ერთხელ ცხოვრება შეგახვედრებს ადამიანს რომელიც არ იქნება სხვების მსგავსი. თქვენს შორის ის ძაფები დაიწყებს გაბმას, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდი. ეს ადამიანი ერთი შეხედვით გაიგებს შენს სულის ფორიაქს. ის დაინახავს რომ შენი ნამდვილი მე, არასოდეს გამოგაქვს წინა პლანზე და ადამიანური სახე რომელსაც ყველას აჩვენებ ეს მხოლოდ ნიღაბია.
ის შენს ნამდვილ „მეს“ დაინახავს, ის , მხოლოდ ის შეძლებს ამას. დაინახავს და მიგიღებს ისეთს როგორიც ხარ – მიგიღებს შენი პლიუსებით და მინუსებით, შენი სუსტი და ძლიერი მხარეებით. ეყვარები დილით ადრე გაღვიძებული, აბურდული თმებით, დასიებული თვალებით და უმაკიაჟო, მოვა საწოლზე ჩამოგიჯდება და გეტყვის, რომ ასეთი უფრო ლამაზი ხარ, ბევრად ლამაზი. დაგინახავს როგორი ხარ ხალხს მიღმა დღის ბოლოს, როცა საკუთარ თავი ძლივს მიგაქვს საწოლამდე- დაგინახავს და მოისურვებს რომ ზუსტად ის იყოს შენთვის ძლიერი დასაყრდენი მხარი, ზუსტად მან შეგაშველოს ხელები ყოველი საშინელი დღის ბოლოს. შენს ყოველ ნაბიჯს და შენს ყოველ მოქმედებას დაკვირდება..
ერთხელ შეხვდები ადამიანს, რომელიც შენს თვალებში თავისი მომავლის გაგრძელებას დაინახავს, და თქვენ ერთმანეთისაგან ისწავლით ცხოვრებას, თქვენ ერთმანეთის ცრემლებზე და ერთმანეთის ტკივილზე ააგებთ ბედნიერებას.
მის გვერდით აუცილებლად მიხვდები რომ ის განსაკუთრებულია, ის განსხვავებული იქნება ყველა იმ ადამიანისაგან რომელიც ერთი ხელის მოსმით გტოვებდა ცხოვრების რთულ მონაკვეთზე.. ის შეძლებს შენს გარშემო აღმართული ყველა კედელი დაშალოს შიშველი ხელებით, დაგინახოს როგორი ხარ როდესაც ეცები, როდესაც სუსტი ხარ, მოგისმინოს და გაგიგოს დაშვებული შეცდომების გამო, არა მარტო გაგკიცხოს არამედ უფრო მეტად შეგიყვაროს შენი შეცდომებიანაად. და ეს პირველი შემთხვევა იქნება როდესაც არ შეგეშინდება, როდესაც ისწავლი ნდობას.. ის მიხვდება რომ შენ არ ხარ იდეალური , ისევე როგორც ყველა დედამიწაზე. ის ისწავლის შენი შეცდომების შეყვარებას, რადგან სწორეს ეს იქნება ის რაც თქვენ გაგაერთიანებთ, თქვენს შორის საოცარ ქიმიას ჩამოაყალიბებს, ეს ძალა იქნება რომელიც მისგან შორს წასვლის საშუალაბას არ მოგცემთ.
YOU ARE READING
ქიმია ორისᲗვის (Თავი 1)
Lãng mạnერთხელ შეხვდები ადამიანს, რომელიც შენს თვალებში თავისი მომავლის გაგრძელებას დაინახავს, და თქვენ ერთმანეთისაგან ისწავლით ცხოვრებას, თქვენ ერთმანეთის ცრემლებზე და ერთმანეთის ტკივილზე ააგებთ ბედნიერებას.