is this the life we really want ?

39 2 5
                                    

ხუთი ნოემბერი . 

"უკვე ხუთი დღე გავიდა და მაინც ვერ გამოვკვებე ტკივილი სახელად უშენობა . როგორ არ ვცადე მაგრამ წამი ვერ ვიპოვე , წამი მაინც შენი სახე რომ გამედევნა გონებიდან . თუ ამდენად ბევრი იყავი ჩემში , როგორ დაგთმე ? "

თორმეტი ნოემბერი . 

" ხანდახან მგონია დროში გავიჭედე . თითოეული წამი ისე ნელა გადის ... ისე ნელა რომ დროც ვერ შველის ჩემში ჩასახლებულ სევდას " 

ცხრამეტი ნოემბერი . 

" ცივა . შენი წასვლის შემდეგ ვერაფრით გავითბე სხეული . კანი მეწვის და ოთახს შერჩენილი შენი სურნელით ვიკვებები . " 

ოცდასამი ნოემბერი .

"დღეს იმდენად მომენატრე , ყველა სულიერს შენი ხორცი შევასხი და ლანდად გაქციე . ყველგან მომელანდა შენი ფეხის ხმა . ყველა მოლანდებას ავუწვე ჩემი ნაბიჯები . ბილიკებმა სახლში მომიყვანა . ჩემს სახლში სადაც თავად გადავწყვიტე უშენობა . " 

ოცდახუთი ნოემბერი . 

" მეშინია , მგონია ახლა იმაზე მეტად მაშინებს შენი არ ყოფნა ვიდრე შენთან ყოფნა მაშინებდა მაშინ . "

ოცდაათი ნოემბერი . 

" დღეს წიგნის მაღაზიაში ვიყავი . შენი წიგნის ეგზემპლარებს ხელიც კი ვერ შევახე . არადა მინდოდა ყიდვა , თავში გამომწყვდეული მოგონებების გაცოცხლება . ისე მეუცხოვა , ისე მომინდა საკუთარის დაბრუნება ათასი ერთნაირიც ვერ ვაქციე ჩემად . " 

სამი დეკემბერი . 

" რომ იცოდე , რომ იცოდე როგორ გელოდები მოხვიდოდი ? " 

ცხრა დეკემბერი.

" რეალობასა და წარმოსახვას შორის გაჭედილი ისე გელი , უკვე არც მჯერა რომ მოხვალ."

ცამეტი დეკემბერი. 

" დღეს პირველად შევავლე თვალი ჩემს უსიცოცხლო სხეულს . შემაშინა . ეს მე არ ვარ . არც ის ხორცია შენ რომ გინდოდა და მე ვერ ვთმობდი . გიბრაზდები , მგონი ნელ-ნელა უფრო და უფრო , შენც და საკუთარ თავსაც . " 

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 29, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ვნებიანი ქარიშხალიWhere stories live. Discover now