run

32 4 3
                                    

გაიქეცი!

გაიქეცი!

ყველაფრისგან შორს,

უკანმოუხედავად,

ერთი ნაბიჯით უსწრებ...

მეტი გჭირდება!

რომ დაიღლები მაშინ მოგწვდება!

მეტი ნაბიჯები!

უკვე იღლები,მაგრამ არ უნდა გაჩერდე,თუ გაჩერდები მოგვწდება...

ბნელ გვირაბში გარბიხარ ის კი შენს უკანაა

მისი მძიმე ნაბიჯების ხმა გესმის,
სადაცაა მოგიახლოვდება

აუჩქარე!

აუჩქარე!

სინათლეს ხედავ...

ცოტა დარჩა

გაუძელი

არ დანებდე!

სულ ცოტა დარჩა

ახლა ვერ დანებდებდი
გესმის?

ეს უბრალოდ არ შეგიძლია

ამის უფლება არ გაქვს

მიდი...გთხოვ!
ცოტა დარჩა ეს არ გააკეთო!

გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავ,
მას და შენს შორის მანძილი ძალზედ ცოტაა,

მაგრამ

მუხლები ისინი მუშაობას წყვეტენ და იკეცებიან

მოვიდა...
მისი ხშირი სუნთქვა ყურთან ჩაგესმის,გრძნობ თუ როგორ ეხება შენს კისერს და თმას ნაზად გირხევს...
მისი საცეცები დაგვწდნენ
და სადაცაა სიცოცხლეს გამოგასალმებენ...

ყველაფერი სიბნელემ მოიცვა...
შენ წააგე...

შენ წააგე.

ან ასე გაგონა...

თვალები გაახილე

მის კალთაში თავი გედო

ცა ისე ანათებდა როგორც არასდროს

ნაზი სიო კი ყურებში სიცოცხლის ზარებს გიწკრიალებდა

აწ უკვე გამოღწეულ გვირაბს შეხედე

ვერ იჯერებდი,რომ დანებებას აპირებდი

იმ ურჩხულის წინააღმდეგ

ცივ ჰაერს ნება მიეცი ფილტვები აევსო

ეს ისეთი სასიამოვნო იყო...

გაიღიმე და თვალები ააპყრე იმას ვის კალთაშიც თავი გედო

მან გამოგათრია ბოლო უკუნეთიდან

-მადლობა

უთხარი მას

მაგრამ იცოდი,რომ შენს გარეშე ისიც არ იქნებოდა აქ

Ilusvale❤

▪️გაიქეცი▪️Where stories live. Discover now