3

1.1K 180 2
                                    

2997

_____

და მე ისევ იმ ოთახში ვიყავი, ოღონდ ამჯერად მუცელზე ვიწექი. ჩემი ხელ-ფეხი უკვე შეკრული იყო უკან, დაბმული წვივები ბარძაყებზე მქონდა ისე მიმაგრებული, რომ მხოლოდ მუხლებით გახოხებას თუ შევძლებდი, თუ თეჰიონი ჩემს გათავისუფლებას არ მოინდომებდა. მკერდსა და მხრებზე თოკის ორი ხვეული ისე ძლიერ მქონდა შემოჭერილი, რომ თითქოს ზომაც გაეზარდა ჩემს ძუძუებს. ჯერჯერობით არაფერი მტკიოდა. ლოყა ცივ იატაკზე მედო და ღრმად ვსუნთქავდი. ჭერზე დამაგრებული ჭოჭონაქის ქვეშ ვიწექი, სადაც უკვე გაყრილი იყო თოკი, რომლის ერთი ბოლო ჩემს შეერთებულ ხელ-ფეხსა და მხრებს უკავშირდებოდა, მეორე ბოლო კი ჩემ გვერდით ეგდო. ამ ნაწილით თეჰიონი ჰაერში ჩამოკიდებულ სხეულს კედელთან ჩამაგრებულ შვერილზე გამოაბამდა.

- ცივია, - გამაკანკალა, როდესაც ვიგრძენი, როგორ შემიცურა თეჰიონმა გაკრულ, აკეცილ ფეხებს შორის ყვავილების ღეროები.

- ბოდიში, ცოტაც გაუძელი.

ჩემს სხეულზე არსებულ ლამის ყოველ ხვეულზე ყვავილები ჩამატანა. ეს ცოტა უცნაური იყო. მოჭრილი ღეროებიდან სითხე წვეთავდა და უსიამოვნოდ მედებოდა სხეულზე. ოთახში გადაჭრილი მცენარეების სუნში შერეული სასიამოვნო არომატი იდგა. ზუსტად არ ვიცოდი, რა ერქვა თეჰიონის არჩეულ ვარდისფერ ყვავილებს, მაგრამ ნამდვილად მომწონდა.

- მზად ხარ? - მკითხა თეჰიონმა, როდესაც ჩემს სხეულზე ყვავილების დამაგრება დაასრულა და თოკის მეორე ბოლო ხელში აიღო.

ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და თვალები დავხუჭე.

- კი.

თეჰიონმა თოკს დაქაჩა. მოძრავმა ჭოჭონაქმა თოკი გადააადგილა და იატაკს რამდენიმე სანტიმეტრით მოვცილდი. საყრდენგამოცლილმა ჩემმა სხეულმა მაშინვე წრეზე დაიწყო ტრიალი. საშინელი შეგრძნება იყო. იმ წამსვე თავბრუ დამეხვა, ჩემს ირგვლივ ყველა კედელი დატრიალდა. დროდადრო თეჰიონს ვხედავდი, რომელიც თოკს ექაჩებოდა და სულ უფრო მაღლა ავყავდი. წონის გამო სხეული ქვემოთ ჩამეზნიქა და თოკებს ჩამოეკიდა. ახლა კი მართლა ვიგრძენი ტკივილი. კიდურებზე შემოჭერილი თოკი თითქოს კანში ჩამიძვრა, მკერდზე კანი გადამეხეხა და ტკივილისგან ამოვიკვნესე. ყოველ ჯერზე, რაც უფრო ზემოთ ავყვადი თეჰიონს, უფრო მეტად მტკიოდა სხეული, მაგრამ ისეც არ იყო, რომ ვერ გამეძლო. ტკივილზე საშინელება ტრიალი იყო, რომელიც არადა არ რჩებოდა. ვხვდებოდი, რომ თეჰიონი ჩქარობდა. სანამ თოკის მეორე ბოლოს შვერილს არ გამოაბამდა, იქამდე ჩემთან მოსვლას და ამ საშინელების შეჩერებას ვერ შეძლებდა.

Footsteps on Distance 🔞 [TaeGi]Where stories live. Discover now