ჯკ: შ/ს სად ხარ?
მთელ სახლში ექოსავით ისმის ჯონგუკის ხმა რომელიც შენ გეძახის.
ჯკ; კარგი დავნებდი ვერ გიპოვე. ახლა გამოდი!
*დუმილი*
ჯკ; კარგი რაა შ/ს ნუ მაშინებ...
*ისევ ექოდ ისმის ხმა მთელ სახლში*
ჯკ; კარგი მე წავალ!!
ისევ დაიყვირა ჯონგუკმა რადგან იცის რომ მარტოობის გეშინია.
ისევ რომ არავინ გააგონა უკვე ნერვიულობა დაიწყო.
ჯკ; შ/ს მაშინებ სად ხარ? კარგად ხარ?!
კიბეებზე აირბინა და ჯერ შენი ოთახი შეამოწმა შემდეგ მისი არავინ იყო მაგრამ კარგად დაკვირვების შემდეგ დაინახა ფარდის უკან მოკუნტული სხეული რომელიც თავის მუხლებს მიხუტებოდა და თავი მათზე ედო თვითონ კი ეძინა.
სასწრაფო მოირბინა შენთან და ხელში აგიყვანა.პატარა ცხვირი გაგწითლებოდა სიცივისგან თვალები კი მიგელულა ტუჩები კი ოდნავ შეხსნილი გქონდა ამ სანახაობაზე კი ჯონგუკი ადგილზე დადნა.
ინერციით როდესაც გუკმა აგიყვანა თავი მისი მკერდისკენ გადაგივარდა და ცხვირით მასში ჩაფლილიყავი ხელები კი მისი წელის გარშემო შემოხვიე.
ჯკ; პატარავ~ ძალიან მანერვიულე.ხომ შეიძლება რამე მოგსვლოდა იატაკზე ცივა თან თხლად გაცვია.
როდესაც მიხვდა რომ არ გესმოდა და ტყუილად ლაპარაკობდა ლოგინს მიუახლოვდა და ცალი ხელით საბანი გადააძრო და ლოგინში ფრთხილად ჩაგაწვინა, საბანი მიგაფარა და თვითონაც შემოძვრა. სხეულზე მიგიხუტა და შენს თმას ფერება დაუწყო.
ჯკ; მიყვარხარ~
ჩაეღიმა შენ გადმოტრიალდი და ახლა შენთვითონ შემოხვიე ხელები წელზე და მიეკარი თან ძილში მის სახელს გაიძახდი და გეღიმებოდა .
შ/ს; გ..გუკი~
მისი სახელის გაგონებისას ჯონგუკმა თბილი კოცნა დაგიტოვა საყვარლად დაბერილ ტუჩებზე და შენთან ერთად ისიც გადაეშვა ტკბილ სამყაროში.
___________________________
შემდეგი ვისზე იყოს? ONLY BTS💜