მეექვსე თავი ( დასასრული)

275 41 23
                                    

სამი წლის შემდეგ!

ხელი-ხელ ჩაკიდებული წყვილი მისეირნობს ლონდონის ქუჩებში. დასრულდა გაურკვევლობაში ყოფნის პერიოდი, აღარ დარჩა პასუხ გაუცემელი კითხვები. კიმ თეჰიონმა საბოლოოდ იპოვა ბედნიერება, აღარც ფსიქოლოგთან უწევს სიარული და აღარც გიჟად თვლიან რადგან შავი ყორანი მართლაც არსებობდა და ის ახლა ჯონ ჰოსოკია, რომელიც თეჰიონთან ერთად მიაბიჯებს დიდი საკონცერტო დარბაზისაკენ, თანაც კიმი ფოტოაპარატის ლინზებს ჩაჰკირკიტებს გულმოდგინედ რათა მის შეყვარებულს უამრავი ფოტო გადაუღოს რომელსაც შემდეგ მის ალბომში ჩააკრავს. ალბომში რომელშიც ამ წლების განმავლობაში ჰოსოკთან გატარებული დროის შემდეგ ძველი ქენონის აპარატით გადაღებულ სურათებს ბედნიერი აკრავდა. 

თეჰიონი ამჩნევს ჰოსოკის ნერვიულობას და მის ხელს თავისაში იქცევს.
-ვიცი შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, ვიცი რომ ეს კონცერტი დიდ გარდატეხას მოახდენს არა მარტო შენს არამედ ჩემს ცხოვრებაშიც თუმცა უნდა გახსოვდეს რომ არაფერს არ კარაგავ. უბრალოდ ეს იქნება წარმატებისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი, რომლის შემდეგაც ჩვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და სახალისო გახდება. ახლა შენ მათ წინაშე იცეკვებ და დარწმუნებული ვარ როგორც მე დამახვიე თავბრუ, მათზეც არა ნაკლებ ზეგავლენას მოახდენ- ეუბნება და ნაზად კოცნის ლოყაზე.
-მიხარია რომ არსებობ კიმ თეჰიონ, შენ ძალას მმატებ- ხელებს მჭიდროდ ხვევს და გულში იკრავს ჯონი.

შენობაში შესვლის შემდეგ თეჰიონი დარბაზში თავსდება, შემფასებლებთან ახლოს და ელოდება ჰოსოკს რომელიც წუთი-წუთზე გამოვა და შეასრულებს პერფომანსს.

და აი ისც ჩნდება სცენაზე, შავ თეთრ ფერებში გამოწყობილი. მონუსხული შეჰყურებს შეყვარებულს განაბული ბიჭი. ხედავს მასში წარმოჩენილი შავ, არა!  კუპრივით შავ აურას წარუსლიდან, იმ პიროვნებუს ლანდს, ხალხს რომ თვალის დაუხამხამებლად კლავდა.  თუმცა ახლანდელი ჰოსოკი თეთრი, ანგელოზივით კეთილი, კაშკაშა და მხიარულია!

We will meet again ✔Where stories live. Discover now