Hoseok Pov.
ბიჭებთან ერთად პატარა ბარში გადავწყვიტე წასვლა და განტვირთვა, ვიფიქრე რომ დამღლელი დღის შემდეგ ურიგო არ იქნებოდა ამიტომ ახლა მაგიდასთან ვზივარ და მარტინს ვსვამ.
თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ და პატარა სხეულს ვამჩნევ, ბართან მდგარ მაღალ სკამზეა წამოსკუპებული და კოქტელებს აგემოვნებს.
ხმადაბლა მეცინება, გაუფრთხილებლად ვდგები და მის გვერდით ვიკავებ ადგილს, ვგრძნობ რომ მაკვირდება, ამიტომ ორ ჭიქა მარტინს ვუკვეთავ და ერთს მისკენ ვაცურებ.-საღამო მშვიდობის, იუნ.
წარბს მიწევს, მე კი მზერას ვუსწორებ და ვიღიმი, ჭიქაზე თვალით ვანიშნებ, ის მაშინვე ხვდება და სუსტ ღიმილს მჩუქნისიმ წამს გავიფიქრე რომ ეს ყველაზე ლამაზი ღიმილი იყო, რაც აქამდე მინახავს.
-მადლობა, ჰოსოკ.
ჭიქას მაშივნე ცლის, მე კიდევ მზერას ვერ ვაცილებ, მის სველ ბაგეებს ვაკვირდები და სასმელი სულ გადამავიწყდა-შენ დალევას არ აპირებ?აშკარად შეამჩნია შენი მზერა, ჯონ ჰოსოკ.
-ჰო, რა თქმა უნდა.
თავს ოდნავ დაბნეული ვუქნევ, ვსვამ და მისი ჩუმი სიცილი მესმის-რა არის სასაცილო, იუნ?-შენი კნუტის სახელს რატომ მეძახი, ხომ თქვი რომ არ დამიძახებდი ასე.
-ეს შენ თქვი რომ კნუტი არ იყავი, სულელო.
წარბებს ოდნავ კრავს, მე კი ვიცინი.
უცბად მზერა მის ხელზე მიჩერდება, სადაც პატარა ვერცხლისფერ ბეჭედს ვამჩნევ.-ხელზე რა გაქვს?
ოდნავ კრთება, ამას ვამჩნევ და თავს დანანებით ვაქნევ-მაპატიე, ჩემი საქმე არ არის, არ უნდა მეკითხა.-არა არა, ყველაფერი რიგზეა, ეს ყოფილმა შეყვარებულმა მაჩუქა, თუმცა ახლა ერთად აღარ ვართ.
ღიმილით მპასუხობს, თუმცა ვატყობ რომ საერთოდ არ უნდა ახლა ღიმილი.
ამიტომ ხელს ფრთხილად ვკიდებ, ის ყოველგვარი კითხვის გარეშე მომყვება.
გარეთ გამყავს, იქ სადაც ნაკლებად ხმაურია და კედელს ზურგით ვეყრდნობი.