-7-

207 19 5
                                    

სააბაზანოში ერთად არ შევსულვართ. ჩემი ამბავი როგორ არის? სააბაზანოში საკაცობრიო პრობლემებზე ვფიქრობ ხოლმე , ახლა კი მასზე ვფიქრობდი. საერთოდაც მე და იონგბუკი ჩვეულებრივი წყვილებივით არ ვიქცეოდით. ეს რაღაც პატარა უცნაური სამყარო იყო სადაც ცენტრში მხოლოდ მე და ის, და სხვა არავინ იყო. თუნდაც ეს მისი აღმზრდელი ბებია ყოფილიყო, მას არავისთან ერთად ყოფნა არ უნდოდა, მხოლოდ მე და აქ წერტილი ესმევა ყველაფერს. ასე თქვა არა? შენთან ერთად ყველაფერი მინდა გამოვცადოო. მე კი არა. მეშინია იმ ყველაფერში , მართლა ყველაფერს არ გულისხმობდეს.

ტახტხე ვიწექი და ისევ წიგნს ჩავჩერებოდი. ჯერ კიდევ მციოდა. ცხელმა წყალმა ვერაფერი შეცვალა. თანაც , ამ შემოდგომას დიდად თბილს ვერ დავარქმევდი, ან უბრალოდ ჩინეთში ძალიან ციოდა. მითუმეტეს აქ, ცარიელ ქალაქში სადაც მხოლოდ მატარებლები და ორიოდე მანქანა მოძრაობს. დიდხან ვიჯექი. სამზარეულოდან ისეთი გემრიელი სუნი გამოდიოდა, მომინდა რომ წიგნის ფურცლები სათითაოდ დამეგემოვნებინა. ასეთ გემრიელს რას ამზადებდა? თანაც ასე გვიან? საინტერესოა. ნახევარ საათში შოკოლადიანი ნამცხვრისებურის დიდებულმა სურნელმა ამიტაცა. დახურული კარის მიუხედავად, მძაფრად მცემდა. ზუსტად ვიცოდი რომ სამზარეულოში ფუსფუსებდა და წინ უგემრიელესი ვახშამი მელოდა. წიგნზე კონცენტრაცია ვეღარ შევძელი. წამოვდექი და სამზარეულოში თავი შევყავი.

- არ შემოხვიდე ! ჯერ არ დამისრულებია

- მანახე, ისეთი მშიერი ვარ სამზარეულოს მაგიდასაც მოვკბეჩავ

- ცოტაც დაიცადე

- კარგიი იონგბუკ , იცოდე თუ სადმე მკვდარი ვეგდები , ეს იმიტომ რომ მშიერი მომკალი - სანამ სამზარეულოდან გამოვედი ეს ვუთხარი და ისევ ტახტზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანში მისი ხმა გავიგონე, მოდიო მეძახდა.

- ეს რა არის?

- ბრაუნი , ეს ბრაუნია რომელიც უნდა შეიყვარო რადგან დესერტებიდან სხვა არაფრის გაკეთება ვიცი.

Blood Factory / სისხლის ქარხანაWhere stories live. Discover now