💜

758 60 63
                                    

კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე და შენობიდან გავედი. გარეთ ძალიან თბილოდა. ვისაც გარეთ სეირნობა უყვარს, მითუმეტეს კარგ ამინდში, ახლა მისი დროა გარეთ გამოვიდეს, ისეირნოს და გაერთოს. მაგრამ მე გასართობად ნამდვილად არ მცალია და არც ამის ხასიათზე ვარ. გასაღები გადავატრიალე და ბინაში შევედი. ტყავის ჟაკეტი დივანზე მოვისროლე და სამზარეულოსკენ გავეშურე. მწარე ყავა მოვიმზადე, მწარე, არცერთი გრამი შაქრით. მისაღებში დავბრუნდი და დივანზე კომფორტულად მოვკალათდი. ყავა მოვწუპე, ნეტარებაა და კომპიუტერი ავიღე. ისევ სამსახურის საქმეები, ყოველი დღე ერთფეროვანი, მუქი და მოსაწყენი. სამსახური, სახლი, სამსახური, სახლი.

როგორც იქნა მოვრჩი საქმეს. ნამდვილი თავის ტკივილია, მაგრამ ფული ყოველთვის და ყველაფერში საჭიროა. ჯერ მხოლოდ 3 საათია, ჯობს ცოტახნით დავიძინო. იქნებ ფიზიკურ დაღლას მაინც უშველოს, სულიერს მაინც ვერ გაუმკლავდება. საძინებელში შესვლას ვაპირებდი როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. ამის დედაც, მაინდამაინც ახლა რატომ?! კარი გავაღე.
-თეჰიონ?_ ამას აქ ნამდვილად არ ველოდი.
-რა იყო ჯიმინ? რა გაგიკვირდა_ გაიკრიჭა თეჰიონი და სახლში შემოვიდა.
-მაგრამ დღეს არ მუშაობ?_ დაინტერესებით ვკითხე.
- ვინ თქვა რომ ვმუშაობდი? დღეს დასვენების დღე მაქვს_ ეტყობიდა კარგ ხასიათზე იყო.
-მართლა? აბა გუშინ თქვი ადრე უნდა დავიძინო ხვალ სამუშაოზე დღე მაქვსო? რა ხდება თეჰიონ?_ თეჰიონი მოიღუშა.
- ჯ..იმინ სამსახურიდან წამოვედი._ თქვა ტირილნარევი ხმით.
-რააა? რატომ? რა მოხდა? როგორ თუ წამოხვედი?!
-ჰო წამოვედი, ასე, ავდექი და წამოვედი. აღარ შემიძლია, ყოველ დღე ერთი და იგივე მომბეზრდა, რამე ახალი მინდა, მრავალფეროვანი, სათავგადასავლო. _ ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-რა მრავალფეროვანი და სათავგადასავლო კარგად ხარ? ფული არ გაქვს მალე არც ბინა გექნება თუ ქირას არ გადაიხდი. ვიცი, მეც ეგრე ვარ ყოველი დღე მოსაწყენია, არაფერი ახალი, მაგრამ ფული გვჭირდება თეჰიონ! ფულიი!
-ვიცი ჯიმინ, ვიცი მაგრამ აღარ შემიძლია, მეც ადამიანი ვარ, რობოტი ხომ არა? კარგი ერთფეროვნებას თავი დავანებოთ. ბარში, რომ "მჩხავანა კატა" უფროსი მელოდება ყოველ დილით და მთელი დღე პრეტენზიები აქვს და არაფერი არ მოსწონს იმას რა ვუყო? ყელში ამოვიდა უკვე. წამოვალ ჩემი ბინიდან ჯიმინ, აქ ვიყოთ რა ორივე _ საწყალი თვალებით შემომხედა თეჰიმ.
-შენი ბინიდან წამოხვალ?!_ თვალები გამიფართოვდა მე. მერედა ამ პატარა ბინაში ორივე როგორ დავეტევით?
-დავეტევით, დავეტევით შენ მხოლოდ დამთანხმდი. ბინის ქირაც გავიყოთ სამსახურს ვიშოვნი რამეს, იქ კი ნამდვილად აღარ დავბრუნდები, გამორიცხულია.
-კარგი თე, გადმოდი ჩემთან თუ დავეტევით მე არ მაქვს პრობლემა, პირიქით კარგია, ხმის გამცემი მაინც მეყოლება.
-რაა? მართლა? მადლობა ჯიმინშიი, მადლობა, მადლობა შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა._ გადამეხვია თე და ლოყები სულ დამიწელა.
-კარგი ვსიო კმარა, გავიგუდე, ლოყები კიდევ სულ დამიწითლდა. _ ძლივს გავაშვებინე ხელი თეჰიონს.
-ეს ყველაფერი უნდა აღვნიშნოთ ჯიმინშიი , წავიდეთ ბარში და დავლიოთ, ოღონდ იმ ბარში არა სადაც ვმუშაობდი.
-კარგი დავლიოთ. რას გადაეკიდე იმ ბარს? ჰო სხვაგან წავიდეთ და იქ დავლიოთ, დღეს მაინც ძალიან დავიღალე, იმედია სასმელი მიშველის ძილი შენ არ დამაცადე და.....
-კარგი ჯიმინშიიი მაშინ გაემზადე და 1 საათში გამოგივლი, ხვალ კი ბარგის ჩალაგებაში უნდა დამეხმარო, მაინც დასვენება გაქვს და საღამოს შენთან გადმოვალ.
თეჰიონი გავაცილე და მომზადება დავიწყე.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 07, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

რა მოხდა კლუბში? (Jikook)Where stories live. Discover now