1.

675 46 129
                                    


ცარიელი ლუდის ქილები. იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი. მაგიდაზე მოთავსებული პიცის ნარჩენები და სიგარეტის ნამწვები. ჩართული ტელევიზორი დაბალ ხმაზე. დივანზე მწოლიარე მძინარე სხეული.

ასე იწყებოდა სხვებისთვის იდუმალებით მოცული ჯონ ჯონგუკის ყოველი დღე, რომელსაც მუდმივად ტელეფონის ზარი აღვიძებდა, რაც საქმესთან იყო დაკავშირებული. არც ახლა დააყოვნა ზარის ხმამ.

-ჯონგუკ ადექი, გავდივართ, საქმე გვაქვს. 10 წუთში გამოგივლი და მზად უნდა იყო.

-კარგი რა ძმაო, მხოლოდ ახლა გავიღვიძე. ბიჭებს უთხარი და რომელიმე გამოგყვება.

-უკვე შუადღეა. ხომ იცი, არ მომწონს, როცა ამდენს წუწუნებ. არ შეგეფერება, როცა საქმე გვაქვს შესასრულებელი. უფროსმა ეს მე და შენ დაგვავალა და არა დანარჩენებს. ახლა კი მორჩი ყბედობას და მოემზადე, იდიოტო.

-ნამჯუნ,ზოგჯერ მინდა ეგ ლამაზი სიფათი უფრო მეტად  შეგილამაზო მუშტებით. -ტელეფონი გათიშა, იქვე მიაგდო და გაჭირვებით წამოდგა.

ღიღინით გამოეწყო შავებში, თავი მოიწესრიგა და საკუთარი ბინა დატოვა. მალე მოაკითხა კოლეგამაც.

-დაჯექი.

-კარგი, მოვდივარ.

მანქანაში ჩაჯდომამდე ხელები მოისვა ჯიბეებთან.

-ამის დედაც, ტელეფონი დამრჩა.

-არ მაინტერესებს, გვაგვიანდება. წავედით.

ჯონი იძულებული იყო ტელეფონი სახლში დაეტოვებინა და დავალებული საქმისთვის ნამჯუნთან ერთად გაერთვა თავი. მალე აღმოჩდნენ დიდი შენობის წინ.

Uncompleted missionWhere stories live. Discover now