55.

1K 54 14
                                    




მას შემდეგ რაც ნაილის ხუმრობაზე გემრიელად იცინეს,ჰარიც დაარწმუნეს წამალთან დაკავშირებით და სერიალის ყურებაც გადაიფიქრა.ბრაზილიურ სერიალს "გაბრიელა"-ს ჩაუჯდა.

თან მზესუმზირა მოიმარაგა,ბიჭებმა შეპარვით მაინც დაუდეს ლუდი მაგრამ პირს არ აკარებდა ცოცხალი თავით.

უკვე ღამე იყო.

ამერიკა და ლიამი სახლის გზას ჩუმად,ბედნიერები დაადგნენ.შიგადაშიგ ღიმილი ეპარებოდათ სახეზე.

გზად უამრავი მორთული სახლი დახვდათ,ჯერ არ თოვდა მაგრამ იმედი მაინც ჰქონდა გოგოს,ლიამისთვის კი ეს სულ ერთი იყო.

მანქანა,რომ გააჩერეს და სახლის კარზე ვერაფერი ნათურა,ციმციმა დაინახეს არ მოეწონათ და იფიქრეს დღეს აუცილებლად მოვაგვარებთო.

"მოკლედ,უნდა დავიწყოთ.შობას ასე უღიმღამოდ ვერ შევხვდებით!"-ამერიკამ მკაცრად უთხრა მდივანზე წამოგორებულ ბიჭს.

ლიამმა თვალები აატრიალა.

"კარგი რა!მეზარება,უბრალოდ სავახშმოდ რომელიმე რესტორანში წავალთ და ვსო! იქ აღვნიშნოთ შობა."-ყველა ხერხს მიმართავდე ოღონდ არ ამდგარიყო და ის აქსესუარები არ დაელაგებინა მთელს სახლში.

"მიდი რა დათუნია და დღეს.."-მიუახლოვდა,-"დაუვიწყარ ღამეს გაჩუქებ."-ყურში სექსუალურად ცაჩურჩულა.

"აბა პირველი რას ვაკეთებთ!?"-ტაში შემოკრა. გოგოს ჩაეცინა.

თავზე სანტა კლაუსის ქუდი დაახურა და გაეცინა,თავადაც დაიხურა და ხელი ნაძვისხისკენ მიუშვირა.

ლიამმა ნაძვისხე გაშალა,ფერადი წვიმები,სათამაშოები,ნათურები ყველაფერი მოიმარაგა. სიმღერა ჩართეს და მხიარულებაც დაიწყეს.


(ანუ ამ ვიდეოს უნდა უყუროთ,რომ ნახოთ როგორ ააწყვეს  და საერთოდ რა ქნეს,ამდაგვარია)


Wild passion(L.P){completed}Where stories live. Discover now