1oveyourself
მისი ნდობა შეცდომა იყო.
აკანკალებული და დასისხლიანებული თინეიჯერი გოგონა ტყისპირა გზაზე იღვიძებს - მას არ ახსოვს, იქ როგორ მოხვდა ან საერთოდ ვინ არის. გამვლელ ოფიცერს ის პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავს, სადაც მალევე სასოწარკვეთილი მამაკაცი მიდის. ის გოგონას საათობით ეძებდა. მამაკაცს თან აქვს მისი სასკოლო მოწმობა, დაბადების მოწმობა და ოჯახური ფოტოებიც კი.
ის მისი მამაა. გოგონას მერი ჰქვია. ყოველ შემთხვევაში, კაცი ასე ამბობს.
როდესაც ლოლამ მანქანის კარი მოაჯახუნა და ღამეში გაუჩინარდა, დრიუს ეგონა, რომ მათ უბრალოდ ცოტა დრო და დამშვიდება სჭირდებოდათ. თუმცა, ლოლა გაქრა. შერიფი, მეგობრები და მთელი ქალაქი დარწმუნებულია, რომ დრიუმ საკუთარი
შეყვარებული მოკლა.
ავტორი:Megan Lally