უსამართლო სამყარო.
ადამიანები უსამართლობით იტანჯებიან, მიაჩნიათ, რომ სამყარო მათ მიმართ არასამართლიანია.
ნუთუ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ ამ მოსაზრებას? ეს შეუძლებელია, რადგან აქ ერთადერთი სიმართლე, უსამართლობაა.***
ისინი ერეოდნენ მის ცხოვრებაში ისე, თითქოს ძაფებზე გამობმული სათამაშო ყოფილიყო...ეს ყველაფერი მათ გამო ხდებოდა, მათი ბინძური ხელების გამო, რომელთა გაჩერებასაც არ აპირებდნენ და მის არსებობაში უკითხავად სვრიდნენ.
ის იყო ადამიანი, რომელსაც ბინძური საზოგადოება თავის სასიკეთოდ და გასართობად იყენებდა.
ის ამას არ იმსახურებდა!
იქ იყო ის, და იქ იყვნენ სხვები.
არა, ის იქ მარტო იყო.
მდიდარი ოჯახის შვილობა, ყოველთვის სიამაყესა და ბედნიერებას არ ნიშნავდა და ამის ნათელი მაგალითი, 22 წლის ახალგაზრდა იყო, რომელსაც კიმ თეჰიონით მოიხსენიებდნენ.
კიმების ოჯახს ვაჟი შეეძინა, ამ დროს კი ქალბატონ კიმს, ფეხმძიმობის ცხრა თვიანი ეტაპიც კი არ ჰქონდა გავლილი.
მას ბინძურ სისხლად მიიჩნევდნენ, რადგან იგი იყო ნაშიერი მდიდრისა და ღარიბის, პირველი ვაჟი ბატონი კიმის ოჯახში, ამიტომაც მიიღეს იგი ისე, როგორც ნამდვილი შვილი.მას ეს გზა არ აურჩევია, თუმცა საკუთარ სახელს უფროსი კიმი ვერ გასვრიდა იმ საქმეში, რასაც უცნობი ქალი წამოუყენებდა. ბავშვს მის ოჯახში აღზრდიდა, ქალბატონი კიმი მას, როგორც ნამდვილ შვილს ისე მიიღებდა და მორჩა ყველა ბედნიერი იყო? არა.
ყოველგვარი ჭორის დასამარხად, საქმე ისე მოაწყვეს თითქოს კიმებს შვილის ყოლა არ შეეძლოთ, ამიტომ მისი აყვანა გადაწყვიტეს.
15 წლის ახალგაზრდას ცხოვრებაში დადგა ის ეტაპი, როცა იგი შესანიშნავად იაზრებდა, მის გარშემო არსებულ სიტუაციებს და ეს უდიდეს ზეწოლას წარმოადგენდა მისთვის. მამა ყოველთვის არასერიოზულად უყურებდა ბიჭის არსებობას, ხოლო "დედას" საერთოდ არ ანაღვლებდა იგი.
YOU ARE READING
live or love
Fanfictionუსამართლო სამყარო. ადამიანები უსამართლობით იტანჯებიან, მიაჩნიათ, რომ სამყარო მათ მიმართ არასამართლიანია. ნუთუ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ ამ მოსაზრებას? ეს შეუძლებელია, რადგან აქ ერთადერთი სიმართლე, უსამართლობაა. "გარე სამყარო მათ უსამართლობით ტანჯ...