:TAEKOOK:

652 54 17
                                    

hold me tight

Words: 1205

Summary: ჩახუტება არასდროს ყოფილა ასეთი კომფორტული და ჯონგუკიც არასდროს ყოფილა ამდენად სევდიანი.

____

ავტომობილის დამუხრუჭებასთან ერთად, სწრაფად შეისხსნა ღვედი, საოცარი სისწრაფით მიხურა მანქანის კარი და შენობაში მთელი სისწრაფით შევარდა. ლიფტში შესული ოდნავ დამშვიდდა, თითი სასურველ ციფრს მიაჭირა და თავი გადააქნია. ზუსტად იცოდა რაც სჭირდებოდა, ამდენად ძლიერ და სასწრაფოდ. გამოსვლისთანავე სწრაფი ნაბიჯებით აიღო გეზი დანიშნულების ადგილისკენ. გარეთ უკვე ბნელოდა, დაახლოებით 11-ის ნახევარი სრულდებოდა და შენობის შიგნით, ძვირფასი ჭაღები ანათებდა დაცარიელებულ დერეფნებს, რა თქმა უნდა ბიჭების გარდა არც არავინ მოიყრიდა თავს შუა ღამეს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სტუდიაში.

სასურველ კარში დაუკაკუნებლად შევიდა, მისი ერთ-ერთი ჰიონი მოხერხებულად გადაწოლილიყო სავარძელში და სიმღერის ტექსტს ჩაჰკირკიტებდა.

- იუნგი ჰიონ, თეჰიონი სტუდიაშია? - შესავლის გარეშე მიახალა ჯონგუკმა და მოუთმენლად აწრიალდა.

- კი სტუდიაშია, ლირიკაზე მუშაობდა, რამე მოხდა? - ოდნავ წამოიწია იუნგი, ბიჭის აღელვებული სახე რომ დაინახა.

- არა, არაფერი, მასთან საქმე მაქვს. - სწრაფად გასცილდა იქაურობას უმცროსი

- ვინ იყო? - კისერზე დიდი, შავი ყურსასმენებით გამოფლატუნდა ხმის ჩამწერი ოთახიდან ჯგუფის ლიდერი.

- ჯონგუკი, თეჰიონს ეძებდა.

- ეგენი ხომ ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. - ამოიფრუტუნა ნამჯუნმა.

- მიდი მიდი, სწრაფად ჩაწერე და მოვრჩეთ, სახლში მინდა. ძალიან დავიღალე. - ზარმაცულად ამოიტირა მინმა და ისევ კომპიუტერის ეკრანს მიუბრუნდა. თვალებ-ჩაშავებული ნამჯუნი უკმაყოფილოდ შეტრიალდა უკან და კარი მიხურა.

Love Is Disease - ვანშოთებიWhere stories live. Discover now