თავი 23

395 38 5
                                    


          სემესტრის დასასრულია.დღეიდან საახალწლო არდადეგები იწყება. ამ დღეებს მუდამ ბებია-ბაბუასთან ვატარებდით. ბოლოს ერთად სამი წლის წინ, არა უკვე ოთხი წლისწინ შევიკრიბეთ. საახალწლო სამზადისში ყველა ჩართული იყო. ჰობი სულ ბაბუას ეხმარებოდა სახლის ეზოში დიდი დეკორაციების დადგმაში, მე ბებიას საჭმლისა და ტკბილეულის მომზადებაში , დედა სახლის მორთვით იყო დაკავებული, მამა რომელიც თან უბის წიგნაკითა და ტელეფონით იქეთ-აქეთ დადიოდა, ყველას ურეკავდა და ჩენთან სტუმრად პატიჟებდა დედას ხანდახან მითითებებს აძლევდა რომელი დეკორაცია სად დაედგა , რომელი სად დაეკიდა. ჯონგუკი? ის იქეთ-აქეთ დადიოდა და გვეხვეწებოდა მისთვის რაიმე საქმე გამოგვენახა. ჩვენც ვეტყოდით

"ჯონგუკ ეს იქ დადე" "ქუქ გთხოვ ის მომიტანე" "ჯონგუკ დრო დაინიშნე 30 წუთში ქათამი უნდა გამოვიღო ღუმელიდან" "ჯონგუკ ეს ბაბუაშენს გაუტანე" ჯონგუკ ის წაიღე, ჯონგუკ ეს იქ დადევი, ეს გარეთ გაიტანე , ჯონგუკ...ჯონგუკ...ჯონგუკ...საბოლოოდ კი ქუქი სულ წაიღე-წამოიღეზე დადიოდა. ბოლოს კი როდესაც მოთმინების ფიალა ამოეწურა იყვირა

-ვიცი რომ ჯონგუკი მქვია, რაიმე ნორმალური დამავალეთ.

მაშინ კი მამამ დაავალა , რომ სხვენიდან ჯერ ნაძვის ხეები ჩამოეტანა შემდეგ კი ნაძვის ხის სათამაშოები. ჯონგუკიც ბუზღუნით წავიდა მათ ჩამოსატანად. მე კი გავიგონე როგორ ჩაიბუტბუტა "კიდევ რაღაც უნდა მოვიტანოო" და ბუტბუტით აუყვა სხვენისკენ მიმავალ კიბეებს.

საბოლოოდ კი ყველამ ერთად მოვრთეთ ორი დიდი ნაძვის ხე რომლებიც დიდ ბუხარს ორივე მხარეს მივუდგით. დიდი და თეთრი ნაძვის ხეები ოქროსფერი, წითელი და ლურჯი ფერებით მოვრთეთ. ჭერზე ანგელოზები დავკიდეთ და კედლების თითოეული კუთხე ფერადი ნათურებით გავაფორმეთ. ყველა ჩვენი ნათსავი და მეგობარი შეიკრიბა. მაშინ კი ყველაზე ბედნიერი ვიყავი, რადგან ყველა ერთად ვიყავით და რაც მთავარია ბედნიერები.

𝑆𝑐ℎ𝑜𝑜𝑙 (დასრულებული)Where stories live. Discover now