~26~

4.7K 252 103
                                    


jungkook's pov

რამოდენიმე დღე ფიქრში გავატარე.
არ ვიცოდი რა უნდა მექნა,
უბრალოდ ჩემს თავთან მარტო დავრჩი და ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მეთქვა შ/ს-სთვის.
ან იქნებ საერთოდ ჯობდა მისი ცხოვრებიდან უსიტყვოდ გავმქრალიყავი და მისთვის ის ტვირთი მომეშორებინა, რომელიც მე ავკიდე და უნამუსოდ მარტო ვატარებინებდი ამდენი ხანი.
თავის დროზე ხელიც კი არ გავანძრიე, რომ სიმართლე დამედგინა და ამით გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ჯონ ჯონგუკ, აღიარებისთვის და გააზრებისთვის ცოტა გვიანი ხომ არ არის?
კალამი და ფურცელი ავიღე და ის დავწერე რაც გონებაში მომაფიქრდა.
ის დავწერე, რის თქმასაც შ/ს-ს პირისპირ ვერ გავუბედავდი.
იქნებ ეს სიტყვები მელოდიად მექცია და იქნებ ჩემზე მოგონებები მწარედ აღარ გახსენებოდა თუ ჩემი სიტყვები და ხმა ჩემივე ნამღერით დაამახსოვრდებოდა.
თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ ვერ ვთხოვ მაპატიოს, ეს დიდი ეგოისტობა იქნება. უბრალოდ დავუწერ ლამაზ მუსიკას და ასე ვეტყვი ჩემს სათქმელს.
ნაბიჭვარი ვარ, რომ გავრბივარ, მაგრამ ახლა ამის გარდა სხვა გზა არ გამაჩნია.
დავწერე ის, რისიც გულრწფელად მჯეროდა და რაც გულით მინდოდა. ჩემი გულიდან და გრძნობებიდან წამოსული სიტყვები დავწერე და სტუდიაში მელოდიის ჩასაწერად და სიმღერის დამუშავებსათვის წავედი.
ამან მთელი რვა დღე წაიღო, მაგრამ ამად ღირდა.
არ მიცდია შ/ს-ს მოძებნა, რადგან მასზე თვალებში შეხედვა არ შემეძლო.
მხდალივით მეშინოდა არ ეთქვა "მძულხარ", ამიტომ არაფერი მოვიმოქმედე.
ასე ჯობია.
ჯობს დამივიწყოს , მე მისთვის მხოლოდ ტანჯვა მომაქვს. სულ ვატირებ, ვაფორიაქრებ და გულს ვტკენ.
უჩემოდ უკეთესად იქნება.

საბოლოოდ გადავწყვიტე ჩემი ნახევარძმის წინადადებას დავთანხმდე და ამერიკაში წავიდე სასწავლებლად. დედაჩემმა რათქმაუნდა სიხარულით მიიღო ეს და სიხარულითვე გამიშვა.
მეც ვეცდები, რომ დაგივიწყო ჩემო ვარდო, ძალიან ვეცდები.

INTERNATIONAL PLAYBOY || J.J.K (დასრულებული)Where stories live. Discover now