ჰაერში ფარფატი, შენი მსგავსია

394 58 45
                                    

ალბათ სასაცილოა, როდესაც ყოველ დილას იღვიძებ იმ გეგმით, რომ მთელი სოფლის შემოვლას ვაპირებ, არა, ნამდვილად ვაპირებ. მაგრამ, სამწუხაროდ, გუშინ ვერ შევძელი, ვერც გუშინწინ.

ხო, შემთხვევით წყალში ჩავვარდი, ფეხუ ვიტკინე.

მაგრამ არ არის ეს მთავარი. ჯონგუკი ვარ. მე კი ერთ მოცეკვავე ბიჭს ვეძებ, ყოველ კუთხეში მასზე მესმის, ერთხელ თვალი მოვკარი ცენტრში რომ ცეკვავდა, მე კი სახლის სახურავზე ვიდექი და სანამ ჩამოვედი, ის უკვე წასული დამხვდა. ეს ყველაფერი კი ერთი კვირის წინ მოხდა, მას შემდეგ მასზე ბევრი მესმის. ხან სოფლის თავშია, ხან კი ბოლოში. მისი სახელი ვერ გავიგე, უმეტესობა ამბობს რომ არ იცის, მაგრამ ასევე ბევრი ამტკიცებს, რომ აქ დიდი ხანია ცხოვრობს.

მე კი სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩამოვედი მეზობელი სოფლიდან. აქ კარგია, ლამაზი ბუნება. ნაკადული, რომელიც ჩემი სახლის გვერდით მიედინება. სოფლის ბოლოს დიდი ტყეა, მაგრამ არა საშიში, მთავარი კი, იმ ბიჭის ნახვა მსურს, მისი ცეკვით იმდენად მოვიხიბლე... ღმერთო, შეუდარებელია, მისი მოძრაობა, მისი ფარფატი ჰაერში, ტრიალი, ხელის გაქნევა, საოცრებაა.

უბრალოდ შეუდარებელი.

- ჯონგუკ,- დედას ხმა მესმის სახლიდან და მეც ნაკადულის პირას მჯდარი, მაშინვე ვდგები ფეხზე,- ჯონგუკ, იქნებ სოფელში გასულიყავი? რამდენიმე პროდუქტი დაგვიმთავრდა და მოგეტანა.

- დედა, იქნებ ცოტახანში წავიდე? ახლა ძალიან ცხელა,- ვწუწუნებ ბიჭი და წინ ჩამოყრილ თმებს უკან ვიყრი,- გთხოვ.

- გუკი, საღამოს სტუმრები მოვლენ. გთხოვ რომ წახვიდე, სხვაშემთხვევაში არ გთხოვდი, ხომ იცი, თან როგორც გავიგე დღეს ცენტრში ის ბიჭი ცეკვავს, შენ რომ ამდენი ხანია ეძებ,- უღიმის ქალი და შუბლზე ჰკოცნის,- მიდი, პატარავ, გაიქეცი და მალე დაბრუნდი.

მხოლოდ ვოხრავ, მაგრამ გული სიხარულისგან მიფრიალებს. როგორც კი სახლის ეზოს ვცდები, მაშინვე ნაბიჯებს ვუმატებ, საბოლოოდ კი სირბილით მივდივარ. ცენტრამდე როგორ ვაღწევ, ვერ ვხვდები, მესმის ბაგაბუგის ხმა, გული სადაცაა ამომივარდეს, მუხლებს ვეყრდნობი და ღრმად ვისუნთქავს ჰაერს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 03, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Kingdom DanceWhere stories live. Discover now