🌸ნუშის ხე🌸

257 58 97
                                    

შენამდე რა იყო?

ვინ ვიყავი მე?

შენამდე უფსკრული იყო...

გრძელ, უშველებელ გზას წააგავდა ის დრო, როდესაც უფსკრულში გადაჩეხილი უშედეგოდ ვლამობდი ამოსვლას.

დაუსურლებელ ჰორიზონტზე მუდამ ერთი ხედი მეშლებოდა. მარტოობასა და უიმედობაში მყოფსაც ჯერ კიდევ მქონდა სურვილი შენამდე მოღწევის.

მივილტვოდი იმ ბედნიერებისკენ, რომელსაც ჰორიზონტზე ვხედავდი. თვალსაჩინოდ იყო და ასე მეტად მიჩნდებოდა სურვილი მისი მოპოვების, ასე მეტად მტკივნეულიც იყო, რადგან სურვილი მქონდა, მაგრამ შესაძლებლობა არა.

რა უნდა მექნა მე?

ჩემი ყოველი გადადგმული ნაბიჯი სულ უფრო მაშორებდა შენ თავს.

მე შენკენ მოვდიოდი, ბედნიერებისკენ მოვისწრაფოდი.

შენ მისკენ მიდიოდი, ბედნიერებისკენ მიისწრაფოდი.

ჩემი ბედნიერება შენ იყავი, შენი კი ის.

დანებებითაც დავნებდი.

დაღლილს მეტის ძალა არ შემრჩენოდა, სხეული მთხოვდა შესვენებას. გულიც ვეღარ მუშაობდა ისეთი ძალით, როგორც ადრე, მისი ძგერა სადღაც შორს ისმოდა. ის შენთან იყო, შენს გულთან ახლოს ძგერდა, პატრონი კი სულ დავიწყებოდა.

გული შენ მოგიძღვენი, ის შენთან იყო, მას მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე მე და მან ის შეძლო, რაც მე ვერ შევძელი. შუა გზაზე ჩაკეცილი მე დავნებდი, ის კი შენკენ გაორმაგებული ძალებით წამოვიდა. შენ შორს იყავი, მაგრამ ის მოგიახლოვდა და მინელებული ძგერა შენს სიახლოვეს რიტმს დაუბრუნდა.

დავნებდი, მაგრამ მხოლოდ დროებით, მხოლოდ სხეულით და მხოლოდ გულით ვიყავი ძლიერი, მხოლოდ სულიერად შევიქმენი მებრძოლი.

კვლავ მოვინდომე ფეხზე დადგომა, მომინდა ჯინაზე მეტად ძლიერი გავმხდარიყავი, მინდოდა თვით საკუთარი სისუსტისთვის მეჯობნა და ის მიმეღო, ვინც გული წამართვა, თავისად გაიხადა, დაიმონა, ადგილი გამოუყო, თბილად მოაწყო და თავის გულთან ერთად აამუშავა ჩემი მფეთქავი კუნთიც.

ნუშის ხე🌸 ❀𝑦𝑜𝑜𝑛𝑚𝑖𝑛❀Where stories live. Discover now