სინათლე

24 2 3
                                    

ვარსკვლავები დედამიწისგან ხომ ათასეულობით ან რამდენიმე მილიონი სინათლის წლით არიან დაშორებულები შესაბამისად მათი სინათლის მოღწევას ჩვენამდე მრავალი სიანთლის წელიწადი სჭირდება და ჩვენ ცაზე მათ წარსულს ვხედავთ თან დედამიწიდან მაღლა ცისკენ ასტყორცნილი სინათლის გამო კოსმოსიდან შორეული ვარსკვლავების უკვე შესუსტებული სინათლე იბლოკება და ცაზე მხოლოდ ცოტა მათგანს ვხედავთ სინათლის გარდა ატმოსფეროში ასული გამონაბოლქვი და სხვა აირადი ნივთიერებები ჰაერის გამტარობას ასუსტებენ რის გამოც სხივებს უფრო უჭირთ ჰაერში გასვლა და ვარსკვლავები თანდათან სიკაშკაშეს კარგავენ ანუ გარკვეული დროის შემდეგ ვარსკვლავებიანი ცა გადაშენდება რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს
ძალიან კი მიყვარს ღამის ცაზე ყურება ვარსკვლავები და მთელი საკუთარი რომანტიკის სერიები მაქვს ვარსკვლავებიან და მთვარიან ცასთან მაგრამ ეს გადაშენების ფაქტი დიდად არ მაშფოთებს ალბათ ჩემი ეგოიზმი ხვდება რო მე ამ უკანასკნელს(ვარსკვლავებიანი და მთვარიანი ცის გადაშენებას) ვერ მოვესწრები და ბლოკავს უარყოფით ემოციებს მიუხედავად იმისა რომ თვარისა და ვარსკვლავების ყურებით ვერასდროს გავძღები საკმარისი არასოდეს იქნება ისე მომწონს და ნაწილობრივ ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაც ძაან მეუცხოება და მომწონს
მაგის გარდა ჩვენ ათასობით სინათლის წლის წინ მომხდარ ვარსკვლავის ჩამოვარდნას ვხედავთ და მასზე ვიფიქრებთ სურვილებს(იმედისა და თვითდარწმუნების სითავხედე) და საერთოდ ახლა შეიძლება მილიონობით ვარსკვლავია ჩვენი ცის პირდაპირ ირმის ნახტომის გალაქტიკაში და მრავალი სინათლის წლის შემდეგ შეიძლება სრულიად დაბინძურებული ნებისმიერი სიმკვრივის მქონე ჰაერი გამოიაროს გაჭრას და დედამიწის ცა ძალიან ბევრი ვარსკვლავით სულმთლად გადაიჭედოს სულ განათდეს და წარმომიდგენია იმ დროს დედამიწის მაცხოვრებლების გაოცება აღფრთოვანება და შიშნარევი სიამოვნება ( თუ გადარჩნენ მაგ დრომდე) მხოლოდ წარმოდგენის დროს ვფიქრობ რა საოცარი იქნება მასე რომ მოხდეს და რეალობაში რომ ვიხილო მიღებული სიამოვნების დონის განსაზღვრა არ შემიძლია იმდენად წარმოუდგენელია რო ალბათ მხოლოდ მე გავიგებ და მაგასაც გრძნობით მთელს სხეულში და გონებაში სიტყვების გარეშე.

დღეს ძაან კარგი ჩაი გამომივიდა.

ჯედაი ბიჭის წამოვლები და ნააზრევები თხლად და სიღრმისეულად Where stories live. Discover now