3.

359 20 55
                                    

თეჰიონი მთელი გზა სწრაფად ატარებდა მანქანას, რათა უფრო არ დაჰგვიანებოდა სახლში და ჩუმად, ყველასაგან შეუმჩნევლად აპარულიყო საკუთარ ოთახში, თუმცა გეგმა ჩაეშალა. როდესაც მივიდა და მისაღებში სინათლე აანთო, სოკჯინი დახვდა დივანზე მოკალათებული, ფეხი ფეხზე გადაედო და მკაცრ მზერას სტყორცნიდა მას ხელებგადაჯვარედინებული.

-ოი, გამარჯობა ჯინი. რა სახე გაქვს, შემეშინდა.

-თეჰიონ, რომელი საათია?!

-მოიცადე, აი ახლავე გეტყვი. ღამის სამი საათი და თხუთმეტი წუთი.

-კარგი ერთი. სწორედ მაგას ვგულისხმობ მეც. როცა გითხარი გაერთე მეთქი, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ბარში გაგეთენებინა და სახლისკენ მომავალი გზა დაგვიწყებოდა.

-კარგი რა ძმაო, მალე 20 წლის ვიქნები, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რა დაგემართა?

-მე არაფერი დამმართნია თეჰიონ, უბრალოდ არ მინდა, ერთხელაც ჩემს ნაცვლად ამ ადგილზე დედა იჯდეს, როცა სახლში გვიან მოხვალ და მანამდე ნერვიულობისგან არ გაგიჟდეს.

კიმმა თავი ჩახარა.

-გასაგებია, მაპატიე. ვეცდები დროის კონტროლს, მაგრამ დღეს ერთი კარგი საქმე გავაკეთე. _თვალი ჩაუკრა ძმას, შეიძლება ითქვას, რომ გაურკვევლობაშ დატოვა და საკუთარი ოთახისკენ გაეშურა.





"ჯანდაბა. როგორ მეზიზღება ეს მაღვიძარის ხმა"_ დაიწუწუნა და გაურკვეველი სიტყვებით ზანტად წამოდგა.

ნახევრადთვალებდახუჭული გაეშურა სააბანაზოსაკენ და დილის რუტინას შეუდგა.


-დილამშვიდობისა, დედა._ლოყაზე კოცნა დაუტოვა ბიჭმა.

-დილამშვიდობისა, თეჰიონ. თავს როგორ გრძნობ?

-უკეთესადაც შეიძლება.

-რა თქმა უნდა, ისევ გვიან დაიძინე, არა?

-ნუ მაგაში არ არის საქმე, მთავარი პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. რომ არა ჩემი ძვირფასი უნივერსიტეტი, ძილის გაგრძელებას უპრობლემოდ შევძლებდი, ხომ იცი შენც.

Uncompleted missionWhere stories live. Discover now