when it comes to you.

434 46 67
                                    

– არც „ხელშეუხებელნი"? არც „მკვდარი პოეტების საზოგადოება" ?

– არა.

– აბა რა გაქვს ნანახი?

– „მეფე ლომი". სხვა მულტფილმებიც. თუ ფილმზე მეკითხები, ხომ იცი, „ლამაზმანი" ოცდაშვიდმეტჯერ მაქვს ნანახი.

– როდის უნდა გაიზარდო? უკვე დაიზეპირე ყველა მათგანი.

– რა გინდა? შენსავით ყველა არ ელოდება გრანდიოზულობას ცხოვრებაში. ზოგს მოსაწყენი, არაფრისმთქმელი ფილმები უყვარს, მრავლისმეტყველის ნაცვლად. სულელური, ბანალური დასასრული – დამაფიქრებელის ნაცვლად. ზოგი უბრალოდ ზედმეტად დაღლილია და რეალური ცხოვრებისგან გადასარჩენად კონკიას სულელური ისტორიაც ჰყოფნის.

ორივე გაჩუმდა. ჯიმინი იშვიათად ხედავდა ჯონგუკის ასეთ მხარეს, თუმცა მისი არსებობის შესახებ ყოველთვის იცოდა. დღევანდელი გაღიზიანებაც უდავოდ რაიმეს ბრალი უნდა ყოფილიყო.

– რამე მოხდა?

ჩუმი არასდროს ყოფილა. ამიტომ ახლა რთული იყო მისი ასეთად ხილვა და ამ ფაქტისთვის გვერდით ავლა. ჩუმი არ ყოფილა, ხმაურიანი და ბუტია იყო, წუწუნა, ბუნტისთავი. სიჩუმე ეზიზღებოდა. სიჩუმე ფიქრის საშუალებას აძლევდა, მას კი ეჯავრებოდა ფიქრი, რადგან ფიქრისას სევდიანდებოდა, ამიტომაც ყოველთვის ხმამაღლა გაჰყვიროდა, ცოტას ფიქრობდა და იმას აკეთებდა, რაც პირველი ამოუტიტვტებოდა თავში. რთული იყო ამიტომ მისი გაგება, არაპროგნოზირებადის შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდა, მაგრამ რეალურად მაინც იმაზე მეტს ფიქრობდა, ვიდრე საჭირო იყო და ამიტომაც იყო სევდიანი. ხმაურში ფარავდა საკუთარ სევდას.

– ჩუმად რატომ ხარ, ჯონგუკ?

– ვფიქრობ.

– რაზე? – ჯონგუკმა ამოიხვნეშა და თავი ჯიმინისგან საპირისპირო მხარეს შეატრიალა.

– იმაზე ვფიქრობ, მომავალში რა მოგვივა. – უცნაური კითხვა იყო. მოულოდნელი გაგარძელება ზევით ხსენებული საუბრიდან. ჯიმინს უკვე წარმოედგინა, დარწმუნებითაც იცოდა, რომ მათი მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდებოდა.

Life goes on.Where stories live. Discover now