prologue

25 2 3
                                    

მან ის გააკეთა რაც ღამემ ჩასჩურჩულა

მაღალი კოშკიდან დედამიწას გადმოაშტერდა და ბურუსში გახვეულ მსოფლიოზე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი

მას მერე გახდა მონადირე

ღამის მონადირე

რომელიც ხალხის ტანჯვით იკვებებოდა

არ იყო მარტივი ამდენი ხალხის დატანჯვა

თუმცა მას არც არასდროს ჰყვარებია სიმარტივე

პირველად მან საკუთარი დაბადების დღე დაივიწყა

სიმბოლური უაზრო დღე თუმცა ამავდროულად ძალიან აზრიანიც

როცა იბადები არავინ ხარ და შემდეგ მთელი ცხოვრება ცდილობ გახდე ვინმე

ამას ათობით წელს ალევ თუმცა საბოლოოდ მაინც კვდები როგორც არავინ

მეორედ მან დაგმო ყოველგვარი რწმენა და დედამიწის შექმნა უბრალო შეცდომად ჩათვალა ადამიანებიც მხოლოდ შეცდომა არიან ბუნების

მესამედ მან დაივიწყა სახელი და თავს მონადირე დაარქვა

ხალხს შიშის ზარს სცემდა ამ სახელის გაგონება უბრალოდ შორიდან რომ გაეგოთ მაშინვე ჯვარს სტაცებდნენ ხელს და ეშმაკს აფურთხებდნენ

თუმცა ის არ იყო ეშმაკი

ის მონადირე იყო რომელიც დეტროიტში საშიშ ისტორიად იყო ქცეული

მე მოგიყვებით ამ ისტორიას

დაე იყოთ თქვენც მისი მონაწილე

Вы достигли последнюю опубликованную часть.

⏰ Недавно обновлено: Oct 01 ⏰

Добавте эту историю в библиотеку и получите уведомление, когда следующия часть будет доступна!

ღამის მონადირე🔞Место, где живут истории. Откройте их для себя