ვინმე თუ მკითხავს როგორია ჩემი ცხოვრება,გიპასუხებთ,რომ სხვებთან შედარებით არაჩვეულებრი,უფრო მეტიც ბევრისთვის საოცნებო და იდიალური
რა ჯობია კიმების სახელგანთქმულ მამულში მსახურად მუშაობას,მაშინ როცა ირგვლივ ხალხი ყოველდღე შემწეობას ითხოვსვიღვიძებ ოთახში,რომლის ფანჯრებიც მთელია,ვიძინებ სუფთა თეთრეულში,საუზმედ მივირთმევ იმას რაც მდიდარ სამზარეულოში მოიპოვება,ასეთ პროდუქტს ზოგერ ბაზარშიც ვერ ნახავს კაცი...დასვენების დღეების აღება თვეში ორჯერ სამი დღით შემიძლია,სასწრაფო საქმე თუ მექნება ბატონი უარს არ იტყვის მისი ეტლი თუ მომემსახურება მე ან რომელიმე სხვა ქვეშევრდომს...თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა,არაფერი მიჭირს,ყოველთვის შურით ან დანანებით მიყურებს ქუჩაში შემხვედრი გლეხი
მაგრამ რა იცით ადამიანის გულში რა ხდება?იქნებ სწორედ იქ არის ყველაზე დიდი გაუსაძლისობა,რომელიც არაფრის ფასად არ უღირს
ბატონ კიმზე გსმენიათ რამე?დიახ მე კიმ თეჰიონს ვგულისხმობ..აი იმ ახალგაზრდა კაცს,რომელიც მაღალ საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობს,რომელსაც მთელი ქალაქისა თუ ქვეყნის გოგონები ანდაც დიდი ქალები შენატრიან და ოცნებობენ,ის ვინც ადრეულ ასაკში მიაღწია დიდ წარმატებას და საგვარეულო ბიზნესი უფრო გააფართოვა,მან ვინც საკუთარი სახელი კორეის ფარგლებს გარეთ განავრცო და ის ვინც დაიპყრო ჩემი უიმედოდ მფეთქავი გული
თეჰიონი...საუცხოო სანახავია,შეხედავ და გეგონება წინ ადამიანი კი არა ხორცშესხმული ხელოვნების ნიმუში დგას,რომელსაც ახლახან შთაბერეს სული..დიდრონი თვალები,ალუბლის ტუჩები,კოპწია ცხვირი პაწია ხალით,ახოვანი სხეული,ფართო მხრები და გრძელი,ნატიფი თითები,რომლებსაც პიანინოზე დაკვრისას საუცხოოდ ამოძრავებს...დიახ ეს კიმია!