//// ვანშოთის თრეილერს უყურეთ
Miss You,Hyung.
ბიჭები დიდ მისაღებ ოთახში ზიან და წერილს ჩასჩერებიან,რომელიც ახლახანს მოვიდა უფროსის,მარკის სახელზე. უმცროსს სახეზე ცრემლები ჩამოსდის,მარკს კი სუნთქვა არათანაბარი და გახშირებული აქვს. ვერ იჯერებს რასაც კითხულობს,ვერც ერთი ვერ იჯერებს წერილის შინაარს,მაგრამ რაც არ უნდა ეცადათ უარყოფა,ეს მაინც მოხდებოდა. ახლა ომი იყო,20 წელს გადაცილებულ ყველა ბიჭს კი საომრად იწვევდნენ,პირდაპირ ფრონტის ხაზზე აგდებდნენ დასაღუპად,მათი სიტყვებით კი,ქვეყანაზე სამსახურად. რაც არ უნდა ეცადათ მისი უარყოფა,სიმართლეს ვერსად გაექცეოდნენ,ეს გარდაუვალი იყო.
-შენ მხოლოდ გუშინ გახდი 20 ის - სუსტად ამოთქვა უმცროსმა და ცრემლიან ლოყებზე ხელი მოისვა,რომელიც უმალ დაუსველდა მლაშე წყლით. ხმაც კი ისეთივე გატეხილი ჰქონდა,როგორიც თვითონ იყო,ამის დამალვას არც კი ცდილობდა,რადგან ხვდებოდა,რომ აზრი არ ჰქონდა,მისი ჰიონი მის თვალებში ამოიკითხავდა ყველაფერს,რაც საჭირო იყო.
-ჰიოკ - თავს მისკენ ატრიალებს უფროსი - უნდა წავიდე.
-ვიცი,ამისთვის დიდხანს ემზადებოდი - უმალ ეთანხმება დონჰიოკი - მაგრამ მე რას მიპირებ,მარკ ჰიონ?
ბიჭმა ამოიოხრა და წერილი იატაკზე გაფენილ მდიდრულ ხალიჩაზე დააგდო,ახლა სულაც არ აინტერესებდა ქაღალდის ნაგლეჯი,მისი პრიორიტეტი მის გვერდით მჯდარი გატეხილი ბიჭი იყო,რომელიც მთელი გულით უყვარდა.
-პატარავ,არ მინდა შენი დატოვება,მაგრამ ეს აუცილებელია - ცრემლიან ლოყებზე ნაზად ეხება,ტუჩებით მსუბუქად წმენდს მოღალატე ცრემლებს,რომლებიც არ წყვეტენ ბიჭის თვალებიდან დენას - ქვეყანას ვჭირდები,ახლა ომია,უნდა დაგიცვა.
-იქნებ არ წახვიდე,ჰიონ - თვალები იდეით ენთება,როცა ხავსს ებღაუჭება,რათა არ ჩაიძიროს - ჰიონ,დარჩი ჩემთან,გთხოვ.
YOU ARE READING
Miss You,Hyung.
Fanfictionომი მძნივარებს. ორ შეყვარებულ ბიჭს დაშორება უწევს. ბრძოლა სასტიკი და დაუნდობელია. არცერთს იდნობს. ასეთია ცხოვრება.