ჯიმინი ჩუმ-ჩუმად იღიმოდა და გაღიზიანებულ თეჰიონს კმაყოფილი ჩაცინებებით გადახედავდა ხოლმე
- ასამი.. წამოდი - მოთმინებაამოწურულმა თეჰიონმა კიდევ ერთხელ გამიმეორა და თან თვალებით მწვავდა
- მე ჯიმინთან ერთად მივდივარ - ჯიუტად დავუბრიალე თვალები და მის დასანახად ჯიმინს ახლოს მივეტუზე. უბრალოდ მინდოდა ეეჭვიანა. იმ წამს ჯიმინის მძიმე სუნთქვა ვიგრძენი ყელზე. მას თვალებში ვუყურებდი და უცებ უცნაური გრძნობა დამეუფლა. მსხვილი ტუჩები უთრთოდა და ვნებიან მზერას არ მაშორებდა.
ზუსტად ამ დროს ჯიმინს უეცრად მოვშორდი და თეჰიონის სხეულს მივეხეთქე. ეს მან გამომათრია ჯიმინისგან და თავის მკლავებში ისე მომიმწყვდია, თითქოს მისგან სამუდამოდ წასვლას ვაპირებდი- ასე რატომ იქცევი? - კბილებში გამოცრა ჩემს სახესთან ახლოს. იმდენად ახლოს, რომ მის ტუჩებს სულ ცოტა აკლდა, რომ ჩემსას შეხებოდა
- გამიშვი! - წავიჩურჩულე და ვცადე ჩემი ხელი გამომეგლიჯა მისთვის. ამ სიახლოვისგან ვკვდებოდი და ვითენთებოდი.
- კარგი წადი, - უეცრად ხელი ხელი მკრა, და ჯიმინისკენ მიბიძგა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თეჰიონს აღარ აინტერესებდა რას გავაკეთებდი ჯიმინთან ერთად - რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ იცოდე, რომ ჩემი სახელი აღარ ახსენო! - ჯიმინს მტრულად გადახედა და უკანმოუხედავად წავიდა.
- არ გინდოდა, რომ გაეშვი არა? - თვალებზე ცრემლები მომაწვა და ზუსტად ამ დროს გავიგონე ჯიმინის რბილი ხმა ზურგს უკნიდან
- ჯიმინ, გაჩუმდი გთხოვ - ცოტაც მაკლდა და სრულიად ავფეთქდებოდი. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ თეჰიონს არ გავკიდებოდი და ჩავხუტებოდი
- წამოდი, ცოტა გავიაროთ - ჩაილაპარაკა და წინ გამიძღვა.
ჩუმად მივსეირნობდით, ისე რომ ხმა არცერთს არ ამოგვიღია.
ძალიან ვიკავებდი თავს, რომ არ ავტირებულიყავი
YOU ARE READING
შეცდომა || K.T.H (დასრულებული)
Fanfictionსკოლიდან ბანაკში წასული მოსწავლეების ამბავი. ____________________________________________ ⚠️ფიქციაში ასახული იქნება +18 სიუჟეტები და ცენზურაც არ იქნება დაცული🔞 ( მთვარი გმირი თეჰიონი)