"არის ჯიგუკი ფანსერვისი?"
"რატომაა ჯიგუკი ფანსერვისი?"
"ჯონგუკი და ჯიმინი ერთმანეთთან ახლოს არ არიან, ისინი მხოლოდ ფანსერვისის გამო ატარებენ ერთმანეთთან დროს!"
"ჯიგუკერები დელულუები ხართ, ფანსერვისის გჯერათ"
მოგესალმებით ყველას. მართლაც ძალიან ორიგინალური დასაწყისია ნაცნობი კითხვებით არა? ვინაიდან და რადგანაც თითოეული ჩვენგანი უკვე იმდენად დაიღალა ზემოთ ჩამოთვლილი კითხვებით რომ ამის სიტყვებით გადმოცემაც კი არ შემიძლია, დღევანდელ ანალიზში ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე თემას რომლებიცაა:
"რა არის ფანსერვისი"
"არის თუ არა ჯიგუკი ფანსერვისი?"
"ბიგჰიტი ჯიგუკის მეშვეობით თეგუკის ურთიერთობას მალავს?"
"ჯიგუკი იცავს თეგუკს?"
"ჯიმინი შიფავს თეგუკს?"
ასევე ცოტა რამ სქინშიფზე.
მოდი დავიწყოთ პირველი კითხვით. მოკლედ აგიხსნით თუ რა არის ფანსერვისი, რადგან შეიძლება უმრავლესობამ არც კი იცოდეს ამ სიტყვის რეალური მნიშვნელობა.
ფანსერვისი სიტყვა სიტყვით ისეთი ქცევაა აიდოლებს შორის რომელიც მათ ფანების მხრიდან სიყვარულს/აღტაცებას გამოიწვევს. ესე იგი უფრო დაწვრილებით ფანსერვისი იმ რაღაცეების გაკეთებაა, რაც შენს ფანებს მოეწონება. ქეიპოპში აბსოლიტურად ვერ მიპოვით ვერც ერთ ჯგუფს(მითუმეტეს ბიჭებისას) რომელშიც ფანსერვისი არ არსებობს. მე ვგულისხმობ შეზღუდული რაოდენობით, თუმცა ისეთი ჯგუფებიც ძალიან ბევრია რომლებიც ღმერთმა უწყის რას აღარ აკეთებენ (მსგავსი თამაშები, სქინშიფი, ა.შ)