პირველი თავი

111 19 9
                                    

შესავალი

თავს ცხოვრების დაუნდობელი რისხვის მსხვერპლად ყოველთვის ვგრძნობდი.

მაგრამ არასდროს მეგონა, რომ ერთ დღესაც ასე ღრმად შევიჭრებოდი ამ დაუსრულებელ ხათაბალაში.

ამ ისტორიას იმიტომ ვწერ, რომ ზედმეტად ბევრი კარგი, ცუდი და საინტერესო რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და არ მინდა ეს ყველა მოგონება ჩემს გონებაში და წარსულში დასამტვერად და გასაქარწყლებლად გავიმეტო..

დასაწყისი

(სადღაც ოთხმოცდაათიანებში)

სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი ეს ისტორია საიდან იწყება. შეიძლება იქედან, აი იქედან დილით რომ გავიღვიძე, თვალები გავახილე და პირველივე რამ რაც დავინახე ეს ტირილით სახეგასიებული ჩემი მეგობარი იყო...

დიახ! სწორედაც რომ ყველაფერი აქედან დაიწყო.

- რა ჯანდაბა გჭირს დონან?!

- გთხოვ, მიშველე!

- რა ხდება?

- ჩემი შეყვარებული შემთხვევით დაორსულდა, ფული უნდა მასესხო.

- შანსი არ გაქვს მეგობარო, ამას ვერ ვიზამ.

- რას ვერ იზამ, ერთადერთი ადამიანი ხარ ვისთანაც მისვლა შემიძლია.

ფული არ მქონდა.

- ფული არ მაქვს.

- მისმინე ეს რაღაც მართლა სერიოზულია.

- წინა ჯერზეც ასე თქვი, ფული მოგეცი, ადექი და კოკაინში უკანალით იბანავე.

-#####, ამ ჯერად აბორტისთვის მჭირდება.

- მაგარი ხუმრობაა ძმაო.

- არა, არ გეხუმრები, ექვსასი დოლარი მჭირდება, თუმცა ექვსასი საკმარისიც არ არის... მაგრამ თუ არ გავუკეთებ, არასრულწლოვნის გაუპატიურებაში დამდებს ბრალს.

- სად ჯანდაბაში გინახო მაგდენი ფული?!

მოკლედ გეტყვით, დონანი ჩემს მშობლებზე უთქმელად მანიშნებდა.

Citrus [KOOKMIN]Where stories live. Discover now