5

2.5K 61 1
                                    

სახლის წინ იყვნენ, ყველაფერი მოწესრიგებული და მოვლილი იყო იმდენად რომ იქ ყოფნა ნამდვილად არავის გაუძნელდებოდა. წითელი აგურით ნაშენები ორსართულიანი სახლი ეზოს ცენტრში იწონებდა თავს . მანქანიდან რომ გადავიდა ირგვლივ მიმოიხედა და მთების დანახვისას გაეღიმა.
-ბებოო ... -კარი როგორც კი გააღო მაშინვე ხმამაღლა დაიძახა ,მაგრამ სახლში აშკარად არავინ იყო
-სად იქნება?
-მეზობელთან არის ალბათ... ჩანთებს შემოვიტან ჩამოჯექი შენ რა ვიცი დაათვალიერე სახლი თუ გინდა
-არ დაუძახებ? ან დაურეკე მობილური ხომ აქვს
-ასე გეჩქარება ბებოს გაცნობა
-სახელი ...სახელი არ გითქვამს ბებო თუ არ დავუძახე ხო უნდა მივმართო
-ნინო
დივანზე ჩამოჯდა და ოთახს დააკვირდა. შემდეგ ვერ მოისვენა და სახლის დათვალიერება გადაწყვიტა. დერეფანში იდგა ფანჯრიდან რომ დაინახა მაღალი ჭაღარა ქალი როგორ მოეხვია იოანეს. დიდხანს ეფერებოდა და ხელებს უკოცნიდა. იოანემ ჯერ ვერცხლისფერ თმაზე მიაკრა ტუჩები შემდეგ დანაოჭებულ ლოყაზე და ბოლოს ორივე ხელზე აკოცა ქალს . რას ეუბნებოდა არ ესმოდა,მაგრამ გაეღიმა მათი დანახვისას . აშკარა იყო როგორ უყვარდა იოანეს ქალი. ეზოში გავიდა , ქალმა როგორც კი შენიშნა მაშინვე გაუღიმა
-ბებო ამჯერად პირადად გაიცანი ტაისა
-სასიამოვნოა შენი გაცნობა ჩემო კარგო - ქალს იმდენად ნაზი ხმა ჰქონდა ,თბილი და ისეთი დახვეწილი საუბრის მანერა რომ ტაისას ნამდვილად შოკი ჰქონდა. იოანეს სიტყვები გაახსენდა და ისიც კი იფიქრა მართლა ხომ არ გადამირებს ფოტოსო. იოც აშკარად მიუხვდა ისე ჩაეცინა
-ჩემთვისაც, იოანე მიყვებოდა თქვენზე.
-სინამდვილეში უფრო ლამაზი ყოფილხარ, კარგი ჟურნალისტი ხარ მინდა გითხრა. მე კი არც ისე ბევრი შენი კოლეგა მომწონს.
-გმადლობთ
-ბე მე ბარგს ავიტან ჩემ ოთახში ტაისას შენთან დავტოვებ
-ოთახში ყველაფერი მილაგებულია, თეთრეული კარადაშია ხომ იცი
-ვიცი ბებო ,მივხედავთ
-ჩვენ სახლში შევიდეთ ... კეთილი იყოს შენი მობრძანება ,იმედია სიხარულს შემოიტან ოჯახში იოანეს გაბედნიერებით
-ვეცდები
-არა ,არ უნდა ეცადო. როცა ცდილობ ეგ უკვე ხელოვნურია სიყვარულს ყველაფერი ბუნებრივო უხდება ,გულით და არა ტვინით.კარგად დაიმახსოვრე ჩემო ლამაზო გოგოვ
-იოანე რთული ადამიანია , ალბათ დამეთანხმებით
-თქვენობით ნუ მესაუბრები პირველ რიგში ...მეორეც ადამიანი ყველა რთულია . მარტივი რომ გგონია ის უფრო რთულია დამიჯერე. მარტივი ადამიანი უფრო გაგაოცებს ....დილით წამოხვედით ალბათ ხომ? მშივრები იქნებით...ახლავე მოვამზადებ სადილს
-დაგეხმარებით
-დახმარება არაა საჭირო, ისე გამომყევი თუ გინდა .ყავას მოგიმზადებ სადილის მომზადებამდე დალიე და ენერგია მოიკრიბე.თუ გინდა იოანესთან ადი მაღლა მე და შენ მერეც ვისაუბრებთ...ხომ დარჩებით რამდენიმე დღე
-სავარაუდოდ დავრჩებით...იოანეც მალე ჩამოვა.ქვემოთ დავრჩები...მგზავრობას შევეჩვიე და არ ვიღლები ასე მარტივად
-ყველაფერს თავისი პლიუსი აქვს. მე ახალგაზრდობაში ძალიან ცუდად ვხდებოდი სოფლიდან თბილისში რომ მივდიოდი ბავშვებთან. მაშინ ტრანსპორტიც არ იყო ასეთი კომფორტული,მაგრამ მაინც . შენ ძალიან შრომატევადი სამსახური გაქვს, პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს დიდი ბოლოს და ბოლოს მთელს ქვეყანას უნდა მიაწოდო ინფორმაცია
-იშვიათია ადამიანი რომელიც ასე იტყვის, ძირითადად ამბობენ რომ ჩვენ არაფერი გვიჭირს ვზივართ კომფორტულად და მონიტორებიდან ვკითხულობთ ტექსტს
-ხალხი ათას რამეს ამბობს ,შენ ყურს ნუ უგდებ ყველას არ გესწავლება ახლა ეგ ჩემგან...აბა შენ რომელი კერძი გიყვარს? ჩემ ბიჭს ბავშვობიდან თევზი უყვარს
-ჩემთან პრეტენზია არ გამოუთქვია კერძებთან დაკავშირებით , ალბათ იმიტომ რომ კარგი მზარეული არ ვარ
-არაუშავს,დღეს სტუმარს მშიერს არავინ ტოვებს . მთავარია სტუმარს ცუდად არ დახვდე და გულთბილად მიიღო სუფრაზე კერძს როგორმე დადებ და ხასიათი რომ შეიცვალო მაგას დიდი წვალება უნდა . თუმცა თუ ისწავლი არც მაგით დაშავდება რამე, როცა გეცლება და მოამზადებ სადღაც სხვისი მომზადებული კერძის ნაცვლად შენსას რომ დააგემოვნებ სხვა შეგრძნებაა
-ხომ შეიძლება იოანემაც ისწავლოს- ფრთხილად შეაპარა ქალს . მაშინვე შეწყვიტა საქვე და გაიცინა
-არა გენაცვალე მაგ არც იფიქრო ...ახლა ახალგაზრდებს საწოლში მორთმეული რომ გიყვართ მაგას ნუ დაელოდები იოანესგან . ისეთი მოუხერხებელია კვერცხი დავუტოვე ტაფაზე დამხალებული და თითები დაიწვა . არ უთხრა ეს თორემ გამიბრაზდება მერე , მაგ რო კოპებს შეკრავს მეცინება და მერე საერთოდ ჯუჯღუნს იწყებს
-მეც მეცინება ხოლმე
-შენ რა გაცინებს გოგო ..მე მახსენდება ბავშვობაში როგორ ბრაზდებოდა და სულ ის პატარა ბიჭ მიდგება თვალწინ. შენ ხშირად აბრაზებ ?
-მე... არა
-ხო გეტყობა
-ხანდახან...არც ისე ხშირად
-მაგასაც არაუშავს, თუ არ გაბრაზდება ე.ი არ აინტერესებხარ მაგნაირი ქმარი რათ გინდა. შენც უნდა გაბრაზდე ხოლმე . კამათი ,ჯანსაღი ოღონდ კარგია ხომ იცი
-მეც ასე ვფიქრობ...მაგრამ თუ მისი მოხრჩობა მინდება?- ისე უცებ თქვა სულ დაავიწყდა ვის ელაპარაკებოდა. ქალმა ისევ გამოხედა და წამსვე აიფარა ტუჩებზე ხელი-მე ანუ მე ...
-რამდენი ხანია იცნობთ ერთმანეთს თქვენ
- მეორე ზაფხულია ვიცნობთ ერთმანეთს...
-რა გამოდის რომ საერთოდ არ იცნობთ ერთმანეთს ? ასე მალე რატომ დაქორწინდით ახლა მაინც არაა აკრძალული ქორწინებამდე ურთიერთობა
-ნამდვილი ხართ?
-შენ არ იცნობ იოანეს ხომ ასეა
-გავიცნობ იმაზე უკეთ ვიდრე ახლა ვიცნობ...რომ არ დავქორწინებულიყავით უფრო გართულდებოდა ჩვენი ურთიერთობა.
-კაგრი ახსნაა ,მაგრამ აქც ისე ჭკვიანურია. იქნებ სხვა უფრო შეყვარებოდა,სხვასთან უკეთ ყოფილიყო რა იცოდი რომ მიჰყვებოდი იქნებ ბედნიერი არც არასდროს იყოთ ...როგორ გაიცანით თუ საიდუმლო არ არის
-ერთ-ერთ წვეულებაზე ...ვცეკვავდი როდესაც ნაბიჯი უნდა გადამედგა კაბის ბოლო არ გამომყვა. აღმოჩნდა რომ ჩემს უკან მდგოკმი იოანე იდგა ზედ. გავცხარდი, კაბის ბოლო გაფჭდა და ვიკამათეთ .უფრო სწორად მე გავცეცხლდი ის მშვიდად მიყურებდა და ბოლოს მითხრა ვიცეკვოთო - რომ გაიხსენა ის საღამო ღიმილი ვერ შეიკავა
-შემდეგ?
-შემდეგ ...ყველაფერი თავისთავად მოხდა. ჩვეულებრივი წყვილი რომ არ ვართ მიხვდებოდი
-იოანე კარგად ცეკვავს დარწმუნებული ვარ მოგწონს მასთან ცეკვა - რატომღაც მაშინ შეხედა ქალის მწვანე თვალებს, რომელიც საოცარ სითბოს ასხივებდა
-თქვენც ისეთივე გაქვთ თვალები, სულ მწვანეა
-იოანეს ჩემნაირი თვალები აქვს
-სად ხართ ?-იოანე უცებ გამოჩნდა ოთახში და ტაისას შეხედა
-ჩვენ თუ შენ სად ხარ ამდენ ხანს ...
-დამირეკეს და ვსაუბრობდი...აბა რა ხდება აქ? რაზე საუბრობთ?
-შენზე ვსაუბრობდით ...აღმოვაჩინე რომ თევზი გიყვარს
-ბებოს მომზადებული ყველაფერი მიყვარს
-ანასტასია მიყვებოდა როგორ გაიცანით ერთმანეთი ... აღმოჩნდა რომ დანახვისთანავე შეგიყვარდა
-ეს შენ უთხარი?
-არა მას არ უთქვამს , ჩემმა ჭაღარამ მიმახვედრა .არადა არასდროს ყოფილხარ მოხიბლული ჟურნალისტებით და საერთოდ ტელევიზორს არ უყურებდი,არ მეგონა თუ ასე მოგწონდა ანასტასია
- ახლა ამაზე უნდა ვისაუბროთ? ფაქტია რო უკვე ჩემი ცოლია და რატომ უბრუნდები წარსულს ბებო?
-წარსულს რომ ვუბრუნდებოდე მოვუყვებოდი როგორი ბავშვი იყავი
-ეგ იციან ჩვეულებრივმა ბებოებმა, შენ ვაფშე არ ხარ ჩვეულებრივი
-ძალიანაც ჩვეულებრივი ვარ, თუ გამაბრაზებ მოვუყვები როგორი მსუქანი და ბაჯბაჯა ბავშვი იყავი და საჭმელს რომ არ უშვებდი ხელიდან
-ფოტოები არ გაქვთ? ხო მაჩვენებთ? ძალიან გთხოვ ბებო აი ძალიან გთხოვ ვგიჟდები ისე მინდა ვნახო პუტკუჩა იოანე - ისე აჟიტირდა ემოცია ვერ დამალა. ქალს გაეცინა,მაგრამ ანასტასიამ ნათქვამი ბებო გაიაზრა და გაჩუმდა - მაპატიე მე იოანემ მითხრა არ უყვარსო ბებოს რომ ეძახიანო უბრალოდ
-ასე გითხრა?
-იცით მე მშია და რომელიმე თუ მომიმზადებთ რამეს კარგი იქნება თუ არადა წავალ ლიკოს ვესტუმრები
-ლიკო ვინ არის?- უცებ შებრუნდა და ზემოდან დახედა სკამზე მოკალათებულ ქმარს- ჯერ რა მოუსვენრობაა ამზადებს ხომ ხედავ აქაა პური ,ყველი და კიტრი ,პომდორიც თუ გული მკიგდის ჭამე - უცებ მიაყარა თან ჩუმად და იოანემ წარბები რომ აზიდა მერე დაიხია უკან- ნუ თუ ძალიან გშია და ვეღარ უძლებ
-წამოდი გავისეირნოთ თორემ აშკარად უჰაერობაა აქ - ხელი ჩაკიდა და წაიყვანა. როგორც კი გარეთ გავიდნენ მაშინვე ჩაავლო მეორე ხელი და კედელს ააკრა-რას აკეთებ
-რას ვაკეთებ
-რა თამაშს თამაშობ, აქ იმიტომ ჩამოხვედი რომ ბებიას აჩვენო როგორი კარგო გოგო ხარ
-ხელი გამიშვი მტკენ, არ გამოვიდეს ან ვინმემ არ დაგვინახოს რას იფიქრებენ
-არ გკიდია?
- ? საერთოდ არ ის საოცარი ქალირ ას იფიქრებს ...თუმცა შენ რომ დაგინახოს ასე მექცევი დარწმუნებული ვარ შერცხვება
-ნამდვილი ეშმაკი ხარ! - უცებ მოშორდა და თავზე გადაისვა ხელი - გიკრძალავ ბებიასთან ზედმეტად საუბარს. მაქსიმალურად შეარჩევ სიტყვებს იცოდე თვალს არ მოგაშორებ მეტი არ მინდა რამე ისეთი უთხრა
-რა უნდა ვუთხრა
-არ ვიცი , შენგან ყველაფერი მოსალოდნელია. ვერ ვწვდები შენი ტვინის სიღრმეებს
-ოთახი მეორე სართულზეა?- მკლავებზე თითები შემოიხვია და გვერდით გადგა
-ხო ...კარი ღიაა შეგიძლია მიბრძანდე.
-უთხარი რომ ჩამეძინა და ვერ ჩამოვალ. არ მშია - ზურგი რომ აქცია შემდეგ უთხრა და სწრაფად წავიდა კიბისკენ. საძინებელი მარტივად იპოვა. კარი მიხურა და იქვე დაჯდა -მართალს ამბობს ...შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია თქვა და გააკეთო როცა რაღაც მიზანი გაქვს. ყველაფერია მოსალოდნელი -თმებში თითები შეიცურა და თავი დახარა- ღმერთო აღარ შემიძლია. ვერ გავუძლებ,რამე გააკეთე მითხარი როგორ მოვიქცე .
იოანე უყურებდა როგორ მიდიოდა ტაისა, მერე კედელს დაარტყა მუშტი და შეიკურთხა. რამდენიმე წუთი იქვე იდგა და ეწეოდა. მერე სახლში დაბრუნდა, ბებო ისევ სამზარეულოში იყო . სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა ირგვლივ
-ტაისა სად არის?
-ანასტასია ბებო
-შენ რატომ ეძახი ტაისას ...სულ სხვა სახელია ტაისა
-არ ვიცი ასე რომ დავუძახე პირველად მერე შევეჩვიე ... მალე მომზადდება თუ სხვა რამე ვჭამო
-კითხვაზე არ მიპასუხე, სად არის შენი ცოლი
-ზემოთ ავიდა დაისვენებს ცოტას
-უფრო გრძელი გზაც გაუვლია და მერე პირდაპირ ეთერში ყოფილა აქამდე მოსვლამ ასე დაქანცა?
-გეწყინა? მაშინ დავუძახებ
-როგორ ბავშვობ ,არ გეკადრება
-რაზე ილაპარაკეთ შენ და ტაისამ?
-მითხრა ვერ ვამზადებო ,ვუთხარი რომ მთავარი სტუმრის დახვედრაა . ასე არ არის?
-კიდევ რა გითხრა
-ზუსტად თუ გაინტერესებდა დაგედო დიქტოფონი და ჩაგეწერა ხმა
-ნუ ჭედავ რა
-რა სიტყვაა ეგ ...82 წლის ქალს რომ მეუბნები
-აუ ბებო კაი რა
-ნუ წუწუნებ ქალივით ... რა გჭირს საერთოდ
-დავიღალე, ქალი რა შუაშია მეც ხო ადამიანი ვარ
-არ გაქ უფლება ... ახლა მხოლოდ საკუთარი თავი არ გეკუთნის ის ქალიც შენია და მასზეც უნდა იფიქრო, იზრუნო და საერთოდ რომ ჩაისუნთქავ მასაც დააკვრიდე როგორ სუნთქავს . რომ გაიცინებ მასაც უნდა უყურებდე იცინის თუ ტირის. ერთ უღელში ხართ და მარტო ვერსად წახვალ ... აწი ვერაფერს გააკეთებ მარტო ხოდა ისიც შენს მხარეს უნდა იყოს და შენც. ნაბიჯი თუ ვერ აუწყვე მერე დამთავრდება ყველაფერი.მარტო მშვიდად ვერ იქნები ის თუ ცუდად იქნება . იცოდე ეს ლაწირაკო და მორჩი ღრიალს ,გამიცოცხლა აქ ბაბუამისი
-ნუ ნერვიულობ რა ...ისედაც გადაიღალე ამდენი ხანია ამზადებ
-შენ მე მართლა ბებერი ხო არ გგონივარ...საჭმლის გაკეთება რო აღარ შემეძლება დავიწყობ ხელებს გულზე და დამაყარე მიწა
-კაი რა ნინო კაი რაა ნუ მეუბნები ეგეთ რაღაცეებს ...რატო მეჩხუბები რა გინდა
-მე რა ვუთხარი და ეს რას მეუბნება...რო იცინი ისიც უნდა კარგად იყოს-თქვა და შენ ჩამომიჯექი აქ საჭმელს ელოდები და შენი ცოლი ცუდად თუა , დილიდან მშიერი იმის მაგივრად ჩაეხუტო , წამალი მიუტანო ან რამე რა ვიცი მე
-ასე თუ უნდა გააგრძელო ქალური სოლიდარობის პონტში ჩხუბები მე წავალ და დაგიტოვებ იმას
-იმას ვინ არი
-ბებია კაი რა
-კაი რა კაი რა... ნამეტანი შეგცვალა შენ ამ თბილისმა. რამდენიმე კვირა უნდა დაგიტოვო ჩემთან ცოტა მოხვიდე ჭკუაზე
-ბებო
-გაჩუმდი ახლა...ამდენი ლაპარაკის თავი სად მაქ
სამზარეულოდან მისაღებში გავიდა. დივანზე წამოწვა, ტელევიზორს უყურებდა. უცებ წამოდგა და მეორე სართულისკენ წავიდა. ოთახთან რომ მივიდა გაჩერდა, ნელა დაიძრა საწოლისკენ
-გძინავს?
-არა - სახეს თმა უფარავდა ტაისას, კედლისკენ იყო შებრუნებული
-მალე მზად იქნება სადილი, ჩამოდი
-არ მინდა, ჩუმად ვერ გავჩერდები არ შემიძლია ამიტო აქ დავრჩები
-შეძლებ როგორმე, მოინდომე და გამოგივა მიხვდები რა უნდა თქვა და რა არა
-არ მინდა !
-რა არ გინდა
-მე შენს ნებაზე არ ვივლი, იმ ქალთან არ ვითამაშებ და რაღაც სხვას არ ვეტყვი
-კარგი წმინდა ანასტასია წამოდი მოვუყვეთ ბებოს რატომ გახდი ჩემი ცოლი.შენი და გიგის ისტორიაც მოვუყვეთ, ბებოს გიგი ძალიან უყვარს კარგად იცნობს და გაიგებს როგორ შეგიყვარდა .წამოდი რას ელოდები -ზემოდან დახედა საწოლზე მჯდომ ქალს და მზერა მისი ჩაწითლებული თვალებიდამ ხელისკენ გაექცა, თითები ისევ მკლავებზე ჰქონდა შემოხვეული
-შეგიძლია ყველას მოუყვე, მე არ მრცხვენია ამ გრძნობის . არსებობს,ნეტავ არ არსებობდეს არც შენ გიცნობდე არც იმ იდიოტს .ნეტავ ასე არ დამემცირებინა თავი,ასე არ დავცემულიყავი ასეთ მდგომარეობამდე არ მივსულიყავი ,მაგრამ თქვენ ხართ მსხვერპლი ის იმიტომ რომ მიყვარს და შენ იმიტომ რომ არ გითხარი ვინ მიყვარდა...-იოანე აღარ უსმენდა, თხელი თითების ქვეშ უნდოდა შეეხედა და ჩაავლო კიდეც თითები მაჯებზე . დაწითლებული მკლავები რომ დაინახა საკუთარი ანაბეჭდებით ტაისას მზერას დაუბრუნდა ისევ- გამიშვი ...წავიდეთ და მოვუყვეთ ,მაგრამ არა შენ შენი ვერსია უნდა უთხრა მხოლოდ
-რატომ არ მითხარი ასე თუ გტკენდი
-გითხარი ,მაგრამ გვიანი იყო .არ შემეხო
-არ მეგონა ასე თუ გიჭერდი-ისევ გაუშალა ხელები და თავად შეეხო თითებით გაწითლებულ ადგილს - გაგილურჯდება თუ გადაგივლის
-ხელს ნუ მახებ... გითხარი რომ სიმართლე
-არ მაინტერესებს ახლა არაფერი ამის გარდა ...გატკინე
-დამცინი? ნამდვილად დამცინი ხომ? გგონია მხოლოდ ეს მატკინე და ამაზე მეტად არაფერი მტკივა ? განა არ მოგწონს რომ მტკენ? თუ ჩემი გული რადგან შენი არაა არ აქვს მნიშნელობა მეტკინება თუ არა. მხოლოდ ეს სხეულია შენი და უფრთხილდები? ხო რა თქმა უნდა ჩემს სხეულს შენი სურნელი აქვს ,შენი კვალი .გული სხვამ გამოიყენა და აღარ გადარდებს ,...შენ ეს გიყვარს მხოლოდ ხორცი .მე რომ გიყვარდე ასე არ მომექცეოდი ჩემში მხოლოდ ეშმაკს არ დაინახავდი , ილუზიაში მაინც ნახავდი რაიმე კარგს. ისე არ შეგიყვარდებოდი .... შეუძლებელია იცოდე რომ საშინელია და გიყვარდეს , გიყვარდეს მთელი არსებით
-ტაისა ხომ იცი რომ
-არა არ ვიცი ,მეგონა ვიცოდი შენთან რომ მოვდიოდი ერთადერთი ის ვიცოდი რომ შენ ნამდვილად გიყვარდი...თუმცა არა მე ხომ შენთან იმიტომ მოვედი რომ გიგისთან ახლოს , მისი ბედნიერების ცქერით ტკბობა შემძლებოდა. მე ხომ სიამოვნება მივიღე იმით რომ ჩემს ქორწილში, დღეს როცა ყველაფერი ჩემს ირგვლივ უნდა დატრიალებულიყო კესომ გამოაცხადა რომ ფეხმძიმედაა.მე ხომ ბედნიერი ვარ როდესაც მას ვუყურებ იქ სადაც შენ ხარ ჩემს გვერდით ... სულით მოღალატე ვარ შენი ხელი მეხვევა და მე გიგის ვუყურებ ეს ხომ მსიამოვნებს არა? ძალიან ჭკვიანურია ხომ ასეა,მე ხომ ურჩხული ვარ მე ხომ ადამიანი არ ვარ. საშინელი ქალი რომელსაც ერთი იდიოტი შეუყვარდა, უკვე ეს სიტყვა მეზიზღება ,მაგრამ შენ ვერ გაიგებ . არ გჯერა რომ მე ასე ძლიერ არ ვარ იმ კაცზე მიჯაჭვული ასე მაზოხისტურად არ მიყვარს რომ შენთან მხოლოდ იმიტომ მოვედი რომ ჩემს ტვინსაც და გულსაც სჯეროდა რომ ერთადერთი იყავი ვინც შეძლებდა ჩემი ფსკერიდან ამოყვანას. ვერ გავითვალისწინე რომ შენი თვალები ჭაობისფერია...ახლა სწორედ ამ ჭაობში ვიძირები იმიტომ რომ შენ მე ხელის ჩაკიდების ნაცვლად ხელს მკრავ .ჭრილობის მოშუშების ნაცვლად ახალ,უფრო ღრმა ჭრილობას მიტოვებ და თან ძველ ნაიარევსაც თავიდან ხსნი ასე მშვიდად და დაუნდობლად. შენ ხომ იოანე ხარ მესხი, კაცი რომელიც ტყუილს არ პატიობს.შენ ხომ ამაყი კაცი ხარ , კარგი მეგობარი და შენთვის დიდი ცოდვაა იმ ქალის სიყვარული ვინც შენი მეგობარი შეაწუხა თავისი სიყვარულით... იქნებ მითხრა კონკრეტულად რა იცი . რა გითხრა, რა გავაკეთე
-თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა ? ახლა რას მეტყვი რომ გიგია შენთან დამნაშავე მეტყვი რომ შენ უბრალოდ გიყვარს და სხვა არაფერი? მადანაშაულებ რომ არ მიყვარხარ? ნეტავ მთელი არსებით არ მიყვარდე,ნეტავ მარტო შენი სხეული მინდოდეს და სხვა არაფერი. შენ ვერ წარმოიდგენ რა მარტივი იქნებოდა ჩემთვის არსებობა. ისე გავაგრძელებდი ცხოვრებას როგორც ადრე , გულისრევით ზიზღით მაგრამ მაინც ნებისმიერ ქალში შენს სახეს დავინახავდი და ათასჯერ გახდებოდი ჩემი ისე რომ თითსაც არ შეგახებდი. არ ვიცი რომელი უფრო დიდი საშინელებაა ეს თუ ის რომ მხოლოდ ამის გამო ვიყო შენთან. ხო არ მიყვარხარ მხოლოდ ჟინი მაქვს და ცოლად შეგირთე ყველას გავაგებინე ეს ამბავი , ერთ დრეს ყველა გაიგებს რომ რეალურად ჩემთან ყოფნისას თავი გეზიზღება რომ ჩემთან ყოფნისას ქმართან კი არ ხარ ვიღაცას ღაალატობ, ის ვიღაც კი ჩემი მეგობარია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ . დღე არ გაუტარებია ისე მე რომ არ დამენახა იმ კაცს შენ რომ გიყვარს ჯანდაბა ამის მიუხედავად ჩემი ცოლი ხარ და ვკვდები როცა ვიცი რომ ცუდად ხარ , როცა მივდივარ და გტოვებ ვკვდები . ნაწილებად ვიშლები ახლა შენს ცრემლებს რომ ვხედავ , არადა რა ლამაზი ხარ იცი? პირველად რომ დაგინახე ტიროდი მას მერე ვფიქრობ ოდესმე ბედნიერებისგან ატირებულს თუ გნახავ. ალბათ ვერასდროს შევძლებ ამის ნახვას , მე უბრალოდ აქ ვიქნები და ყოველ ჯერზე ცრემლებს დაგიშრობ ... არ ვიცი იქნებ პირიქით უნდა გაგეცალო როცა სხვის გამო იტირებ ჩემი შეხება უფრო გატკენს , ახლა რომ ჩაგეხუტო და გითხრა რომ ხელს არ გაგიშვებ ,რომ თუ ჩაიძირები მეც თან გამოგყვები და მაინც არ დაგტოვებ შენ დარწმუნებული ხარ რომ ეს შვებას მოგგვრის? მე გითხარი შენს დანთებულ ცეცხლშიც დავიწვები-თქო ასეც იქნება
ამღვრეული თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა, მაინც უყურებდა მესხს.კარგად ხედავდა მის მწვანე სფეროებს რომლებიც ნელ-ნელა შავდებოდნენ - და მაინც მე არ ვიცი შენ რა გინდა ჩემგან , რას გრძნობ ჩემი მოახლოებისას - ხელი ქალისკენ გასწია, სახესთან გაჩერდა ,არ შეხებია - ტაისა
უკან დახევას აპირებდა ქალის წვრილი ,გაყინული თითები რომ შემოეხვია მაჯაზე. ხელისგულით მისი ცრემლით დანამული კანი შეიგრძნო . სახეზე ტაისას გაყინული თითები შეეხო თვალთან ძალიან ახლოს და ღაწვზე ,თვალის კუთხეში ამღვრეული სივრციდან ეულად გადმოპარული წვეთი გააქრო.
შეუძლებელი იყო ამ მდგომარეობის გათამაშება, ყველაფერი გულიდან მოდიოდა. თითოეული ცრემლი იმ ჭრილობებიდან იღვრებოდა ორივეს რომ სტკიოდა.
ხელი მოხვია ,მკლავებში მოიქცია და მანამ უკოცნიდა სახეს სანამ ტაისამ ტუჩებშორის საერთო წერტილი არ იპოვა . ეს კოცნა არ იყო მხოლოდ ვნებით სავსე მხურვალე ამბორი, ეს იყო ცრემლებით სავსე ტკივილიანი ამბორი რომლის დასასრულს სხეულზე შემოხვეული სევდის მარწუხები ნამსხვრევებად იქცნენ.
გულზე მიადო თავი,მელოდია იყო მისთვის მესხის გულისცემა. იცოდა რომ მხოლოდ მას ეკუთნოდა ეს მელოდია ამ მელოდიას „ტაისა“ ერქვა.
მესხს ასე ახლოს არასდროს უგრძვნია ტაისა, იმ წამს თითქოს პირველად მოეხვია,პირველად შეეხო .ტაისა იქ მის მკლავებში შიშველი იდგა ,სრულიად შიშველი სულით .ტაისა, რომელიც შეუყვარდა.ტაისა, რომელიც ოდესღაც დაინახა და რომლის არსებობაც ყოველთვის სჯეროდა.
დერეფანში იდგა ქალი ,რომელიც ჩახუტებულ წყვილს უყურებდა და მწვანე თვალები ცრემლებით ევსებოდა. ჩუმად გაეცალა იქაურობას. დანაოჭებული კანიდან ცრემლები შეიმშრალა და სახხლს გაეცალა. მიჰყვებოდა ქუჩებს , რამდენიმე წუთი მიაბიჯებდა შემდეგ სასაფლაოც გამოჩნდა. ბოლოს ქვაზე გამოსახული კაცის წინ გაჩერდა და ცივ ზედაპირს თბილი ხელი შეახო
-იოანემ თავისი მეორე ნახევარი იპოვა ....
.............
ორი დღე მშვიდად გაატარეს, ბებოსთან ერთად დაათვალიერა გარემო ანასტასიამ. ქალთან საუბრისას საოცრად მშვიდდებოდა და დროც ისე სწრაფად გადიოდა რომ ვერაფერს აღიქვამდა.
დილით მამლის ხმამ გააღვიძა და თავზე ბალიში დაიფარა. მხარზე ტუჩები რომ მიეკრო ბალიში ასწია და გამოიჭყიტა
-დილამშვიდობისა
-დილამშვიდობისა, რომელი საათია?
-რვა
-მართლა? ამდენ ხანს მეძინა?
-მეც გაოცებული ვარ - თითებს ზურგზე დაატარებდა და უღიმოდა
-კიდევ მეძინება, მამალს ბალიში რომ ვესროლო გაჩუმდება?
-თუ გაარტყამ სამუდამოდ გაჩუმდება და მერე ჩახოხბილი ვჭამოთ
-არ მინდა ... -ისევ დახუჭა თვალები და გაიტრუნა.
-გაიღვიძე და იმ ტყეში წაგიყვან ბებო რომ გიყვებოდა - უფრო ახლოს მიიწია და ლოყაზე აკოცა,მერე ყბაზე და ნიკაპზე-წავიდეთ?
-შორსაა?
-გეზარება?
-ნწ , დიდი ხანია ტყეში არ ვყოფილვარ .იმედია გზები იცი
-შორს წაგიყვან ,იქ სადაც არავინ იქნება
-ხოო? მერე იქ რას გავაკეთებთ?
-მოვიფიქრებ რამეს
-ბევრჯერ ყოფილხარ ტყის სიღრმეში გოგოსთან ერთად?- ზემოდან მოექცა იოანეს და თითები მის მკლავებზე აასრიალა
-რომელ სიღრმეში ტყის თუ გოგოს
-ტუტუცო ...აქაც ხომ არ გყოლია ვინმე .აქაური გოგო
-რომ ეჭვიანობ მახალისებ
-კითხვას თავს არიდებ?
-წავიდეთ თუ არა
-წავიდეთ- ტუჩებში აკოცა და უცებ მოშორდა- ერთ საათში მზად ვიქნები ,გპირდები. შენ კალათა გაამზადე
-მე მეუბნები?
-კარგი ხო მე მივხედავ ყველაფერს
მოწერსიგდნენ, შესაფერისად გამოეწყვნენ და წავიდნენ. ნამდვილად არ უწუწუნია გზაში მიუხედავად იმისა რომ არც ისე მცირე მანძილი იყო გასავლელი. მთელი გზა საუბრობდნენ, ნუ ტაისა საუბრობდა იოანე უსმენდა ზოგჯერ აბრაზებდა და მერე ტაისა სიტყვებს არ იშურებდა .
-ის ყვავილები უნდა დავკრიფო...ძალიან ლამაზებია
-მე აქვე ჩამოვჯდები
-ახლა უნდა მეუბნებოდე მე დაგიკრიფავო
-გვირგვინების გაკეთებაც ხო არ გინდა, არ ვიცი თორემ ახლავე დავჯდებოდი და დავიწყებდი ქსოვას
-უნდა დაწნა კი არ უნდა მოქსოვო
-როგორც არის...
-კარგი თავად დავკრეფ- იქვე ჩაიცუცქა და ლამაზი ბუკეტი გააკეთა მერე ერთ-ერთი მცენარით შეკრა და მთელი დარჩენილი გზა ხელიდან არ გაუშვია. უამრავი ფოტო გადაიღო და იოანეც არ დაინდო.
-მდინარის ხმაა?
-ხო სათავესთან ავალთ მალე ...
-ცურვა შეიძლება თუ ძალიან ცივია?
-ცივია,მაგრამ ცურვაც შეიძლება
-არ მიყვარს ძალიან ცივი წყალი სულ ვიყინები ხოლმე .შენ უნდა ჩახვიდე?
-ბავშვობაში სულ აქ დავდიოდით ბიჭები ... ნაპირზე დაჭერობანას ვთამაშობდით
-შენ რომ ბუთხუზა იყავი როგორ დარბოდი?
-მაინც ნახე ფოტოები?
-არა და ნუ მახსენებ. სად გადამალე
-ვერ იპოვნი
-გრცხვენია თუ რატომ მიმალავ
-შენ კი არა ნიკუშას დავუმალე , ერთხელ მთელს სოც ქსელში გამოაჭენა ჩემი ბავშვობის ფოტოები და იმის მერე ვუმალავ.
-მე არავის ვაჩვენებ ...აუუ მაჩვენე რა რომ დავბრუნდებით
-კარგი ხო
-მეც ფუმფულა ვიყავი ოღონდ ღრმა ბავშობაში მერე სულ ასეთი ფორმა მქონდა...როგორც მახსოვს სულ ჟურნალისტობა მინდოდა და ფოტოებიც მაქვს მიკროფონით ხელში .ჩემს გადაცემებს ვაკეთებდი და ბავშვებისგან ვიღებდი ინტერვიუებს
-ანუ ბავშვობაშიც არ აძლევდი ხალხს მოსვენებას და ყველაფერი გაინტერესებდა
-უამრავი კითხვა მქონდა და როგორღაც ხომ უნდა მიმეღო ინფორმაცია ...ეს წყალი ყინულივითაა
-ჩავიდეთ?
-არ მინდა გავცივდე ...რას აკეთებ - მაისურის ბოლოებს რომ დასწვდა მესხი მაშინვე ჭყიტა თვალები- აქ არავინაა?
-წამომყევი- ამჯერად ტაისას მაისურს დასწვდა და მალევე მოაშორა მერე აკოცა და ქალიც აიყოლია. შორტებიც მოაშორა და უცებ აიტაცა ხელში
-იოანეე რას აკეთებ... იოანე იცოდე ღმერთო რა ცივიაა - კივილი დაიწყო და აფართხალდა. ყელზე ჩამოეკიდა მესხს და ფეხებიც შემოხვია-ამიყვანე გავიყინები
-შეეჩვიე, მოითმინე და მალე მოგეწონება - თითები სხეულზე ააყოლა და ისევ წაეტანა ქალის ტუჩებს. შემდეგ ყელზე გადავიდა
-მგონი უკვე მომწონს- ხელი ჩაკიდა და მდინარის სიღრმისკენ წავიდა- მაინც ცივია. იოანე ჩაყვინთვა და ჩემი შეშინება არ გაბედო
-კარგად ვცურავ ,ბავშვი ხომ არ ვარ- ზურგზე იწვა და ისე ცურავდა. ტაისას მაინც ციოდა , თან სიამოვნებდა გრილი წყლის ახურებულ სხეულზე შეხება . მესხის მკლავები რომ შემოეხვია წყალს საერთოდ ვეღარ აღიქვამდა, მხოლოდ მის ტუჩებს და თითებს ასე თავხედად რომ დასრიალებდნენ.
მდინარიდან სირბილით ავიდა,სწრაფად ჩაიცვა და სველი თმა სარჭით შეიკრა. იმდენად არეული ჰქონდა რომ იოანე სიცილს ვერ იკავებდა. სახლში დაბრუნებამდე იოანეს ეჭორავებოდა თავის ბავშვობაზე უყვებოდა როცა გაიხსენა როგორ აყირავდა ტორტზე სანთლების ჩაქრობისას და პირდაპირ ზედ ტორტში ჩაეშვა იოანემ სიცილი ვერ შეიკავა
-ბოროტოო რა გაცინებს იცი რამდენი ვიტირე? კაბა გამიფუჭდა, ისეთი ფუშფუშა და ლამაზი იყო. თმები სულ კრემით მქონდა დასვრილი და ბავშვები დამცინოდნენ. დეპრესია მქონდა
-საყვარელი ტაისა ...დიდი ხანი გქონდა დეპრესია?
-სანამ მამიკო არ მოვიდა და თოჯინა არ მომიტანა. თუმცა სიმართლე გითხრა მაშინ ახალი დაშორებულები იყვნენ მამა არ იყო ქვეყანაში და მე უფრო მისი ნახვა მინდოდა ვიდრე საჩუქარი . ფოტო გადამიღეს და გაჩვენებ შენ თუ შენს ფოტოებს იპოვნი
-შევთანხმდით
-ისევ იცინი
-წარმოგიდგენ ტორტში ამოსვრილს და მეცინება
-სულ სხვანაირი ვიყავი ბავშობაში ასე რომ ვერ წარმომიდგენ
-უფრო ლამაზი?
-თოჯინას ვგავდი მინდა გითხრა
-თავმდაბალი ცოლი მყავს
-ძალიან - გაიცინა და თავი მხარზე ჩამოადო- ცოტა დავიღალე
-ხუთ წუთში სახლში ვიქნებით - ხელი მოხვია და ასე განაგრძეს გზა
ტაისას ღიმილი მოშორდა სახიდან ეზოში მყოფი სტუმრები რომ დაინახა. თითქოს იქ დასრულდა მისი თავისუფლება, იოანე და ტაისა შეჩერდა ,დაპაუზდა და ერთმანეთს დაშორდნენ.
-ჩვენი წყვილიც გამოჩნდა ჰორიზონტზეე...სად ხართ ამდენ ხანს შე ჩემა - ნიკუშა გაექანა და მოეხვია- რძალოო როგორ ხარ?
-კარგად ნიკუშ შენ როგორ ხარ?
-მე მაგრად...თმა სველი გაქ? სად იყავით ეეე
-მდინარის სათავე ... პატარა გერლიანიც აქ არის?- ნატას აკოცა და ბავშვს გაუღიმა -როგორც იქნა ნორმალურად გავიცნობ ამ პატარა კაცს
-იმედია არ შეგაწუხებთ...ამ ღამით დავრჩებით სავარაუდოდ და ხვალ წავალთ
-არა ,პირიქით იოანეს თქვენი ნახვა ყოველთვის უხარია თქვენ მისი ცხოვრების ნაწილი ხართ შესაბამისად მეც მალე შეგეჩვევით- ბავშვი აიყვანა და ლოყაზე აკოცა- კარგია უკარება რომ არ ხარ .-ნატასთან საუბარში გაერთო თან ბავშვს ეფერებოდა სახლიდან გიგი და კესო რომ გამოვიდნენ.
-თქვენც აქ ხართ? ამხელა გზაზე როგორ წამოიყვანე ბიჭო ნორმალური ხარ შენ?- იოანე მაშინვე მათკენ წავიდა და გიგის შეუბღვირა- რძალო როგორ ხარ?
-შესანიშნავად...ხომ იცი აქ ამოსვლა მიყვარს
-აიჩემა და რა მექნა ? მბრძანებელი ქალბატონი კესარიაა
-კესარია კეისარი გახდა. ნატას ფეხმძმობა მომენატრა ამ რამდენიმე დღეში მე რასაც ვაკვირდები ვახუნხულამ უნდა იმუშაოს ბავშვზე და მე ისევ ჩემს ნომერ პერვი რძალს დავუბრუნდე
-ნიკოლოს თუ შეიძლება ჯერ პირველი ბავშვი გავზარდო და შემდეგ მაფიქრე მეორეზე, ნებას მომცემ ხომ?
-აუ ნატა როგორ მიჭედავ ხოლმე რა იყო რაა
-ჩემს ფეხმძიმობას რას ერჩის გამაგებინეთ ერთი
-ძაან სწერვა გახდი ჩემს დოლიძიჩს გეფიცები ...
-ნიკოლოზ მთავარია მამამ გაუძლოს ,შენ უფლება გაქვს გაეცალო საერთოდაც ფეხმძიმეებს ხალხმრავლობაც არ უყვართ ხოლმე -ნატამ წამსვე მოუჭრა. ტაისა უბრალოდ მიესალმა წყვილს და ბავშვთან ერთად ჩამოჯდა ნინოს გვერდით
-ბებო შენ იცნობდი ამ ბიჭს?
-სულ პატარა იყო რომ ვნახე...ახლა უკვე დიდი კაცია - ბავშვს ხელზე აკოცა და ისიც აფართხალდა .ხელში სათამაშო ეჭირა და ერთობოდა თავისთვის-თქვენ რომ წახვედით მალევე მოვიდნენ, ვუთხარი მალე მოვლენ-თქო და აღარ დაგირეკეს. იმედია მოგეწონა გასეირნება
-კი ძალიან ვისიამოვნე ... ყველაფერი ლამაზია აქ
-მე ახლა წავალ სუფრას გავამზადებ , რადგან დაბრუნდით სტუმრებს თქვენ გაბარებთ- ხელი მოუთათუნა მხარზე და წამოდგა
-მოგეხმარებით რა ,უარი არ მითხრათ ბოლოს და ბოლოს მეც ხომ ამ სახლის რძალი ვარ
-თუ გინდა რომ წამოხვიდე ,წამოდი ისე მეც მოვახერხებ . გადაწყვიტე ჩემთან ყოფნა გირჩევნია თუ მათთან
წავიდა, ანასტასიამ კი ბავშვი დედას მისცა და უკან გაჰყვა. სულ რამდენიმე წუთი იყო გასული გოგონები რომ შევიდნენ. დაგეხმარებითო და დაიწყეს საქმიანობა. კესომ ერთი კერძის მომზადება თავის თავზე აიღო
-მგზავრობამ არ გადაგღალა? დაისვენე სჯობს ...
-ნუ ღელავ ტასო კარგად ვარ, თანაც კერძების მზადება განტვირთვასავითაა ჩემთვის
-გააჩენს ბავშვს და ვნახოთ მერე კიდევ თუ ექნება სამზარეულოში ტრიალის ძალა. ისე დაიქანცები გიგის აბზრიალებ
-ახლაც გიგი ბზრიალებს, იმედია არ დამიანხავს თორე დაიწყებს დაიღლები, დაისვენე, ბავშვს ნუ გამიწვალებ და ეგეთებს.
-გიგის ხო არ დავუძახოთ ისე ..ეგ რო კერძებს ამზადებს ისე უნდა. იხვის კერძს რომ ვაკეთებ ეგ შენმა ქმარმა მასწავლა სხვათაშორის იცოდი?
-მართლა? აბა მე რატომ არ მომიმზადა? დაეზარა ხომ?
-რა კარგია თქვენს ასაკში ცხოვრება, თქვენი პრობლემები და საქმეები - ნინო მშვიდად უყურებდა გოგონებს, არ შეწინააღმდეგებია ყველა თავის ნებაზე მიუშვა. ტაისას ეუბნებოდა რა როგორ გაეკეთებინა და თავად მაგიდის თავში იჯდა .
-წლების მატებასთან ერთად პრობლემებმაც უნდა იმატოს?
-არა ჩემო საყვარელო , კანონზომიერება არ არსებობს. შეიძლება ყველაფერი დალაგდეს, შეიძლება აირიოს. საქმე და პრობლემა ხუთი წლის ბავშვსაც აქვს რომელსაც ბაღში სიარული შეიძლება აწუხებდეს და ფიქრობდეს ჩემზე მეტად არავინ იტანჯებაო. მერე სკოლაში შევა და ის ბაღის დრო მოენატრება ასეა ყოველთვის ადამიანები უკმაყოფილოები ვართ იმით რასაც ვიღებთ მხოლოდ დროის გასვლის,დაკარგვის შემდეგ ვხვდებით რა დავტოვეთ წარსულში. ასე რომ უბრალოდ გააკეთეთ თქვენი გასაკეთებელი და ყველაფერი კარგად იქნება
ტაისა მშვიდად უსმენდა ქალს და ქვაბში გამზადებულ კერძს ურევდა. მერე ფანჯრიდან ეზოში გაიხედა. ბიჭები ერთად ისხდნენ, ბავშვი იოანეს ჰყავდა ხელში. მაღლა სწევდა და ისიც კისკისებდა. მერე კოცნიდა. ნიკუშა რაღაცას ყვებოდა , გიგი ჰამაკში იჯდა და ეწეოდა. ვახო ხეს იყო მიყრდნობილი და ნიკას რაღაცას უხსნიდა. უნდოდა ისევ გიგისკენ გაეხედა,მაგრამ იოანეს უყურებდა ისე უღიმოდა ნათლულს თითქოს სულ სხვა ადამიანი იყო. ბავშვს აცინებდა და მის სიცილს ჰყვებოდა. მერე მხრებზე დაისვა და თითებზე კოცნიდა ისიც თავზე ეხვეოდა, ეშინოდა არ გადმოვარდნილიყო და თან მოსწონა მაღლა ჯდომა. ინსტიქტურად გაეღიმა ტაისასაც და საერთოდ მოსწყდა ქალების საუბარს.
-ტასოო ...ტასო
-ჰა რამე მითხარი კესო?
-სუნელები დევს მაღლა და მომაწოდე მე ვერ მივწვდები
-ხო ახლავე ...ესაა ხომ?- მაღლა ასწია ხელი და კოლოფში მოთავსებულ ფერად სანელებლებს დასწვდა. რომ მიაწოდა ხელთათმანის მორგება დაავიწყდა და პირდაპირ ქვაბის ცხელ ტარს მოკიდა ხელი. იმდენად ეტკინა ხმამაღლა დაიყვირა. თვალებიც აეწვა, გოგონები თავს ეხვეოდნენ, ხელი ცივ წყალს შეუშვირა . გრძნობდა თვალებიდან ცრემლები როგორ სდიოდა, პარალელურად იმშრალებდა მაგრამ მაინც სტკიოდა ხელი. მერე გოგონების ხმას იოანეს შეშინებული ბარიტონი გამოეყო
-ტაისა რა დაგემართა
-იოანეეე - ნატკენი ხელი მაღლა ასწია და ისე მოეხვია კაცს- მტკივა
-დამშვიდდი...მალამოს მოიტანს ბებო და გადაგივლის- თავზე აკოცა და ხელი ზურგზე დაუსვა- წამო გავიდეთ გარეთ
ეზოში სკამზე დასვა და ნინოს მალამო გამოართვა
-პატარა ბავშვივით ნუ ტირი
-მეწვის იოანე და ნუ მტუქსავ- სრუტუნით თქვა და მუჭით შეიმშრალა ცრემლები - რა მოუხერხებელი ვარ, დახმარების ნაცვლად ვანერვიულე ქალი. რაც არაა ჩემი საქმე საერთოდ არ უნდა შევეხო ,მოვინდომე მზარეულობა -ჩუმად ბურტყუნებდა და ხელისგულს დაჰყურებდა
-ყველას შეიძლება მოსვლოდა, რაღაცაზე ფიქრობდი როგორც ჩანს და გაითიშე...თითებიც გეწვის?
-მეწვის
-მარლას მოვიტან და შეუხვიე ბებო ... ნუ დარდობ შენ ,მთავარია ტკივილმა გადაგიაროს არ დაგეტყობა- თავზე გადაუსვა ხელი ბებომ და დაამშვიდა
-რძალოო ნუ ტირი თორე დამეწვა ეს კაკალი გული ... ასე ძალიან გტკივა? აკოცე ბიჭო გადაუაროს იქნებ
-ნიკუშა გამეცალე ... ვერ შევუხვიე . გიგი მოდი შეუხვიე - ბინტი იქვე მდგომს გაუწოდა და გვერდზე გადგა. ტაისამ თვალი გააყოლა მერე საკუთარ ხელს დახედა .გიგიმ რომ მოუჭირა მაჯაზე თითები უცებ შეკრთა და უკან გასწია
-არ მინდა...მადლობა, მირჩევნია ასე იყოს
-მტვერი გააღიზიანებს ,დაგავიწყდება და რამეს დაადებ . შეხვევა სჯობს და გამეგება მემგონი ხო?
-რას ეჩხუბები შე ჩემა ტკივა ვერ ხედავ? კნუტი ან ლეკვი კი არაა როგორც მოგესურვება ისე რო გააკეთო - ნიკუშამ ისევ ვერ მოისვენა და გიგის შეუტია.
ტაისა დამშვიდებას შეეცადა.თვალები დახუჭა ღრმად ჩაისუნთქა და ცრემლებიც შეიკავა. ხელი გაუწოდა და დაელოდა როდის შეუხვევდა. მომენტში ისე მოუჭირა წამოიკივლა
-მეტკინა გიგი
-ასე ?
-ასე უკეთესია... მადლობა. ბოდიში შეწუხებისთვის - უცებ წამოდგა და გაეცალა. იოანესკენ არც გაუხედავს, გაბრაზდა მასზე და პირდაპირ მეორე სართულისკენ დაიძრა. არაფერი აინტერესებდა,თვითონაც არ იცოდა რამ გააცეცხლა. საძინებელში შევიდა და საწოლზე დაჯა. მერე ფანჯარასთან მივიდა რომ დაეხურა, მაგრამ იქვე მდგომი ბიჭები რომ დაინახა უკან დაიხია. ხმა კარგად ისმოდა იოანე გიგის ესაუბრებოდა
-რა იყო ეს...შეუხიე_თქო იმიტომ გითხარი არ მინდოდა სტკენოდა და შენ რა ჯანდაბას აკეთებ . გსიამოვნებდა რომ ტკენდი თუ რა... ან ვაფშე ვინ მოგცა უფლება ასე ელაპარაკო გინდა გავგიჟდე?
-შენ მართლა ხო არ გაგიჟდი.მოჩვენებები დაგეწყო? მაგ ქალს რაც უკავშირდება მე ვაფშე არაფერი მსიამოვნებს. მაპატიე თუ არ დავამშვიდე, რა მექნა მოვფერებოდი? ნიკუშასავით ვერ დავამშვიდებდი . ხელი დაიწვა ვაფშე რა პანიკებს წევ ...ორ საათში აღარც ემახსოვრება რამე თუ სტკიოდა
- რა სჭირს, რამდენად მძიმეა მთავარია რო ტკივა და რამდენ ხანს ეტკინება არც მაგას აქვს მნიშვნელობა ახლა ხომ არის ცუდად და შენ გირჩევნია დაფიქრდე როგორ იქცევი. გაიაზრე ბოლოს და ბოლოს რომ ტაისა ჩემი ცოლია და არა ვიღაც ქალი
-მეგონა რაღაც საშინელებას გაუკეთებდი შენ კიდე ისე მარტივად დაივიწყე ყველაფერი თითქოს არც არაფერი ყოფილა. ღმერთმაც ქნას სამუდამოდ ერთად იყოთ და ეს შენი მზრუნველობა დიდი სისულელე არ გამოდგეს. მე კი ხელოვნურ დამოკიდებულებას ვერ შევქმნი მხოლოდ იმიტომ რომ შენი ცოლია ... კესომ აიჩემა თორე აქ ამოსვლა ვაფშე არ მინდოდა
-შეგიძლია ნებისმიერ დროს წახვიდე
იმ წამს მიხვდა ,დარწმუნდა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. ამიტომ იყო იოანესთან, მაინცადამაინც მასთან და არა სხვასთან. უბრალოდ იცოდა რომ როცა ეტკინებოდა ამას იოანეც იგრძნობდა და ყველაფერს გააკეთებდა ტკივილის გასაქრობად.
საწოლზე ჩამოჯდა და ხელს დახედა. ტკივილი ნელ-ნელა უყუჩდებოდა, მალამო მოქმედებდა. კარი რამდენიმე წუთის შემდეგ გაიღო, იოანე ისე შევიდა თითქოს საერთოდ არ წუხდა მის მდგომარეობაზე.
-გტკივა ისევ?
-თითქმის გადამიარა
-ყველაფერზე ტირი ხოლმე თუ ახლა ყურადღების ცენტრი დაკარგე და შემთხვევა გამოიყენე.შენი სათუთი ხელი დაიწვა... ვითომ შრამი დაგრჩება? - მაჯაზე შემოაჭდო თითები და ხელზე დახედა
-ასე ნუ მელაპარაკები ,გთხოვ არ გინდა
-მაინც როგორ
-როცა მტკივა ვტირივარ, ცრემლებს ვერ დავმალავ როდესაც თავისით მოდიან . არ შემიძლია ,დანაშაულია? მტკიოდა და ვიტირე
-ასეთი ემოციური არ ჩანხარ რეპორტაჟების დროს
-იქ საკუთარ საქმეს ვასრულებ და ვალდებული ვარ ცივი გონებით ვუყურო ყველაფერს. თითოეულ ტრაგიკულ ინფორმაციაზე ვერ ავტირდები ვერ ვიტყვი რომ საშინელება მოხდა და ჩემს კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე მხოლოდ საზოგადოებას უნდა გავაცნო ...
-არ გინდა ახსნა, უბრალოდ ეცადე ასე აღარ მოიქცე. ისე დაიყვირე მეგონა რაღაც საშინელება მოხდა და სანამ ოთახამდე მოვაღწიე მე ჩემი დამემართა .ხომ უნდა გესმოდეს ეს
-შენც ნუ მეცხუბები, ასე ნუმიყურებ და წარბებს ნუ კრავ როცა ემოციებს უნდა გამოხატავდე საერთოდაც არ იყო საჭირო გიგის ჩართვა ამ ამბავში. მისგან მე სიყვარული მინდოდა ერთ დროს ახლა არაფერი მჭირდება და ილუზიას ნუ შეიქმნი. ის არასდროს შემომხედავს ისე როგორც შენს ცოლს და რძალს, ვერ მიტანს მე კი არ მინდა მისგან ან საერთოდ ვინმემ რაღაცის გამო გააკეთოს საქმე ჩემთვის
-თავგზას მირევ გეფიცები...ვეღარ გავიგე რა გინდა
-მისი ნახვა არ მინდა, არც მისი ცოლის . ცოტა ხნით მაინც ,სხვა არაფერი . დრო მომეცი ,რომ შევეგუო. ხომ შეიძლება ისე იურთიერთოთ რომ მე არ ვნახო
-მისი ნახვა თუ არ გინდოდა არც უნდა გეთვალთვალა სამზარეულოს ფანჯრიდან და ხელსაც არ დაიწვავდი ფიქრებში გართული!
-საიდან დაასკვენი
-საკუთარი თვალით დავინახე როგორ იყურებოდი ეზოსკენ და მერე ხელიც დაიწვი .არ გინდა უარყოფა გთხოვ
-არ ვუარყოფ, უბრალოდ მის გამო არ დამიწვავს ხელი. არც არავისზე ვფიქრობდი, უბრალოდ დავიწვი ასეთი რთული დასაჯერებელია? ის მოუხერხებელი ხელთათმანი მოვიშორე , იქვე დავდე და შემდეგ უცებ მოვკიდე ხელი ქვაბს
-კარგი,იყოს ისე როგორც შენ იტყვი
-ასეა ,მაგრამ შენ არ გჯერა.არ შეგიძლია დამიჯერო. უბრალოდ არ შეგიძლია!
-ნუ ყვირი
-მარტო დამტოვე, მალე გადამივლის და თავად ჩამოვალ
-არსად მეჩქარება...
გამოიცვალა , მერე ტაისას მიუახლოვდა და მაისური მოაშორა
-სველი ხარ ისევ
-თავად შევძლებ
-როგორც გინდა - მოშორდა ,საწოლს შემოუარა და მეორე მხარეს დაწვა. უყურებდა როგორ წვალობდა ტაისა ჯერ ეღიმებოდა მერე მისკენ დაიძრა თითები მკლავებზე ჩამოუსვა და გააჩერა-დაგეხმარები -ყელში აკოცა ,კაბა შეუკრა და შემდეგ სხეულზე თითები ჩამოაყოლა, კაბის ბოლო გაუსწორა . ტაისა შებრუნდა და მოეხვია-რა ხდება
-შენი ჩახუტება მინდა
-ტაისა -თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა- რა გინდა ტაისა?
-იოანე მომხვიე ეგ ხელი და მადროვე დავმშვიდდე, გადამიაროს ხელის ტკივილმა
-ნამდვილად კარგად ხარ?
-რა ჯანდაბა გემართება ? ამ ბოლო დროს სულ სხვანაირი გახდი- უცებ მოშორდა და საწოლისკენ წავიდა- არ მინდა, ჩემით დავმშვიდდები. ხომ გამოიცვალე შეგიძლია წახვიდე
-ჩემი ჩახუტება თუ გიშველის აქ ვარ - ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა- კოცნაც შემიძლია იცი?
-ხოო? არ ვიცოდი
-გაინტერესებს?- დაიხარა და ტუჩებზე შეეხო
-საინტერესოა -ჩურჩულით თქვა და კოცნაში აჰყვა.
ქვემოთ რომ ჩავიდნენ მაგიდა უკვე გაშლილი იყო. ერთად დასხდნენ და მაგიდასთან შეკრებილებს გადახედეს.
-ხედავ ბებო? ყველამ ცოლი შეირთო მე დამტოვეს ასე ეულად, დავდივარ მურმანის ეკალიით ხან რომელს ვეჩრები პირად ცხოვრებაში ხან ვის
-ჩემთან ჩამოდი ხოლმე ჩემო ბიჭო
-ამ ღვეზელებს თუ დამახვედრებთ ყოველდღე ჩამოვალ
-ნიკუშას გულთან მიმავალი გზა კუჭზე გადის ,მაგრამ მეც ძალიან მომეწონა .წინა ჯერზე არ გამისინჯავს თორემ უფრო ხშირად წამოვიყვანდი გიგის... რეცეპტს ხომ მომცემთ?
-მაპატიე საყვარელო ,მაგრამ პირადი რეცეპტია და საიდუმლოა
-მეც ვთხოვე ახალო რძალო დიდი ხნის წინ ,მაგრამ მითხრა მხოლოდ ჩემს რძალს ვეტყვი რეცეპტსო. მერე მაგდა ვიპოვნე ,მაგრამ მეც არ მითხრაო ასე რომ იმედი არ გქონდეს კესარია
ტაისა მათ დიალოგს უსმენდა და ჩუმად იცინოდა. ღვეზელები დააგემოვნა და მერე ბებოს ჩასჩურჩულა ყურში- მე ხომ მეტყვი ბებო?
-ჩშშ...წასვლის წინ გეტყვი. მანამდე შენი ქმარი გააჩერე თორე სულ მთლად შეჭამს შენ არ იცი ეგ რა ღორმუცელაა
გემრიელად მიირთმევდნენ დამშეულები იყვნენ მთელი დღე გზაში გაატარეს. ბავშვი ტიროდა და ვერ გააჩერეს. ბოლოს ვახო რომ წამოდგა იოანესკენ გადაიხარა და ხელები მოხვია
-მამა შენ რა გითხარი ///ამდენ ხანს ვერ მითხარი ნათლიასთან თუ გინდოდა?
-ჩემი კაცი ჩემთან ... მე ბოდიში ნათლი ამირიეს თავ გზა და ვეღარ მოგაქციე ყურადღება - ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა
-იო ბავშვებს ისე კარგად უგებს რომ ვატყობ ჩვენი შვილები თანატოლები იქნებიან - კესომ ღიმილით თქვა და გიგის მკლავზე მოხვია ხელები
-კესოს თუ დავუჯერებთ ის დროა წყვილმა დაგვტოვოს თორე ვერ ესწრება ასე მცირე დროში მაგ ამბავი
-ნათლიი შენს მეორე ნათლიას ენას მოვაჭრიოო სულ პატარაზე ბევრს კი არა ...შენ ბევრი გინდა ხო? კარგი იყოს ბევრი- ჩუმად ელაპარაკებოდა ბავშვს ისე რომ მხოლოდ ტაისას ესმოდა და სიცილსაც ვერ იკავებდა.
-იცი საყვარელო კესარია ჩვენ ჯერ გეგმაში არ გვაქვს ბავშვის ყოლა ასე რომ ოცნების კოშკებს ამ ამბავთან დაკავშირებით ნუ ააგებ. ჩვენ როგორც ზრდაზრულებს შეეფერებათ ჯერ ერთად ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ და შემდეგ ვიფიქროთ ბავშვებზე - ტაისამ ძალიან მშვიდად გასცა პასუხი კესოს და მერე ნატას მიუბრუნდა- ნატას მაგალითს გავითვალისწინებ სავარაუდოდ
-მე გაგყავარ თამაშდან? ასეც შეიძლება ბავშვის ჩასახვა?- ჩუმად ყურში ჩასჩურჩულა იოანემ და იქვე აკოცა-აბა შენ იცი
- გენანება ? ნწ ნწ ნწ - ისევ ისე ესაუბრებოდა ვერავინ იგებდა, ეგონათ უბრალოდ უღიმოდნენ ერთმანეთს. თანაც გოგონები საუბრობდნენ და მათკენ ჰქონდათ უკვე ყურადღება გადატანილი.
ვახშმის შემდეგ ნინო ბებოს არ მისცეს ალაგების საშუალება და თავად მიხედეს ყველაფერს. ტაისა ერთი ხელით საქმიანობდა. კესარია ბიჭებთან გაუშვა და შორიდან უყურებდა სიტუაციას. დაინახა როგორ გაიყვანა ბავშვი იოანემ,ვერ მოისვენა და მალევე გაჰყვა უკან. გერლიანებისთვის გამზადებულ საძინებელში შეიჭყიტა და საწოლზე მიწოლილი იოანე რომ დაინახა ღიმილი ვერ შეიკავა. ზურგით კარისკენ იწვა და ბავშვს ელაპარაკებოდა, საწოლს ხელით აწვებოდა და არწევდა . ბავშვი ხელ ფეხს ჰაერში ამოძრავებდა და ღუღუნებდა. სიტყვებს ამბობდა,მაგრამ გაუგებრად.
-მამაშენმა მითხრა ვერ დააძინებო და ვაჩვენოთ რო მარტო თვითონ არ არის მაგარი ბიჭი ... არ გაჭედო ახლა იცოდე , ხო იცი არ მევასებიან მე მტირალა ბავშვები . როგორ მიყურებ ,ნეტა თუ ხვდები რას გეუბნები ...სად მოღოღავ ეე ასე თუ ირბინე როგორ დაიძინებ? - ბავშვი მუხლებზე დადგა და უნდოდა ზურგს უკან გადამძვრალიყო. მაგრამ ზედმეტად დიდი აღმოჩნდა ბარიერი. იოანე ზურგზე დაწვა და მუცელზე დაისვა ბატონი - აზრზე არ ვარ როგორ უნდა დაგაძინო და რა უსმენს მამაშენის დაცინვებს - ხელები დაუკოცნა და მერე ბავშვმა კარისკენ რომ გაიხედა თავადაც შენიშნა ტაისა- აქ რა გინდა შენ?
-შეიძლება?
-არა !
-ხელი მტკივა და ვერაფერს ვაკეთებ ,თითქმის დავამსხვრიე თეფშები და გიგისთან ჯდომა არ მინდა თუ წავიდე
-როგორც გინდა
-ხოდა წავალ
-მიბრძანდი
-რო ვუმღერო დაიძინებს?
-შენი დახმარება არ მჭირდება
-მე უბრალოდ ვიმღერებ შენ ხელში აიყვანე და დაიძინებს
-ამხელა ბავშვი როგორ დავარწიო...
-არაა საჭირო უბრალოდ ადექი ჩაეხუტე და იარე... დაღლილია ისედაც და ჩაეძინება.მოდუნდეს მთავარია
-რა გამოცდილივით ლაპარაკობ გეტყოდი ბავშვს ხო არ მიმალავ-თქო ,მაგრამ
-რა კარგ ხასიათზე ხარ ,მგონი ჩემი ჭრილობა გახარებს ძალიან
-მეცხრე ცაზე ვარ
-ბავშვი გაოცებული გვიყურებს
-ხო აბა? ნატა და ვახო არ ჩხუბობენ
-სულ არა?
-არ ვიცი მე არ მინახავს - ბავშვი ხელში აიყვანა და სიარული დაიწყო. მართალია თავიდან ისევ ხვანცალებდა,მაგრამ ბოლოს გაჩერდა თავი მხარზე დაადო ნათლიას და ნელ-ნელა თვალებიც მინაბა. ტაისა იავნანას ისე მღეროდა იოანე თვალს აშორებდა , რომ დაენახა ალბათ თავს ვერ შეიკავებდა. ბავშვს ზურგზე უსვამდა ხელს და რამდენიმე წუთში უკვე მშვიდად ეძინა. საწოლზე რომ დააწვინა ტაისა ისევ ღიღინებდა, თვალები დახუჭული ჰქონდა და ძილ-ბურანში იყო. მისი დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა, ბავშვს პედი დააფარა და ტაისა ხელში აიყვანა
-რას აკეთებ
-ჩშშ...დაიძინე - შუბლზე აკოცა და ხელი უფრო ძლიერ მოხვია. ისე გაიყვანა სახლიდან არავის დაუნახავს. კიბეს აუყვა და მალე მეორე სართულზე აღმოჩნდა. დერეფანში გიგი შეეჩეხა
-ცუდადაა?
-ძინავს ...თქვენ მანდ იძინებთ?
-ხო ნინომ აქ ამოგვიშვა - ჩუმად უთხრა და გვერდი აუარა- ქვემოთ ვიქნები
ტაისა საწოლზე დააწვინა. მერე ფეხსაცმელი გახადა და სახეზე ჩამოყრილი თმაც მოაშორა
-არ წახვიდე რა ...არ მინდა მარტო- თვალი არ გაუხელია ისე ამოიჩურჩულა და მკლავზე მოხვეული ხელი რომელიც წამით არ მოუშორებია უფრო მოუჭირა
-არ გამოიცვლი?
-მომაშორე კაბა - ხელები გაიშვირა და ტუჩები საყვარლად დაბრიცა- შუქი მეჭყიტება
-ტაისა თუ გღვიძავს რას მაწვალებ?
-მძინავს
-ღმერთო შენ მიშველე- კაბა ძლივს მოაშორა მაშინვე საბანში შეძვრა და ბალიშებს შორის ჩაიმალა.
იოანემ დატოვა და წავიდა. ქვემოთ იყო ბიჭებთან ერთად. კესარია და ნატა საძინებელში იყვნენ. ნინო დასაძინებლად წავიდა.
-კარგად შევთვერი ხო იცი
-ჭიქები ბოლომდე დაცალე გიგუნა და აბა რა იქნება...აუ ისე მეც შევჟუჟუნდი
-კარგი ღვინო იყო
-რა ვიცი არ დალიე ორი ჭიქის მეტი და ვიფიქრე დამიწუნა ღვინო-თქო
-ისე შენი ღვინო რათ მინდოდა შე ჩემა
-რა ვიცი ნიკუშამ მითხრა წამოიღე მაინც იქნებ არ ჰქონდეს ჩვენი სამყოფიო
-გიგი ნუ იტყუები ... - ბალიში გაუქანა ახარხარებულ ძმაკაცს და მერე საყავრლად დაიმანჭა- იგონებს,ჩამიდეს არაა ჩემი სიტყვები
-რა გეშველებათ
-ჩვენ კი არა შენ რა გეშველება შენ - გიგიმ მაშინვე უთხრა და მთვრალი ღიმილი შეაგება. იოანეს ყბები დაეჭიმა გრძნობდა რაღაცას რომ წამოაყრანტალებდა
-საშველი რა ჭირს-ვახომ გაიკვირვა და ბიჭებს გადახედა-თქვენ არ მომწონხართ მე ამ ბოლო დროს
-მეც არ მოვწონვარ იოს , ავიტან როგორმე ასეთები გადაგვიტანია? ახლა წავალ დავწვები თორემ ხვალ თავის ტკივილი შემაწუხებს.მე ძაან მეზარება და კესოს უთხარით რომ წამოვა მინერალურიც წამოიღოს
-მე ვეტყვი წადი მიდი თუ კაცი ხარ...არ წაიქცე სადმე
-ნუ ა*რაკებ რა
-აბა თუ მაგარი ხარ სწორ ხაზზე გაიარე
-არ მივდივარ?
-ვაი ისე შენ რა გითხარი ...ვიდეო უნდა გადაგიღო თუ მივაგენი...აუ მეც დავთვერი რა წადი ხო შენი ვიდოების მეტი რა მაქ. კესარიას ვაჩვენებ ერთ დღეს
-ნუ მაშანტაჟებ მაისურაძეე თორე მოგცხებ იცოდე
-გეყოთ ახლა ბავშვს სძინავს და ნუ გამიღვიძებთ
-აუ ვახუნხუულ მაგრად გადაფსიხდი რაა ნატა არაა ასეთი დაძაბული დედა
-შენს შვილსაც მოვესწრები და ვნახავ ერთი როგორი მამა იქნები
-მანამდე ვიყოთ კარგად ყველანი ...სად მაქ ბავშვების ნერვები. მე მოვიყვან შვილიან ცოლს,გაზრდილი რომ ჰყავს უკვე .გამოცდილიი ქალიაა და უკეთესაად გამათბოობს ,თოოვს თოოვს დამათოოოვს მე მოვიყვან განათხოვს
-ნეტა არ ყროყინებდე რაა- ვახომ ხელი ჰკრა და ისიც გაჩუმდა.
იოანეს ეცინებოდა ,მაგრამ თან მეორე სართულზე იყო იქ სადაც ტაისა და გიგი მარტო იყვნენ. თითქოს ფეხები უკვე გარბოდა,რამდენჯერმე წარმოიდგინა როგორ ადგა და წავიდა,მაგრამ არა ისევ იჯდა და ბიჭებს უყურებდა. კესოს გამოცენას ელოდა,მაგრამ ქალბატონი არ ჩანდა. როგორც იქნა გამოვიდნენ გოგონები, კესომ ქმარი რომ ვერ დაინახა მაშინვე მოიკითხა
-ისე ავიდა თუ იძინებს?
-დაიძნებს დავარაუდოდ...ან ძინავს უკვე
-მე რატომ არ მნახა ... ჯერ არ მეძინება აუუ გიგი ხვალ რას გიზამ რომ გაიღვიძებ შენ მადროვე რა
-ხო ვიძახი გადაფსიხდა ჩვენი კესო...გათხოვებამ ცუდად იმოქმედა მგონი
-ნიკუშ გავიგეთ რო მე ვარ შენთვის საუკეთესო რძალი, მაგრამ სხვებს ნუ მიჩაგრავ რა- ნატა გვერდით მიუჯდა და ლოყაზე აკოცა- შენც დათვერი ბიჭო? სირცხვილი შენ
-როგორ გეკადრება,მე მხოლოდ ნასვამი ვარ გეთაყვა...ისე ხვალ დილით ადრე წავალთ?
-მოგვიანებით წადით რა საჭიროა ადრე გაქცევა. რა საქმე გაქვთ
-ხო რა თუ გიდნა ვაფშე დავრჩები აქ...სოფელში გოგოები იქნებიან ჩამოსულები. შევათვალიერებ ერთ ორს
-ახლა მეზობლების გადამტერება მაკლია რა
-შეგეშინდა ბიჭო? რამდენი ხანია გოგოს გულლისთვის არ გვიჩხუბია
-ბოლოს როდის იჩხუბე ნიკუშ ?
-აუუ ნაატ ბოლოს ვიჩხუბეთ ვახუნხულას სკოლის შეყვარებულის გამო... მგონი ხო? ეე რა ჭკვიანი ბიჭები ვართ ტო
-უკაცრავად ვის გამოო? სკოლაში ვინ გყავდა ბიჭო
-შენ ხო არ მყავდი ნეტავ
-აა შენ იყავი ამის შეყვარებული? რა საინტერესოა თქვენ ნატა ხომ?
-აუ მეღადავები ხო? არანორმალურო
--კაი ნატუშ არ გამიბრაზდე... ცოტ ცოტა ვიხუმრე რა იყო
-მე წავალ ...ცოლი უჩემოდ ვერ იძინებს - უცებ წამოდგა და დაემშიდობა ყველას. კიბე სწრაფად აირბინა და ოთახთან შეჩერდა. კარი დახურული იყო, ფრთხილად შეაღო და მძნარე ტაისას დანახვისას თითქოს სუნთქვა აღუდგა. ფრთხილად დაიწყო მოძრაობა, გაიხადა. ფანჯარა დახურა და საწოლზე დაწვა. არ ეძინებოდა ამიტომ ტაისას ნაკვთებს სწავლობდა. მშვიდად ეძინა ქალბატონს, ნატკენი ხელი საბანზე ედო მეორე თავქვეშ ამოედო და ისეთი მშვიდი იყო როგორც არასდროს. თითები სახეზე შეახო მერე თმაზე გადავიდა ,მხარზე ჩამოაყოლა თითები მტევანთან ჩამწკრივებულ რამდენიმე ხალს მიეფერა და თვალები დახუჭა.
-გამაღვიძე, მზერით დამწვი,მერე თითებით ითარეშე ჩემს სხეულზე და ისე აპირებ დაძინებას რომ ერთხელ არ მაკოცებ? - ტაისას ხმა რომ გაიგო თვალები მაშნვე გაუფართოვდა, ხომ არ მეჩვენებაო ,მაგრამ ქალბატონი ეშმაკურად იღიმოდა და წარბაწეული შესცქეროდა
-არ გეძინა შენ?

ცხელი სურნელი (სრულად)Where stories live. Discover now