ჰვან ჰიუნჯინი მქვია. ოცდაათი წლის ვარ. უკვე თერთმეტ წელზე მეტია მოხუცთა თავშესაფარში მომვლელად ვმუშაობ. ვიცი საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ, სხვათაშორის არ უნდათ რომ წავიდე. კიდევ რამდენიმე თვე დარჩენას მთხოვენ , თითქოს აქ უნდა შემისრულდეს თორმეტი წელი. ცოტა უცნაურიც კია რომ ჯერ კიდევ აქ ვარ. ვიცი , რომ თორმეტი წლის განმავლობაში მაინცდამაინც იმიტომ არ მამუშავებენ მომვლელად, რომ ამ საქმეში ბადალი არ მყავს. არაერთი ჩინებული მომვლელი დაუთხოვიათ სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში. არაერთი უვარგისი მომვლელიც მახსენდება , რომელმაც მთელი თხუთმეტი წელი იმუშავა. ასე რომ ტრაბახში ნუ ჩამომართემვთ. თუმცა ვერ ვუარყობ იმას რომ ჩემით კმაყოფილები არიან და არც მე ვუჩივი სამსახურს. ჩემი მოხუცები ყოველთვის მოსალოდნელზე სწრაფად გამოდიან მდგომარეობიდან , ან უკეთეს შემთხვევაში მეტად ასატანები ხდებიან და მათ ოჯახებს ისევ სახლში მიჰყავთ. გასაოცრად მალე გამოკეთდებოდნენ ხოლმე და იშვიათად თუ რომელიმე მობრუნებულიყო უკან ისევ თავშესაფარში. კარგი, უკვე თავის ქება გამომდის. უბრალოდ სამუშაოს კარგად შესრულება ბევრს ნიშნავს ჩემთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის მოხუცები არიან ჩემთვის , რომლებიც შიზოფრენიით, ალცაიმერით ან პარანოიით იტანჯებია. მათთან ურთიერთობაში გარკვეული ინსტიქტიც კი ჩამომიყალიბდა. ვგრძნობ როდის უნდა დავრჩე და ველაპარაკო , როდის გავეცალო და განმარტოება ვაცალო , როდის მოვუსმინო მათ სათქმელს რომლის 90% არც კი მესმის , როდის ავიჩეჩო მხრები და როდის ვუთხრა " მშვიდად ყველაფერი კარგად იქნება" .
ასეა თუ ისე , თავი დიდად ნამდვილად არ მომაქვს. ისეთ მომვლელებსაც ვიცნობ , დღესდღეისობით მომუშავეებს რათქმაუნდა , რომლებიც არაფრით ჩამომივარდებიან, მაგრამ ჩემს ნახევარ გასამრჯელოსაც არ იღებენ. როგორც უკვე ვთქვი ჩემი აქ ყოფნა იმაზე მეტად უცნაურია ვიდრე ის რომ ალცაიმერით დაავადებულმა პიროვნებამ გაიხსენოს როგორც უნდა შევიდეს საპირფარეშოში და მოშარდოს. ჩემზე ბევრს საუბრობენ, მათთვის ის ადამიანი არ ვარ ვისაც უნდა გამოუცხადონ ნდობა და ყველაფრის უფლება მისცენ. ხშირად მესმის როგორ საუბრობენ ჩემზე სხვა მომვლელები ან მომუშავე პერსონალი. კალავმარდამთავრებული გახლავართ. ეს კი თავისთავად საკმარისია რომ დროდადრო ვიღაცას ჩემს მიმართ ზიზღი ან სიძულვილი გაუჩნდეს : " ჰვან ჰიუნჯინს როგორ უნდა ანდონ მსგავსი სიმპტომებით მოხუცი" ან უკეთესი ვარიანტიც მომისმენია : " კალავმარი ის პანსიონატია სადაც ბავშვებს მკვლელებად ზრდიან განა შეიძლება იქ ნამყოფი მოსწავლე ასეთ დაწესებულებაში მოხუცებს უვლიდეს? " . ასეთი რამ ბევრჯერ მსმენია. ეჭვი არ მეპარება რომ სხვა არაფერი იციან იმ სკოლაზე სადაც მე გავიზარდე. მაგრამ მე პირველი არ ვარ ვინც უარი თქვა ძალადობაზე, კრიმინალზე და სისხლის ღვრაზე , არც ის მგონია რომ ბოლო აღმოვჩნდები.
ისეთი დრო დამიდგა როდესაც კალავმარის დავიწყებას ვცილობდი. საკუთარ თავს ვუმტკიცებდი : წარსულზე ამდენი არ უნდა იფიქრო-მეთქი. რაღაცის შემდეგ კი წინააღმდეგობა შევწყვიტე. ამაში ჩემი მომვლელობის მეთერთმეტე წელს მოსული ერთი მოხუცის შვილიშვილის ხელი ურევია , ანუ მისი რეაქცია, როცა გაიგო რომ მისი ბებიის მომვლელი კალავმარელი იყო. არც ზიზღი და არც სიძულვილი არ მიგრძვნია. მშვიდად ჩამაბარა ბებიის ნივთები და იქაურობას გაეცალა. მისი სახე არასდროს დამავიწყდება როცა ჩემს დოკუმენტებში ამოიკითხა : განათლება-კალავმარის პანსიონი. ამომხედა და სახეზე კარგად დამაკვირდა. ისე მიყურებდა თითქოს მის გონებაში აქამდეც ვყოფილვარ და უცებ მომეჩვენა რომ თავს ზემოთ ნათურა აენთო. მისი გაუჩინარების შემდეგ არ მასვენებდა იმაზე ფიქრი თუ რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია კალავმარის გაგონებაზე. აქამდე იმდენი ადამიანი მინახავს რომლებმაც გაიგეს ჩემს შესახებ და თითოეულის სახე მახსოვს. ეს მათ არ გავდა. თითქოს ჩემში მისი ნაცნობი ამოიცნო. ბებიამისს ვერაფერს შევეკითხებოდი რათქმაუნდა. ქალი საშინელი შიზოფრენიით და პარანოიით იტანჯებოდა. ბოლო თვეების მანძილზე მისი შვილიშვილი ორჯერ იყო მოსული , მადლიერების დღეს და შობას. ვერცერთხელ მოვედი დროულად რადგან არ ვიცოდი რომ მოსვლას აპირებდა. მერწმუნეთ რამდენიმე საათით ადრე შევიდოდი ქალბატონი ლის ოთახში და დაველოდებოდი მის მოსვლას რათა მისთვის ერთადერთი კითხვა დამესვა რაც თავში მიტრიალდებდა. " რატომ გქონდა ამოუცნობი სახის გამომეტყველება ჩემი წარსულის გაგონებაზე? " და ამ კითხვას ჩემს თავს ვუსვამდი რადგან ორჯერ გავუშვი შანსი ხელიდან.
მომდევნო ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში მთელი ჩემი ენერგია ქალბატონი ლის მოვლას შევალიე. ის არ საუბრობდა საკუთარ შვილიშვილზე , მე კი მისთვის კითხვების დასმის უფლება მხოლოდ მაშინ მქონდა როცა მისი მდგომარეობა უარესდებოდა. ამ დროს კი განსაზღვრული კითხვების დასმის საშუალება მეძლევა: "როგორ გრძნობ თავს?" , " რამდენი ქულით შეაფასებდი შენს მდგომარეობას?" და " რას ხედავ?" . საკმარისი არ იყო მისგან ის პასუხები ჩემთვის რასაც ვიღებდი. ყოველთვის ცუდად გრძნობდა თავს, ყოველთვის -10 -ით აფასებდა მის მდგომარეობას და ამბობდა რომ მხოლოდ და მხოლოდ სიბნელეს ხედავდა.
ერთი ასეთი შემთხვევის დროს ისევ მის ოთახში ვისხედით და იმავე კითხვებს ვუსვამდი. როცა მივხვდი რომ გარშემო არავინ იყო და მქონდა შანსი მისთვის სხვა რამე მეკითხა.
YOU ARE READING
Blood Factory / სისხლის ქარხანა
Romanceესაა ისტორია , რომელშიც ადამიანად ყოფნის იდეა ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი. ლი ფელიქსი და ჰვან ჰიუნჯინი სამხ. კორეის განაპირას მდებარე პანსიონში იზრდებიან. ეს თითქოს გარესამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია, სადაც უცნაური და კრიმ...