- ჯეიქეი, შენ ხარ ყველაზე ახლოს, - ფართე ღიმილით გამომხედა ჩემს წინ მჯდარმა ნამჯუნმა და ისევ ისეთი სახით გახედა გვერდით მჯდომ თეჰიონს, რომელიც კიდევ ერთი ჭიქისკენ მიიწევდა. ნამჯუნმა მოასწრო, ჭიქა რომ აეცალა, თორე ისევ დალევდა. - ხომ მიხედავ ჰიონს?
-ჩემგან ნახევარი საათის სავალზე ცხოვრობს, რანაირადაა ყველაზე ახლოს? - მაინც ვიწუწუნე და არა იმიტომ, რომ თეს მოვლა მეზარებოდა, არამედ იმის წარმოდგენაც კი მზარავდა, რომ აღმართზე ზურგზე აკიდებულს უნდა მეტარებინა. მერამდენედ?
-სამაგიეროდ, ერთი გზა გაქვთ და თან, ყველაზე დიდი კუნთებიც შენ გაქვს, - არც ჰობიმ დამაკლო, თან ფეხზე წამოდგა და ღიმილით გადაავლო ყველას თვალი. - მე პირველი წავალ, უკვე საკმარისზე მეტი დოზა მივიღე.
დანარჩენებიც დაეთანხმნენ. რეალურად, არც მე მქონდა სხვა გზა, რომ გავქცეულიყავი და როცა ყველამ გადაწყვიტა, რომ სახლებში უნდა წავსულიყავით, თეჰიონს ხელი მოვკიდე და მანქანისკენ წავიყვანე. მათთან ერთად დალევა ყველაზე მეტად მიყვარს. როცა ერთად ვიკრიბებით, ყველაფერი ნეგატიური უკან რჩება და ისინიც მეხმარებიან, დრო გავაჩერო და ბედნიერი ვიყო. თეჰიონიც ერთ-ერთი მათგანია, მისი ღიმილი სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებს, მაგრამ საკმარისია დალიოს, რომ პატარა ბავშვივით სჭირდება მოვლა. ბევრსაც ვერ სვამს და რასაც სვამს, ისიც ადვილად ეკიდება.
ყველას დავემშვიდობე, თეჰიონსაც ღვედი შევუკარი და საჭესთან დავჯექი. სახლიდან შორს არ ვიყავით, არც მე მქონდა იმდენად ბევრი დანალევი, რომ საჭესთან ვერ დავმჯდარიყავი და მალევეც მივადექით იმ საძაგელ აღმართს, რომელიც ყველაზე მეტად არ მიყვარდა. თეჰიონის სახლს მანქანა არასდროს უდგებოდა. დიდი კიბე უნდა აგევლო ან ბილიკით უნდა ასულიყავი ზედა მხარეს, სადაც ცხოვრობდა. მისი სახლიდან არაჩვეულებრივი ხედი მოჩანდა ქალაქის, მაგრამ ეს კიბე ყველაფერს აფუჭებდა.
YOU ARE READING
"Friends" - .TaeKook. 🍂
Fanfic"-no hard feelings. just fuck me. deal? -of corse." |+18| |One-shot| -02.09.2021-