილობდი ამ კითხვაზე პასუხის პოვნას.
დღეს უკვე გავიზარდე.
მაგრამ ეს ისტორია იმ დროიდან იწყება, როცა უბრალოდ 15 წლის ბიჭი ვიყავი... ბიჭი, რომელსაც ეგონა, რომ ცხოვრებაში ყველაზე ცუდი უკვე გამოიარა.
ვცდებოდი...
მეც ჩვეულებრივი ნერდი ვიყავი - სათვალით და კარგი ნიშნებით, რომლის დაცინვაც ყველას მარტივად შეეძლო.
შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ერთი ბიჭი გამოჩნდა.
დიახ... ბიჭი.
ის ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი მოგონება და საშინელი ტკივილი გახდა...
სამ წელზე მეტი გავიდა.
ის აღარ არის.
მაგრამ მისი დაკარგვის შემდეგ ჩემში დარჩენილი სიცარიელე დღემდე ვერაფერმა შეავსო.
ალბათ... ამას სიყვარული ჰქვია...
Საიდუმლო და უმანკო სიყვარული...