თავი 1

1.2K 59 11
                                    

       გქონიათ მომენტი როდესაც ყვირილი გინდათ მაგრამ,  ამის ძალაც კი არ გაქვთ? როდესაც გგონია, რომ შენს გარშემო ყველამ და ყველაფერმა აზრი დაკარგა...

ერთ დღეს თითქოს თავზე ცა ჩამომექცა და ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. მეგონა სიცოცხლეს ვერ გავაგრძელებდი და ცხოვრების ბოლომდე დამნაშავის იარლიყის ტარებით ვივლიდი.

დამნაშავე? ხო, ეს ადვილია მიაკერო დამნაშავის იარლიყი სხვას, ისე რომ ,აზრზე არ იყო რა მოხდა სინამდვილეში...

მე ევა ვარ, უფრო სწორად ჯეონ ეველინი. ჩემს სრულ სახელს იმ შემთხვევაში მეძახიან როცა რაიმე სერიოზული ხდება, ჩემზე საშინლად ნაწყენები და გაბრაზებულები არიან ან ნერვიულობენ ჩემზე.  რამოდენიმე წელი ამერიკაში,  დედასთან ერთად ვცხოვრობდი.
მშობლებმა გადაწყვიტეს სწავლა კორეაში გავაგრძელო...საბუთები კი იმ უმაღლეს სკოლაში გადაიტანეს სადაც ჩემი ძმები სწავლობენ... მე და ჯონგუკი ტყუპები ვართ ის მხოლოდ წუთებითაა ჩემზე უფროსი. ჰოსოკი კი ჩვენი უფროსი ძმაა. კლასში ჩვენთან ერთად სწავლობს მიუხედავად იმისა რომ ჩვენზე ერთი წლით უფოსია... რადგანაც დედ-მამას უნდოდა სამივენი ერთად ვყოფილიყავით კლასში.
მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა ერთმანეთს ხასიათით გაჭრილი ვაშლივით ვგავართ.როდესაც ერთად ვიყავით  იმდენ პრობლემას ვქმნიდით ,დედა და მამა ვერც კი აუდიოდა ამ პრობლემების მოგვარებას.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენ და-ძმები ვართ არცისე ხშირად გვაქვს კონტაქტი. იმ დღიდან არ გვიკონტაქტია წესიერად როცა ამერიკაში წამოვედით , ხან დროის განახვავების, ხან სწავლისადა უამრავი მიზეზის გამო...

და აი უკვე ერთი კვირაა რაც კორეაში ჩამოვედით.

ფილმის ყურების დამთავრებისთანავე ბანანის რძის დასალევად სამზარეულოში ჩავედი.
შუა ღამე იყო ამიტომაც ვცდილობდი რაც შეიძლება ჩუმად ჩავსულიყავი კიბეებზე, რომ არავინ გამეღვიძებინა.
როდესაც მაცივარს მივადექი, გამოვაღე და ბანანის რძის აღებას ვაპირებდი როდესაც, ფაქტზე წამასწრეს

𝑆𝑐ℎ𝑜𝑜𝑙 (დასრულებული)Where stories live. Discover now