შეხვედრა

88 5 4
                                    

- ხომ ხვდები რომ ამ რიგში შეიძლება ვერც გავიაროთ ? - ისეთი სახით მეკითხება ნესი უკვე ვხვდები რომ დგომით დაიღალა და თავის დაღწევას ცდილობს - თან შენნაირად ბევრი წერდა , ის რომ გახსნა და რამდენიმე გული გამოგიგზავნა არაფერს არ ნიშნავს.. 

- რა გინდა ? - უკმაყოფილოდ ვუბღვერ და კიდევ ერთი გახარებული გოგონას დანახვაზე გულში უსიამოვნოდ მკენწლავს . დავივიწყე კი როგორ არა ! 

- რას ეძებ ? - ჩანთაში ჩამძვრალს მიყურებს , მე კიდევ ჩემი უნიფორმა მიშლის ხელს წიგნის ამოღებაში . წინასწარ უნდა მოვემზადო . ღმერთო , ამ მომენტს იმდენი ხანია ველი . იმდენჯერ წარმოვიდგინე რომ აღარც მჯერა . 

ქარის გამო აწეწილ თმას უშედეგოდ ვისწორებ ხელით და ჩემს , თეთრ აფრიალებულ კაბასაც ვავლებ ხელს . ირგვლივ მყოფებს ვათვალიერებ  . ყველა მომზადებულია , ზოგი თალშისაცემი , ზოგი უბრალო და ნამდვილი ჩანს . ნაწილს მისი დაწერილი წიგნი აინტერესებს , მეორე  ნაწილი კი ჩემს მხარესაა და მწერლითაც მოხიბლულია . 

-ვერ ვხვდები მასში ასე ძალიან რა მოგეწონა .. - შორიდან ავლებს მზერას ნესი ობიექტს და კვლავ მე მიბრუნდება - არა , სიმპატიური არის კი .. - წარბაწეულს რომ მამჩნევს მაშინვე აყოლებს და მეცინება - კარგი ჰო ზემოდან ჩამოვარდნილს გავს , მაგრამ მაინც არ მომწონს ! - ბავშვივით აჯვარედინებს ხელებს და ფეხს ათამაშებს . 

ჩვენი რიგიც მცირდება და ნელ-ნელა ვუახლოვდებით კულულთმიან ბიჭს . სუნთქვა მიჩქარდება და ნერვიულად ვიცურებ ხელებს თმებში . 

- ლაილა , მოეწონები - ჩუმად მეჩურჩულება ნესი და მსუბუქად მახებს ტუჩებს ლოყაზე . თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ და ღიმილით ვუყურებ მეგობარს .  

ჩემს წინ მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება და ვგრძნობ როგორ მიჩქარდება გულისცემა . დრო ჩერდება , მის მომღიმარ სახეს , ჩემს არეულ ნაბიჯებს და შეჩერებულ სუნთქვას თითოეული წამით აღვიქვამ . 

ვნებიანი ქარიშხალიWhere stories live. Discover now