კინაღამ ყველაფერი დავკარგე.

1K 74 53
                                    


მესამე კურსის ბოლო დღეს, როცა ჩემ შეყვარებულს ეკონომიკის ლექტორთან შევუსწარი დავიფიცე, რომ შეცდომებს აღარასდროს დავუშვებდი.

ჩემმა ფიცმა, მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანა. ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩემ საუკეთესო მეგობარს და მის ჰიპერაქტიულ ქმარს, ბუსანში წასვლაზე დავთანხმდი.

დილიდანვე გადაუღებლად წვიმდა და მართალია, ხელში ქოლგა მეჭირა, მაგრამ ჩემი შლაპა წყალში გაწუწული ფრინველის ფრთებს დაემსგავსა, სანამ კესასთან და ბარგით დატვირთულ ჰოსოკთან ერთად რკინიგზის სადგურში შევიდოდით. რუხი წვიმის ფარდის მიღმა მხოლოდ დიდი, შთამბეჭდავი იმედგაცრუება და წყენა ჩანდა, უზარმაზარი ტკივილით, რომელიც ლაფივით ჩამომესხა თავს. მწარე სიმართლის წვეთები სახეში მეხლებოდა. თავს დამცირებულად ვგრძნობდი. მეგონა ყველა მე მიყურებდა და ყველამ იცოდა, როგორ მიღალატა გოგომ სამნახევარი ქულის გამო.

- თუ ღალატი არ გიგემია, რა ხარ? - ჰოსოკი, დილიდან ენერგიულ განწყობაზეა. გამუდმებით ახერხებს ფიქრებიდან ჩემ გამოფხიზლებას და იმის შეხსენებას, რომ მიღალატეს. ახლაც აციმციმებული თვალებით მიყურებს, არაფრად აგდებს მისი მეუღლის ჩქმეტას და ჩემგან პასუხს ელოდება. თვალებს ვატრიალებ და წინ მივდივარ. ზურგს უკან მესმის მისი გამხიარულებული ხმა, როგორ პასუხობს თავისივე კითხვას. - მხოლოდ მტვერი.

სადგურის შენობაში სრული ქაოსი დგას: ხალხი გარბის და გამორბის; გაზეთების გამყიდველი ბიჭუნები აქაურობას სტატიების სათაურების წამოყვირებით იკლებენ; თმის საღებავებით დაწყებული, ტკბილი ფუნთუშებით დამთავრებული, ყველა სახეობის პროდუქტების რეკლამით ცდილობენყურადღების მიქცევას მამაკაცები, რომლებიც სენდვიჩებს ჰგავანან: მკერდსა და ზურგზე სარეკლამო აბრები კიდიათ. ჰოსოკი კესას რაღაცას ეჩურჩულება და ბრბოში უჩინარდება.

- იმედი მაქვს უკან აღარ დაბრუნდება. - ვამბობ განრისხებული და ქოლგას ვეჯაჯგურები, რატომღაც გაჯიუტებულს დაკეცვა არ სურს.

The Kiss of Life  Where stories live. Discover now