გაყინული კრემი
Top: Tae
Bottom: JungkookWords: 2662
Summary: ჯონ ჯონგუკის ფეტიში, კიმ თეჰიონის თითებია, კიმ თეჰიონის პირადი ფეტიში კი თავად ჯონ ჯონგუკი.
___
ჯონ ჯონგუკს არასდროს სჯეროდა ბედისწერის, პირიქით, ზედმეტად ხშირად დასცინოდა იმ ადამიანებს ვინც მათთვის ბედისგან რჩეულ, ერთადერთს და განუმეორებელს ელოდნენ.
უნივერსიტეტიდან გამოსული, წვიმაში რომ მოჰყვებოდა და გაილუმპებოდა, აი მაშინ კი ფიქრობდა, ნეტავ ახლა ღმერთი ვინმეს მესროდეს და ამ სიტუაციიდან გამომაძვრენდესო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მწარე გამოცდილება ჰქონდა იმის, რომ არასდროს არავის არ უნდა მინდობოდა. არც უცხოს, არც ნაცნობს.
ხუთი თვის წინ, მეორე კურსის დასაწყისში, ფაკულტეტი შეიცვალა, მთელი ცხოვრება იძახდა რომ ექიმობა სურდა, მოულოდნელად კი გამოაცხადა კულინარობა მინდაო.
მისმა მშობლებმა და მეგობრებმა მოსმენილისგან შოკი მიიღეს, თუმცა კულინარიის ფაკულტეტის საერთო საცხოვრებლისკენ, ბარგით მიმავალი ჯონგუკი რომ დაინახეს, აი მაშინ მიხვდნენ რომ ეს ყველაფერი სინამდვილე იყო.
უტყუარია - ჯონგუკი შეიშალა.
...
კაფეტერიაში აუტანელი სიცხე იდგა, ირგვლივ საშინელი ჩახუთულობა იყო და სტუდენტებს უკვე სუნთქვა აღარ შეეძლოთ.
ფანჯრები დახურული, კონდინციონერები კი ჩართული იყო, თუმცა საზიზღარ სიცხეს ვერც ერთი მათგანი შველიდა.
დიდ ოთახში სწრაფი ნაბიჯებით შემოვარდა შავებში ჩაცმული, საშუალო სიმაღლის ბიჭი, კეპის ქვემოდან ერთი ამოიხედა, იქაურობას თვალი მოავლო და მეგობრების მაგიდისკენ გასწია.