კალმარის თამაში 3/

205 45 46
                                    

ეს იყო მიჯაჭვულობა, პატარა მიზიდულობა, ან იქნებ უარესი...შეყვარება.

შიში ძვლებში აქვს გამჯდარი. თავს ვერ მოაჩვენებს ისე, თითქოს საერთოდაც არ ეშინია აქაურობის. პირველივე დღიდან მძაფრად გრძნობს სიკვდილს, გრძნობს როგორ დაატარებს კლანჭებს მის სხეულზე, მოურიდებლად, გრძნობს მის მოახლოებას. ეშინია, შესაძლოა სიგიჟეც მოერიოს და მთლიანად შეერყას გონება. ბუნებრივიცაა, მის თვალწინ ათობით ადამიანი მოკვდა, ათიც გადარჩენისთვის თავად გასწირა და რა იქნებოდა შემდეგ, აქ მყოფთ ყველას ამოხოცავდა და მოგებული ფულით მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას? ადრე თუ გვიან ის სიმდიდრეც გაიფანტებოდა, მტვრად იქცეოდა, ამდენი ადამიანის სიცოცხლე კი მის სინდისზე, სამუდამოდ შრამად იქნებოდა დამჩნეული. არ იყო ამისთვის მზად, არც არასდროს იქნებოდა. ერჩივნა რომელიმე გაუთვალისწინებელი თამაშისთვის შეეწირა თავი, ვიდრე წარმავალი სიმდიდრე მოეპოვებინა და ცოტა ხნით, კიდევ გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე. აქამდე მოსვლაც დიდ მიღწევად მიაჩნდა, რომ არა ნომერი ორი, პირველივე თამაშში წამოსულ, ტყვიის წვიმას შეუშვერდა თავს და სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებდა. საკითხავი ისაა, მიჰგვრიდა თუ არა ეს ყოველივე ამ სიმშვიდეს...

აქ გამოვლილი ბოლო სამი დღე, ნამდვილი კოშმარი იყო და დამიჯერეთ ეს ყველაფერი სიზმრის მსგავსად წამებში არ წყდებოდა. ყოველი თვალის დახამხამების შემდეგ, ის ისევ აქ იყო, ამ სისასტიკეში, საიდანაც თავის დაღწევა აღარ მოხერხდებოდა. უყურებდა თანამონაწილეებს და აოცებდა მათი სიმშვიდე, ნუთუ გარე სამყარო იმდენად ტანჯავდათ, რომ აქ მკვლელობაზეც კი იყვნენ წამსვლელი, ნუთუ ამდენად იყვნენ დაცემულნი, რომ ყველაზე ახლო ადამიანების დაკარგვისგან გამოწვეულ ტკივილს, ვერც კი გრძნობდნენ. პირველ ღამეს მამაკაცმა საკუთარი მეუღლე გაგუდა, მეორე ღამეს ვიღაც ბანდიტი ეცა ხანში შესულ მამაკაცს, ახლა მესამე ღამე დგებოდა. იქნებ შემდეგი ის იყო? მაგრამ მას არ სურდა, ასე მოულოდნელად გამოსალმებოდა სიცოცხლეს. დაძინება მიუწვდენელ საგნად ესახებოდა და ყველაზე მეტად იმის ეშინოდა,ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა. მაგრამ მთავარი კითხვაც აქ ჩნდება, თუ უნდა მოეკლა იგი, აქამდე რატომ არ გააკეთა ეს, ან იქნებ მონაწილეების შემცირებას ელოდა, ნაკლები ტრაგიკულობით, პანიკითა და დრამებით? იქნებ მესამე ღამე მისი უკანასკნელი უნდა ყოფილიყო?

live  or  loveWhere stories live. Discover now