4.

452 45 31
                                    

წამლების სუნი, ღია ფერის, ცივი კედლები, თეთრ ხალათში გამოწყობილი შუახნის ქალი საწოლზე მწოლიარე დეიჯის ნელა უახლოვდება.

გოგონას გონება გათიშულია, ვერ აცნობიერებს სად არის, ან ამ ქალს რა უნდა მისგან. საეჭვოდ ახლოს დგება დეიჯის საწოლთან. გოგონა ხედავს ქალი როგორ ამზადებს ნემს, შემდეგ კი გოგონასკენ იხრება. დეიჯის უნდა იყვიროს, შეეწინააღმდეგოს, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვრის, ხმა კი საერთოდ არ აქვს.

რა ხდება?

რას მიპირებს?

ბავშვი.

გთხოვ ეს არ გააკეთო, ბავშვს დავკარგავ.

დავკარგავ.

დავკარგავ.

გოგონას გონებაში ეს სიტყვები იწყებენ ტრიალს. უხმოდ ტირის, ცრემლებისგან დასველებია მთლიანი სახე, ექიმი კი უკვე დეიჯის მკლავს ამოწმებს, ვენას პულობს და გოგონა თვალებს ახელს.

_არააა.

დეიჯის სხეული მთლიანად ოფლში ცურავს, ღრმად სუნთქავს და თვალებს აქეთ იქით აცეცებს. მაშინ კი, როდესაც რწმუნდება, რომ უსაფრთხოდაა, საწოლიდან დგება და სააბაზანოში ცივი წყლის შესასხმელად შედის.

სარკეში საკუთარ თავს წუთების განმავლობაში აკვირდება. ადრინდელი დეიჯი, მუდამ მოცინარი, მოვლილი სახითა და ციმციმა თაფლისფერი თვალებით, ასეთი არ იყო, როგორიც ამ სარკეში ჩანს. დაღლილია, უსამართლო ცხოვრებასთან ჭიდილმა გამოაცალა ძალა და სიცოცხლეს ერთადერთი რაც უნარჩუნებს ეს პატარა არსებაა მის მუცელში.

უკვე დამშვიდებული დაწოლამდე სამზარეულოში გადის წყლის დასალევად.

_ასეთ დროს აქ რას აკეთებ?

ნამძინარევი ბოხი ხმის გაგონება ადგილზე აშეშებს, წყლის ჭიქას უკან აბრუნებს და ნელა ტრიალდება სამზარეულოს კარისკენ, სადაც ჯონგუკს ხედავს, აჩეჩილი თმითა და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი სახით.

purposeWhere stories live. Discover now