dachi22kareli
მოცემული ნაწყვეტი წარმოადგენს მხატვრულად დამუშავებული ავტობიოგრაფიული ხასიათის რომანის [,,გზა სამხრეთისკენ,,] შესავალს.
ნაწარმოები იწყება პატარა ბიჭის ცხოვრების იმ ადრინდელი მომენტიდან, როცა ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის ჯერ კიდევ არაა მკაფიოდ გავლებული; როცა გვჯერა, რომ უცნაურსახიანი მთვარე მუდამ ჩვენ დაგვყვება, როცა გვჯერა თეთრ, ბამბის ქულასავით რბილ და ფაფუკ ღრუბლებში უდარდელად კოტრიალის, ვარსკვლავების დათვლით გაჩენილი მეჭეჭების, ურჩ ბავშვებზე მონადირე გუდიანი კაცის, უჩინმაჩინების, შორს, ბუხართან მჯდომი მკაცრად სამართლიანი თოვლის პაპის [რატომღაც დედ-მამის მსგავსი ხელწერა რომ აქვს], მთელ ქვეყანაზე ყველაზე ლამაზი დედიკოების და ყველაზე ძლიერი მამიკოების.
სიუჟეტის მსვლელობისას მკითხველი მთავარი პერსონაჟის თვალებით დაინახავ