1

383 30 3
                                    

"ფუ შენი დედაც მოვტყან!"

"ჯონგუკ, შეგიძლია შეწყვიტო ეს დედამოტყნული გინება?!" ჯინმა დაიყვირა და პოლიციის საბუთები მაგიდაზე დაახეთქა. "დავიღალე იმის მოსმენით თუ როგორ წუწუნებს ყოველ წამს ეს ძუკნა ახალი უფროსის გამო!"

იუნგიმ ხმამაღლა ამოიხვნეშა. თავი მაგიდიდან ასწია და ხელები მკრედზე დაიწყო. "არ შეგიძლიათ მოკეტოთ? წესიერად ვერ დამიძინია, თავში თქვენი მახინჯი ხმების გარდა უკვე აღარაფერი მესმის."

" თქვენ არ გესმით!" ჯონგუკმა დრამატულად ხელი მაგიდაზე დაახეთქა. "ჩვენ ახალი უფროსი გვეყოლები!"

"დაა?" თეჰიონმა იკითხა, ფეხები მაგიდაზე კომფორტულად დააწყო. "მემგონი, ის ძველი მოხუცი არასდროს მინახავს. ეგ სქელტრაკა ყოველთვის კაბინეტში იყო და დონატებს ჭამდა."

"რა უპატივცემულობაა" ჯონგუკმა შეიცხადა. "ეგ საუკეთესო ნაწილი იყო, თეჰიონ!"

"ის ამ განყოფილების უფროსი იყო კონგუკ, მუკბანგი იუთუბერი კი არა."

"ჰეი მომისმინეთ!" ჰოსოკი სკამიდან ადგა და ყველას ყურადღება მიიქცია. (იუნგის გარდა, რომელსაც უკვე ეძინა) " უფროსი ნამჯუნი მალე აქ იქნება. მას მოენდო-"

მისი ხმა იუნგიმ გაწყვიტა, რომელსაც ცუდ დროს მოუნდა ხვრინვა. 

ჰოსოკმა მას მკვლელი მზერა ესროლა და ლაპარაკი გააგრძელა  "მას მოენდომება თავისი თავის წარსდგენა."

 "კარგად ხარ?" ჯიმინმა ჰკითხა, რომელიც ახალი მოსული იყო ორი ყავით ხელში,"ანერვიულებული ჩანხარ" 

"რა თქმა უნდა ვნერვიულობ!" ჰოსოკმა წამოიყვირა. ერთი ყავა ხელიდან გამოაგლიჯა და დიდი ყლუპი მოსვა. "ჩვენ ახალი უფროსი გვყავს და ვიცი რომ როცა ამ არეულობას შეხედავს ეგრევე წავა"

"დამშვიდდი" ჯინმა მხარზე ხელი დაადო "როდესაც ჩემს ლამაზ სახეს შეხედავს, ყველაფერი ცუდი დაავიწყდება."

✮Police officers✮Where stories live. Discover now