თავი 8

88 6 2
                                    

სოფის ვთხოვე, რომ პირდაპირ სახლში მივეყვანე, თუმცა მოშორებით ჩამოვედი და ტობის სახლის წინ ამოვყავი თავი. კარებზე ისე დავაკაკუნე, თითქოს მინდოდა, რომ ვერავის გაეგო და არც გაეღოთ.

-ეს ,, ლუი ვიტონია"?- ჩემს ქუდზე მიუთითა ტობის ძმამ მას შემდეგ, რაც კარები გამიღო.

ჩამეცინა და კეპი მოვიხადე.

- შენი იყოს.- ვუთხარი და მას დავაფარე.

მან ცხოვრებაში პირველად გამიღიმა და მაშინაც ჩუპა-ჩუპსის გამო ნორმალურად ვერ დავინახე, როგორ იღიმოდა. თუმცა უკვე ვიცოდი, როგორც მოვაწონებდი თავს.

- მადლობა, კრისტა. ტობი საძინებელშია.

ლოყაზე ვუჩქმიტე და მეორე სართულზე ავედი.

- კრისტა...-აღშფოთდა ტობი.

- ვიცი!- შევაწყვეტინე.- იქნებ პორნოს უყურებდი, ან შიშველი იყავი, მაგრამ მხოლოდ ,,რიკი და მორტს" უყურებ.

ტობიმ შემათვალიერა და ლეპტოპი გვერდზე გადადო.

- დაგვიბრუნდი? ალექსა გაბრაზებულია.

- ჩემთან დაკავშირება შეწყვიტეთ.- ვუთხარი პირდაპირ.

- არ მინდოდა ხელი შემეშალა იმ გოგოსთან ერთად, რომ იყავი. თანაც მარკი ძალიან ცუდად იყო, მას უფრო ვჭირდებოდი ვიდრე შენ.

- ალექსა?- ხელები გულზე დავიკრიფე.

- ვუთხარი, რომ არ შეეწუხებინე და როცა შეძლებდი თავად დაბრუნდებოდი.- მხრები აიჩეჩა.- ისე ერთი თვე დიდი დრო ყოფილა, მომენატრე.- ხელები გაშალა და მეც მივედი და ჩავეხუტე.

- მენატრებოდი, თუმცა მრცხვენოდა მოსვლა.- მასთან არ ვაპირებ ვიცრუო!

-იმიტომ, რომ გოგოსთან ხარ?- გაეცინა.

- შეიძლება...- თავი ხელებში ჩავმალე.- ჰო.

-ვაიმე, ჩემი საუკეთესო მეგობარი აღარ ხარ, რადგან გოგოები მოგწონს! ფუუ!- სიცილს არ წყვეტდა.

- მე მხოლოდ სოფი მომწონს. და მარკიც.

- მოიცადე, ორივე მოგწონს?

წლების წინ...Where stories live. Discover now