შენ არ შეგიძლია, რომ შემიყვარო?

415 44 57
                                    

- გაეთრიეთ ჩემი სახლიდან! - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. აღშფოთებული ვდგავარ მისაღებ ოთახში და ვუყურებ, როგორ მოძრაობს ჩემი საუკეთესო მეგობარი, მისი ცოლის სხეულში. რა თქმა უნდა, კესას ხმამაღალი კვნესა და ჰოსოკის სიამოვნების ოხვრა ვერ გადავფარე, მაგრამ სალანძღავი სიტყვები არ დამიშურებია. ყველაფერი ვაკადრე, თუ კი რამე უწმაწური მომაფიქრდა. ჩემი ხმა ვერც ერთს გავაგონე და ჩემი საყვარელი დივანიც ვერ გადავარჩინე. ღმერთო, რატომ? რატომ მიწევს ვუყურო მსგავს სცენებს მაშინ, როცა მე ასეთი გაბრაზებული ვარ მათზე?

მათი გეგმის გამო ლამის სიცოცხლეს გამოვესალმე. ეს არ ეყოთ და ჯონგუკის წინაშე შემარცხვინეს. არც ეს ეყოთ და ერთი კვირაა მათ კვნესას ვუსმენდი ყოველ ღამე. ჩემი ნერვული სისტემა დააზიანეს. სტუმრების საძინებელში საწოლიც დააზიანეს. სამწუხაროდ ეს ყველაფერიც არ აღმოჩნდა მათთვის საკმარისი და ჩემი თვალების წაბილწვა გადაწყვიტეს. ისედაც საკუთარ თავს ძლივს ვეწინააღმდეგები, რომ ჯონგუკთან კისრის ტეხვით არ გავიქცე და ესენი ჩემ ჰორმონებს მთელი ძალით სცდიან.

იმ პატარა ლაწირაკმა ისეთები დამმართა, პორნოს ყურება აღარ მჭირდება. უბრალოდ თვალებს ვხუჭავ, საკუთარ სხეულს ვეხები და მასზე ოცნებაში ვათავებ. დღეს წარმოუდგენელი რაღაც დამემართა, სწორედ მაგიტომ დავბრუნდი სახლში მოულოდნელად და ჩემი დეგენერატი მეგობრების სექსუალურ აქტივობას შევესწარი.

ჩემ ძველ მეგობართან სტუმრად წავედი, რომელიც რამდენიმე ქუჩის იქეთ ცხოვრობს. სკოლაში ერთად მშვენიერ დროს ვატარებდით, თუმცა როდესაც მე სეულში ჩავაბარე და იქ გადავედი საცხოვრებლად მასთან კონტაქტი ნელ-ნელა გავწყვიტე. ჰოსოკი და კესა ნერვებს მიშლიდნენ, გამუდმებით მახსენებდნენ ჩემ აწითლებულ ლოყებს, აჩეჩილ თმებს და ყელზე ჯონგუკის დატოვებულ კოცნის ნაკვალებს. მათ გავექეცი, სამი დღე მშვენივრი დრო გავატარე ჩემ მეგობართან ერთად. კარვები ავიღეთ და სადღაც ქვეყნის დასალიერში სალაშქროდ წავედით.

The Kiss of Life  Where stories live. Discover now