ალბათ, გახსოვთ ჩემი ისტორია, რომელიც სანტორინიში გადამხდა თავს, არა?! თუმცაღა თხრობა ისეთ მონაკვეთში გავწყვიტე, ვგონებ, გაინტერესებთ რა მოხდა შემდეგ და საერთოდ - ვინ მიირთმევდა იმ წყეულ ჟასმინის ჩაის... ოჰ, ეს გერმანელები, უცნაური ხალხია... რა მოსატანია სიგარასთან ცხელი სასმელი?!
- ჰოსოკ... - მუხლები მომეკვეთა და იატაკზე გრაციოზულად დავეშვი.
- რაო, კარლა... - თავი მიწამდე დახარა - არ მოგენატრა შენი საყვარელი მეუღლე? - ქვედა ტუჩი ბავშვივით გადმოატრიალა და სველი თმა გრძელი თითებით გადაიყარა უკან - ამოღერღე, კახპავ, გენატრებოდი, თუ არა?! - იღრიალა და მთელი ძალით გამაწნა სილა ხელუკუღმა. ჯანდაბა, თეჰიონ... კიდევ კარგი ვერ იხილე ჩემი გამსკდარი ალუბალი...
- არ მენატრებოდი... - ჩავიჩურჩულე ზიზღმორეულმა.
- რა თქმა უნდა, როგორ იგრძნობდი უჩემობას... - ცალყბად გაეცინა - ნაბიჭვარმა კიმმა ამოავსო შენი საშოს კედლები... - კრიჭა შეეკრა - მოგეწონა?! კარგი იყო?! აბა, მითხარი, ხმამაღლა კვნესოდი მის სახელს და მეტს სთხოვდი თუ ქმარზე ფიქრობდი მასთან სექსის დროს?!
- ამაზრზენი ხარ! - ვიკივლე და ყურები დავიცე - მძულხარ, ჯონ, მთელი გულით მეზიზღები! ნეტავ, მოკვდებოდე და დამასვენებდე! ნეტავ, შავს ჩამაცვამდე და მერე დამანებებდე თავს სამუდამოდ! დაგაყრიდი მუჭით მიწას, როგორც წესია, გიგლოვებდი და გაგიშვებდი ჯოჯოხეთში...
წამით გაშტერდა. მე კი ვტიროდი, მაგრამ რატომ - ვერ ვხვდებოდი. საკუთარ ბედს ვასველებდი ცრემლებით, როგორც ჩანს... ხმა არ ამოუღია, ფეხზე წამოდგა, მკლავით ამათრია და ყველაზე ადამიაური რამ გააკეთა ამდენი წლის შემდეგ - გულში ღონივრად ჩამიკრა. გავიტრუნე მეც. ჩვენი ქორწინების დღე გამახსენდა... ჰოსოკის ბედნიერებით სავსე თვალები... ჩემი უგრძესი ფატა... როდის მოვედით აქამდე?!
- შენ არასდროს ტყუი, კაროლინა... - ხმა ტალღებივით უთრთოდა - ამიტომ, გთხოვ, ახლა ნუ მეტყვი, რომ ვერ მიტან, გემუდარები... ვიცი... ვხვდები, შეგაცდინა თეჰიონმა... შეგაცდინა და დაგაჯერა, რომ ჩემზე უკეთესია... ვგრძნობ ამას... თუმცა, იქნებ... იქნებ, მაინც შემინახე ერთგულების ფიცი?! იქნებ, არ მიღალატე?! - მომცილდა და დაჟინებით მომაშტერდა.
YOU ARE READING
Cinnamon Coffee Cake (დასრულებული)
Romanceეს ისტორია არ მთავრდება ფრიად მარტივად, რადგან ჩვენ წიგნის ფურცლებზე დაბეჭდილ სხვა პრაგმატულ, ბედნიერ ადამიანებს არ ვგავართ და არც ქაღალდის უფერულ სამყაროში გვიცხოვრია ოდესმე.