𝘋𝘦𝘢𝘵𝘩 𝘢𝘨𝘢𝘪𝘯 𝘢𝘯𝘥 𝘢𝘨𝘢𝘪𝘯.

37 3 2
                                    

და აი..ისევ მოსაწყენია. წლები ვეძებ,მაგრამ ვერ ვპოულობ,დავეხეტები არც ის ვიცი რატომ ან რისთვის.
მართალია,სასჯელი ჯოჯოხეთის ძღვენია.
პოლიციის მანქანაზე ვარ აყუდებული,არც კი იციან ვინ ყავთ აყუდებული,მეცინება.
-როგორც იქნა,რაღაც გასართობი.
მხოლოდ ამის გაფიქრებას ვასწრებ,ღიმილიანი სახით როდესაც პოლიციის მანქანა ფეთქდება,მე კი ვკვდები..ისევ და ისევ,გაუჩერებლივ.

რამოდენიმე თვის შემდეგ.

ცარიელ,ჭუჭყიან მატრასზე ვწევარ,მიტოვებული დანგრეული შენობის ეზოში,სადაც ყველაფერი მტვერითაა გადაფარული. მზეს თითებით ვეთამაშები,მზის სხივები სხეულზე ტემპერატურას მიმატებს,ლამისაა დავიწვა,მაგრამ ეს საშინლად მსიამოვნებს. ვფიქრობ როგორი კარგი იქნებოდა იყო მოკვდავი,ვფიქრობ იმ ამაოებაზე რაც ჩემი გარდაუვალია,ვფიქრობ მარტოობაზე,იმაზე თუ როგორია გრძნობდე რამეს.
უეცრად მესმის,ბევრი უცნობი ბიჭის ხმა,არ ვიმჩნევ,მზესთან ისევ ისე განვაგრძობ თამაშს. მალევე რამოდენიმე ხმას ვარჩევ,აქედან კი ერთ-ერთი ნამჯუნია.

FLASHBACK

მამაჩემი მასთან მიხმობს,ვხვდები რომ ეს უბრალოდ არ ხდება და მას რაღაცისთვის..რაღაც საზარელისთვის ვჭირდები.
არ მანაღვლებს,რამდენად საზარელი შეიძლება იყოს,მე ვიღლები გამუდმებით დავალების შესრულებით და ეს მაღიზიანებს.
დიდ,ცხელ კარიბჭეს იქვე მდგარი,ცოდვილი მონები აღებენ,მე კი მივუყვები თითქოს და დაუსრულებელ ბილიკს,რაღაც წითელი არაამქვეყნიურად ცხელისკენ,ეს მამაჩემია,მამაჩემი ჯოჯოხეთის მეფე,ეშმაკია.მე მისი მთავარი ქვირითი ვარ,მართალია არ მენდობა,მაგრამ იმედებს ამყარებს ჩემზე.
-რაც კი აქამდე დავალება მომიცია,ეს შენი გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანია.
-შენც გაგიმარჯოს მამაჩემო.-კბილებში გამოვცარი მე.
-დედამიწაზე გიშვებ,აქედან ასვლის თანავე შენ ადამიანი გახდები,მხოლოდ იმ განსხვავებით რომ უკვდავობა ისევ შენი საჩუქარი იქნება. -გააგრძელა ისე,თითქოს ჩემი ნათქვამი არც კი გაუგია.
-უკვდავობა არ არის ძღვენი,ეს სასჯელია. -ჩავუსწორე მე.
-სასჯელი ჯოჯოხეთის ძღვენია,შვილოჩემო.-მითხრა სიამოვნებითი ღიმილით და განაგრძო.
მინდა იპოვო სამი,სამოთხიდან ჩამოვარდნილი ანგელოზი,რომლებმაც ჩემთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს,დროა ამის გამო ინანონ. მინ იუნგი,კიმ ნამჯუნი და კიმ სოკ ჯინი. შენი დავალებაა დაუმეგობრდე მათ,ისინი ყველაზე მეტად მეგობრობას აფასებენ,მინდა გავიგო ყველაფერი რასაც აკეთებენ,რა მიზანიაქვთ და ა.შ,გასაგებია?
-და რატომ არ გაუშვებ ასეთ ადვილ დავალებაზე,რომელიმე შენს ცოდვილს?-მობეზრებით და ოდნავ ცინიკურად ვუთხარი მას.
-როგორ ბედავ!გააკეთე ის რასაც გავალებ,იმას რასაც მე ვითხოვ,არასდროს არ არის ადვილი. გადაწყვეტილია,დღეს საღამოს დედამიწაზე მიემგზავრები,იქამდე სანამ მათ არ იპოვი,გაფრთხილებ.დედამიწა არ არის სახუმარო,შეიძლება ადვილი მოგეჩვენოს მაგრამ დაიტანჯები.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 15, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

𝓑𝐥𝐨𝐨𝐝 𝓢𝐰𝐞𝐚𝐭 & 𝓣𝐞𝐚𝐫𝐬Where stories live. Discover now