Octavia's Narrative
ახალ გამოძახებაზე აუჩქარებლად მივდივარ.
როგორც ყოველთვის, ადგილზე მისულს უბრალოდ მოხუცი ქალი მხვდება, რომელიც ხის ძირში დგას და კატის ჩამოყვანას მთხოვს.
ყოველ დღე სამჯერ მაინც მირეკავენ ამისთვის.
თითქმის ვნანობ კიდეც რომ პოლიციელობა ავირჩიე.
მას შემდეგ რაც არაფრის მომცემი დღე მთავრდება, სახლში მივდივარ და გზად პროდუქტს ვყიდულობ, ჩემი ძმებისთვის.
სახლში არავინ მხვდება.
რა თქმა უნდა.
ახალი გოგონა. ახალი დანაშაული.
ეს საქმე თითქოს მე საერთოდ არ მეხება, როცა ჩარევა ვცადე გაფრთხილება მომცეს, ახლა ორი გაფრთხილება მაქვს. რაც იმას ნიშნავს რომ თუ კიდევ ერთხელ ჩავერევი სამსახურს დავკარგავ.
პროდუქტებს ვაბინავებ, სამზარეულოში კარის ხმა აღწევს, რაც იმაზე მიანიშნებს რომ ზეინი და ლუი ჩემს მოსანახულებლად ისევ მოვიდნენ.
ჰო, ეს მათი სახლიცაა, მაგრამ ისინი არასდროს არიან აქ.
სწორედ ამიტომ ვთვლი რომ ისინი უბრალოდ სტუმრად მოდიან ჩემთან.
-ოქტავია! - ზეინის ხმა ჩემს ყურთასმენამდე აღწევს.
ვპასუხობ და პროდუქტების შენახვას კვლავ ვაგრძელებ.
ზეინი სამზარეულოში შემოდის და ცდილობს მომეხვიოს, მაგრამ ამის უფლებას არ ვაძლევ რაზეც წარბებს კრავს.
-რამე მოხდა?
-ახალი გოგონა არა? ზეინ როდის დასრულდება?
-ოქტავია, ეს ბოლოა. გპირდები კარგი?
-არა ზეინ, არ არის ბოლო. ყოველთვის ასე ამბობ.ზეინმა ამოიოხრა.
-მინდა ვიპოვო. მინდა ის ვიპოვო ვინც.. ვინც ასეთ დღეში ჩაგაგდო და მეც მივაყენო მის საყვარელ ადამიანს ის ტკივილი რაც შენ იგრძენი..
-მაგრამ ისინი უდანაშაულოები არიან ზეინ.. ისინი ხომ ჩემსავით ჩვეულებრივი გოგონები არიან, თუ არ გესმის რას ვგრძნობდი, უბრალოდ იმ გოგონებს შეხედე რომლებსაც ასე სასტიკას ექცევით და ყველაფერს მიხვდები.