<1>

6K 211 88
                                    


ერთმა დღემ ან თუნდაც ერთმა სიტყვამ ადამიანის ცხოვრებაში შესაძლოა რადიკალური ცვლილებები გამოიწვიოს.
ამის ნათელი მაგალითი მე გახლავართ.
გოგონა, რომელმაც თავისი ვერც სიტყვები გააკონტროლა და ვერც საქციეელები, ხოლო ახლა ამ საქციელებისთვის შესაბამის საზღაურს იღებს.

მე ასამი მქვია. ამ წლის ივნისში სეულის ერთ-ერთ სკოლაში გადმოვედი სასწავლებლად. ჩვენი ოჯახის ტრაგედიის შემდეგ მე და მამამ დედაჩემის სამშობლო იაპონია დავტოვეთ და მამას სამშობლოში, კორეაში წამოვედით.

მეტიჩარა მამაჩემმა საიმპერიო სკოლაში მომიყვანა, სადაც მდიდარი ხალხის შვილები სწავლობენ.
ისიც ამ სკოლის თავჯდომარეთა კომიტეტის წევრია, ამიტომ ასე გადაწყდა.
მამაჩემი ეკონომისტია და კომპანიებს ხელმძღვანელობს, მაგრამ არც ისეთი მდიდარია, როგორც შეიძლება თქვენ გეგონოთ.

ახალ გარემოს ვერ შევეჩვიე, განსაკუთრებით კი ჩემს კლასელებს. გათამამებული მამიკოების შვილები ნერვებს მიშლიან და ძალიან მაღიზიანებენ.

იმ ერთმა საბედისწერო დღემ, როდესაც ბანაკში წავედით, ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.
ჩემს განვლილ ცხოვრებაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ იმ დღის შესახებ მოგიყვებით, რომელმაც მეც და ჩემი ცხოვრებაც რადიკალურად შეგვცვალა.

ბარგს მჟავე სახით ვალაგებდი, რადგან წასვლა არ მინდოდა. ჩემს კლასელებთან ერთად ყოფნა ბოლოს ან მწარე ხუმრობების კორიანტელით ანდაც ქაჯური გამოხტობით გვირგვინდებოდა.

უდიდესი უკმაყოფილების გრძნობით დავჯექი საწოლზე ბარგის გვერდით და ვეცადე მიზეზი მომეფიქრებინა, რათა მამაჩემს ჩემი წასვლა გადაეფიქრებინა.
უცებ კარი მოსამსახურე ბიჭმა დუვონმა შემომიღო და გამოთაყვანებული სახით მომაშტერდა.

- რა გინდა დუვონ? - გაღიზიანებული შევუყვირე

- ბატონი ჩანი გელოდებათ ქვემოთ, თქვა რომ ის გაგიყვანთ ავტობუსამდე.. - თქვა დოყლაპიამ და ისე გაიხურა კარი, პასუხისთვის არც მოუსმენია.
ვერ ვიტან ამ ჩლუნგ ბიჭს.

შეცდომა || K.T.H (დასრულებული)Where stories live. Discover now